• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
      • 2026 წელი
        • იანვარი
        • თებერვალი
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

მარტი 24, 2016

ფოლკლორის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ხობში

24 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლს საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ. სტუმრებმა ხობის სალოტბარო სკოლას სასწავლო ლიტერატურული კომპლექტი, კომპაქტ-დისკები და საკრავები საჩუქრად გადასცეს. ღონისძიებას სამეგრელო ზემო-სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთდ დაესწრო. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს მსგავსი ტიპის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მხარის გუბერნატორი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხობის მოსახლეობას შეხვდა და მათ ხობში განსახორციელებელ პროექტებსა და გეგმებზე ესაუბრა, ასევე მომავალშიც მხარდაჭერა აღუთქვა.

მარტი 24, 2016

კოლხეთი 1:0 გაგრა

24 მარტს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და გაგრის „გაგრა“ შეხვდნენ. მატჩი დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა, ხობის „კოლხეთის“ ფეხბურთელებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს მეტოქის კარის მიმართულებით, საბოლოოდ დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მაინც ძლიერმა გუნდმა მოიპოვა და შეხვედრაში ერთადერთი გადამწყვეტი გოლი კოლხეთის რიგებიდან გიორგი ჭედიამ გაიტანა. ანგარიში 1:0 დასრულდა.
თამაშს სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.

მარტი 22, 2016

გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში

22 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს კომისიების მხრიდან მოსმენილ იქნა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში. ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ზ. ბუკია და მის დაქვემდებარებაში მყოფმა განყოფილების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე. 
თავის მხრივ კომისიის წევრების მხრიდან დაისვა საკითხი იმ პრობლემებზე, რაც ამ სამსახურში არსებობს. კერძოდ, როგორც კომისიის წევრებმა აღნიშნეს აუცილებელია დროულად მოხდეს საკრებულოსთვის იმ საკითხების წარდგენა, რაც საკრებულოს სხდომაზე განიხილება. ასევე დროულად მოხდეს შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაც, რათა გაფორმდეს ხელშეკრულებები და ამის გამო ტექნიკურ პერსონალს არ შეუფერხდეს მუშაობა, რადგან არ შეიქმნას ანტისანიტარიის საფრთხე ადმინისტრაციულ შენობაში. რაც შეეხება მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობას, აუცილებელია მოსახლეობის სრული ინფორმირება, ამ მიზნით გამოითქვა მოსაზრება საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭვდვის თაობაზე. საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და საკრებულოს კომისიის წევრების ნაწილის მხრიდან გამოთქმული შენიშვნების მიუხედავად გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის მუშაობა დადებითად იქნა შეფასებული.

მარტი 22, 2016

დასუფთავების აქცია ხობის მუნიციპალიტეტში

22 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტში საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ორგანიზებით, „დავასუფთაოთ საქართველო“ პროექტის ფარგლებში დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების, კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა.
შეგროვდა დაახლოებით 12 მ3 ნარჩენი, რომელიც გატანილი იქნა შესაბამისი სამსახურის მიერ ნაგავსაყრელზე. 
დასუფთავების აქციას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილეები შეუერთდნენ.

მარტი 21, 2016

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა კროსში

21 მარტს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა კროსში, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა-საკრებულოსა და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრში გოგონათა 12 ხოლო ჭაბუკთა 15 გუნდი იღებდა მონაწილეობას. თითოეულ საჯარო სკოლის გუნდში ირიცხებოდა 3 მონაწილე, ( 2 ძირითადი და 1 სათადარიგო). გოგონები 800 მეტრ ხოლო ჭაბუკები 1000 მეტრ მანძილზე ასპარეზობდნენ, გამარჯვებულად ითვლებოდა ის გუნდი რომლის ერთ-ერთი წევრი პირველი გადაკვეთდა ფინიშის ხაზს. გოგონათა შორის პირველი ადგილი ქ. ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, ხოლო ჭაბუკთა შორის პირველ ადგილზე ქვემო ქვალონის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. გამარჯვებული სკოლის გუნდები რეგიონალურ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.
ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
გამარჯვებული გუნდები სიგელებით, თასებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ჩემპიონებისთვის თასები საქართველოს პარლამენტის წევრმა ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ დააწესა.

მარტი 21, 2016

გილოცავთ ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაულს ულოცავს ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ და მოღვაწე ეთნიკური უმცირესობის წევრებს და აღნიშნავს: „მეგობრებო, გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, პირველ რიგში ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი საერთო ქვეყნის - საქართველოს სიყვარული, რომელსაც ერთად ვაშენებთ, დასაფასებელია ის შრომა, რასაც თქვენ ხობის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის აკეთებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას“.

მარტი 21, 2016

მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს

"მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს" - ამ სლოგანით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ბიუროს წევრებთან და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებთან ერთად დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს შეუერთდა,

მარტი 21, 2016

გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს

დღეს, 21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოში მომუშავე ყველა ჟურნალისტს ულოცავს ქართული ჟურნალისტიკის დღეს.

