• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

მაისი 31, 2016

ტრენინგი „ცვლილებები თანასწორობისათვის“ ხობში

31 მაისს ქ. ხობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ წარმომადგენლებმა პროექტ ,,ცვლილებები თანასწორობისათვის“ ფარგლებში ხობში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს ლექცია-ტრენინგი ჩაუტარეს.
შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, შშმ პირებთან მიმართებაში ტოლერანტული საზოგადოების ფორმირებისთვის ხელის შეწყობა, რაც შესაძლებელს გახდის შშმ პირების ინტეგრაციას საზოგადოებაში.
სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ წარმომადგენლებმა: მერაბ დუკაშვილმა, მარიამ კობახიძემ და ბადრი პატარაიამ დამსწრე საზოგადოებას შშმ პირთა უფლებები გააცნეს და მათ შესახებ ვიზუალური მასალა წარუდგინეს.

მაისი 31, 2016

პროგრამა

მაისი 30, 2016

საკრებულოს სხდომა

30 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის: დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის საფუძველზეც ბიუჯეტში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხობის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხის 848,3 ათასი ლარის ასახვა განხორციელდა.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე“, რომელიც მომზადდა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის მიერ (პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID)) გზამკვლევის სახით და რომელიც წარმოადგენს კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შეფასებას მუნიციპალიტეტების მიხედვით, საქართველოს სხვადასხვა პრიორიტეტულ, ეკონომიკურ, სოციალურ თუ გარემოსდაცვით სფეროებზე, კერძოდ ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის სფეროებზე, სოციალური სექტორზე და ასევე კულტურულ მემკვიდრეობებზე, დაცულ ტერიტორიებსა და ტყის ეკოსისტემაზე, ზემო აღნიშნული გზამკვლევი მოწონებულ იქნა საკრებულოს მიერ.
ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.

მაისი 30, 2016

ბიუროს სხდომა

1. 30 მაისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 20 მაისის N04/1223 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო
კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 21 მაისის N04/1248 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“, „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტების თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 21 მაისის N04/1249 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ - აპრილის თვის შესრულების ანგარიში).
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო
კომისიის თავმჯდომარე);

4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 23 მაისის N05/1254 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);

მაისი 30, 2016

კომისიების სხდომები

30 მაისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო და ეკონომიკურ საკითხთა განვითარების კომისიების სხდომები, სადაც განხილულ იქნა საკრებულოს სხდომაზე განსახილვევლი საკითხები.

მაისი 30, 2016

განცხადება საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2016 წლის 30 მაისს 12:00 საათზე. საკრებულოს სხდომათა დარბაზში

მაისი 30, 2016

სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადება

0 მაისს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ სარემონტო სამუშაოების მიზნითგამოირთვება ქვესადგური „ხობის“ ფიდერები: ფიდერი პირველი მაისი -611 აბონენტი 11:00 საათიდან 12:30 საათამდე; ფიდერი კოლხეთი - 594 აბონენტი 12:30 საათიდან 14:00 საათამდე; ფიდერი რაიცენტრი - 1052 აბონენტი 14:00 საათიდან 15:30 საათამდე; ფიდერი ჩაის კომბინატი 447 აბონენტი 15:30 საათიდან 17:00 საათამდე; ფიდერი კერამიკა -1 აბონენტი 17:00 საათიდან 18:00 საათამდე, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ხობისმომსახურეობის ცენტრის 2705 აბონენტს ( 2094 აბონენტი ქალაქი ხობი და 611 აბონენტი სოფელი პირველი მაისი).
31 მაისსსს“ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ტექნიკური სამსახურის მიერ სარემონტო სამუშაოების მიზნით გამოირთვება ქვესადგური „ხობის“ ფიდერები: ფიდერი წყალსაქაჩი გულიფული - 168 აბონენტი 11:00 საათიდან 12:30 საათამდე; ფიდერი პურის მიმღები - 785 აბონენტი 12:30 საათიდან 14:00 საათამდე; ფიდერი ს.ს.ო. - 145 აბონენტი 14:00 საათიდან 15:30 საათამდე; ფიდერი ალიონი - 13 აბონენტი 15:30 საათიდან 17:00 საათამდე; რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ხობის მომსახურეობის ცენტრის 1111 აბონენტს (ქალაქი)

მაისი 29, 2016

კონკურსი „ ოქროს თაობა“

30 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა მუსიკალური კონკურსი „ ოქროს თაობა“. კონკურსის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასიმღერო დონის ამაღლება, ახალგაზრდებს შორის შემოქმედებითი ურთიერთობების გაღრმავება, მოზარდთა თავისუფალი დროის სწორად განსაზღვრა და ინდივიდუალური შესაძლებლობების წარმოჩენის ხელშეწყობა. კონკურსი ქართულ და უცხოურ ტურად ჩატარდა. კონკურსანტებმა მუსიკალური ნომრები ცოცხალი შესრულებით შეასრულეს.
კონკურს შვიდკაციანი ჟიური 10 ბალიანი სისტემით აფასებდა, სადაც ყურადღება გამახვილდა როგორც სასიმღერო ტექნიკასა და ვოკალურ მონაცემებზე, ასევე ესთეტურ მხარესა და სასცენო პლასტიკაზე.
კონკურში მონაწილეობა მიიღო ხობის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლის მოსწავლემ და საბოლოოდ გამოავლინა წარმატებული შემსრულებლები.
ჟიურის გადაწყვეტილებით მესამე ადგილი დაიკავა ხობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ლიზი ნარსიამ.
მეორე ადგილზე გავიდა ხობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ვადაქარია.
მუსიკალური კონკურსის ღირსეული გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი გახდა კერძო სკოლა „არეას“ მეათე კლასის მოსწავლე დათო ბუკია.
ჟიურიმ ასევე გამოავლინა რჩეული კონკურსანტები :
ლიზი და გიგი ცანავების დუეტი - საჯიჯაოს საჯარო სკოლა;
ნინო შელია- ქარიატის საჯარო სკოლა;
თიკო ლაგვილავა - ნოჯიხევის საჯარო სკოლა;
ირაკლი გვალია - ხობის №2 საჯარო სკოლა;
მარიამ ზარანდია - ხეთის საჯარო სკოლა.
კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური პრიზები, ხოლო მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

მაისი 28, 2016

„სპორტი ყველასათვის” ხობში

28 მაისს, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი-ფეხბურთში, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2003-2005 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა თექვსმეტი და გოგონათა ოთხი გუნდი იღებდა მონაწილეობას.
სპორტული ღონისძიება საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა და მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და ახალგაზრდების ჩართვა სპორტულ აქტივობებში იყო.
მონაწილეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ , ხოლო საპრიზო (1,2,3 ) ადგილზე გასული გუნდები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ . გამარჯვებული გახდა, ქ.ხობის №1 საჯარო სკოლის გოგონეთა და ჭაბუკთა გუნდი, რომლებიც სამახსოვრო საჩუქრებით, ხოლო საუკეთესო მოთამაშეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე და „სპორტი ყველასათვის“ ფედერაციის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი სტუმრებთან ერთდ ესწრებოდნენ.

მაისი 28, 2016

პირველ მაისში ტაძრის დღესასწაული აღნიშნეს

28 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ტაძრადმიყვანების სახელობის ეკლესიის დღესასწაული აღინიშნება. 
ტაძრის დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად საზეიმო წირვა აღავლინა. ღვთისმსახურებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი რევაზ წულაია ესწრებოდნენ.

მაისი 27, 2016

საფეხბურთო ტურნირი მინი-ფეხბურთში

27 მაისს, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ მინი-ფეხბურთში, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2003-2005 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა თექვსმეტი და გოგონათა ოთხი გუნდი იღებს მონაწილეობას.
სპორტული ღონისძიება საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება.
საფეხბურთო ტურნირის დასკვნითი შეხვედრები, 28 მაისს, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.
ღონისძიების გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და „სპორტი ყველასათვის“ ფედერაციის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი ესწრებოდნენ.

მაისი 27, 2016

ხობში ევროპის დღეების ფარგლებში საინფორმაციო აქცია გაიმართა

ქალაქ ხობში, ევროპის დღეების ფარგლებში საინფორმაციო აქცია გაიმართა. სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" სამეგრელოს ბიუროს წარმომადგენლებმა, ხობის საჯარო სკოლების მოხალისეებთან ერთად, მოსახლეობას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო ბროშურები დაურიგეს. საინფორმაციო აქციას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები შეუერთდნენ. აქციის ფარგლებში მოხალისეებმა ქ.ხობის N2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
ევროპის დღეები საქართველოში 2007 წლიდან იმართება. მას „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ახორციელებს.

მაისი 27, 2016

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის შესახებ

30 მაისს 11.00 სთ-ზე გაიმართება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
ბიუროს სხდომის დღის წესრიგი:

1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 20 მაისის N04/1223 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო 
კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 21 მაისის N04/1248 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“, „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტების თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 21 მაისის N04/1249 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ - აპრილის თვის შესრულების ანგარიში).
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო 
კომისიის თავმჯდომარე);

4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 23 მაისის N05/1254 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

მაისი 26, 2016

დამოუკიდებლობის დღე ხობში

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხობის მუნიციპალიტეტში კულტურულ-გასართობი და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გობელენზე და თექაზე მუშაობის შემსწავლელი წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
გამოფენა 2 ივნისამდე გაგრძელდება და გამოფენილი ეპსპონანტების ნახვა დათვალიერების მსურველებს 10:00 – 18:00 საათამდე შეეძლებათ.
ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საზეიმო კონცერტი გაიმართა, სადაც, მაყურებლის წინაშე ანრი ჯოხაძე, მარიტა როხვაძე, „ბაშა“, ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“, ქორეოგრაფიული ჯგუფები „აია-კოლხეთი“ და „კოლხეთი“ წარსდგნენ. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ კონცერტზე შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. სადღესასწაულო კონცერტი ფეიერვერკით დასრულდა
სპორტული ღონისძიების ფარგლებში კი ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ფინალური შეხვედრა მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობდნენ თემებისა და სოფლების გუნდები. შეჯიბრის გამარჯვებული გახდა ხობის გუნდი, რომელმაც დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა პირველი მაისის ფეხბურთელთა გუნდი. მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ჭალადიდისა და ძველი ხიბულის გუნდები შეხვდნენ, სადაც გამარჯვება ჭალადიდის გუნდმა მოიპოვა.
დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთდ დაესწრო, რომლებმაც გამარჯვებული გუნდები თასებითა და სიგელებით დააჯილდოვეს, ასევე დაჯილდოებულ იქნენ საუკეთესო მოთამაშეები სხვადასხვა კატეგორიებში.

მაისი 25, 2016

ხობის მუნიციპალიტეტში ხვნის სამუშაოები დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტში ხვნის სამუშაოები დასრულდა. 25 მაისის მდგომარეობით, სულ დამუშავდა 7645 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში დამუშავდა 6019 ჰექტარი, ხოლო პროგრამის გარეშე - 1626 ჰა. ამ დროისათვის დათესილი ფართობის რაოდენობა შეადგენს 3975 ჰექტარს.
ხობის მუნიციპალიტეტში ხვნის სამუშაოები აგროვადების დაცვით განხორციელდა.

  • <<
  • <
  • ...
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125
  • 126
  • 127
  • 128
  • 129
  • 130
  • 131
  • 132
  • 133
  • 134
  • 135
  • 136
  • 137
  • 138
  • 139
  • 140
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By