მარტი 16, 2016

ანგარიშების მოსმენა გრძელდება

16 მარტს სამუშაო გრაფიკის შესაბამისად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს კომისიების მხრიდან მოსმენილ იქნა გამგეობის სამსახურების და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები. გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა და მის კოორდინირების ქვეშ მყოფმა იურიდიული პირების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს გაწეულ საქმიანობაზე და განხორციელებულ პროექტებზე. თავის მხრივ კომისიის წევრების მხრიდან იმ პრობლემურ საკითხებზე, რაც ამ დარგში არსებობს დაისვა მწვავე კითხვები. კერძოდ, როგორც საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს სოფლად არსებული ბიბლიოთეკები თითქმის არ მუშაობს, არ ხდება იმ რესურსის სწორად გამოყენება, რაც დღეის მდგომარეობით არსებობს საქართველოში. ასევე ისაუბრეს იურიდიულ პირებში დასაქმებული კადრების გადამზადებაზე, რათა უფრო მოქნილი და საინტერესო გახდეს ბიბლიოთეკის ფუნქცია და რაც მთავარია მოხდეს მკითხველის დაინტერესება, ჩატარდეს სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მოხდეს პრეზენტაციები და მოეწყოს ლიტერატურული საღამოები, ასევე სხვა ღონისძიებები. რაც შეეხება სხვა ადგილობრივ იურიდიულ პირებს, კომისიის წევრებმა აღნიშნეს რომ აიპიებში მომუშავე ბუღალტრები აუცილებელია ფლობდნენ თანამედროვე ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამებს, რათა გაუადვილდეთ მუშაობა. რაც შეეხება კულტურის დარგს უმრავლესობის აზრით აუცილებელია შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო, რომელიც რეკომენდაციას გასწევს გამგებლის წინაშე ყველა დაგეგმილ და გასამართ ღონისძიებაზე და პასუხისმგებელი იქნება მის ხარისხზე. კომისიის წევრებმა ასევე აღნიშნეს, რომ აუცილებელია საინფორმაციო სამსახურებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება დაგეგმილი ღონისძიების შესახებ, რათა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია ყოველივე ზემო აღნიშნულზე. საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. გაბუნიას წინადადების საფუძველზე სამსახურის მუშაობა კომისიის მიერ დამაკმაყოფილებლად შეფასდა და მიეცა რეკომენდაცია ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.
ერთწლიანი მუშაობის ანგარიში საკრებულოს კომისიისა და ბიუროს წევრებს ასევე წარუდგინა გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურმა. როგორც სამსახურის უფროსმა მინდია ნაჭყებიამ აღნიშნა, მის დაქვემდებარებაში მომუშავე ყველა პირი დროულად და კანონის სრული დაცვით პირნათლად ახორციელებს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობას, თუმცა ამ კუთხით შენიშვნები კომისიის მხრიდანაც დაისვა. ძირითადად საუბარი შეეხო საჯარო სამსახურში საჯარო მოხელეთა და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიულ პირებში დასაქმებული პირების მხრიდან სამსახურებში დროულად გამოცხადებასა და სისტემატურ გაცდენებს და სამსახურს მიეცა რეკომენდაცია მსგავსი სახის გადაცდომების აღკვეთის მიზნით შესაბამისი რეაგირების შესახებ. საბოლოოდ გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის მუშაობა კომისიის მიერ დამაკმაყოფილებლად შეფასდა.

მარტი 15, 2016

ხობის „კოლხეთმა“ ტყიბულის„მეშახტეს“ უმასპინძლა

15 მარტს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და ტყიბულის „მეშახტე“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „კოლხეთის “ გამარჯვებით ანგარიშთ 2-0 დასრულდა.

მარტი 15, 2016

ანგარიშების მოსმენა გრძელდება

15 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს კომისიების მხრიდან გაიმართა გამგეობის სამსახურების და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების ანგარიშების მოსმენა. გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურმა და შპს „ხობი დასუფთავება და განათებამ“ ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა შესაბამის კომისიას და ბიუროს წევრებს, სადაც ისაუბრეს სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობაზე და განხორციელებულ პროექტებზე. თავის მხრივ კომისიის წევრების მხრიდან დაისვა პრობლემური საკითხები კერძოდ, ქალაქის მოწესრიგება-დასუფთავებაზე, მსხვილფეხა პირუტყვის პრობლემისა და ქალაქში არსებული მოუვლელი სასაფლაოების არსებობის შესახებ. რეკომენდაცია გაეწია გამგეობის სამსახურს გამოიყოს სპეციალური მუშა ჯგუფი და მოხდეს არსებული პრობლემის დროულად მოგვარება. საბოლოოდ ზემოთხსენებული სამსახურის მუშაობა კომისიის წევრების მხრიდან დამაკმაყოფილებლად შეფასდა.
ერთწლიანი მუშაობის ანგარიში ასევე საკრებულოს კომისიისა და ბიუროს წევრებს წარუდგინა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა, როგორც სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური კანონის სრული დაცვით, დროულად რეაგირებს და ახორციელებს მასზე დაკისრებულ სამუშაოებს. მისი განცხადებით დროულად მოხდა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოზე წარმოდგენა, მისი განხილვა და შესაბამისად 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმარება, რისთვისაც შექმნილია სპეციალური კომისია და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუშაობა კომისიის მიერ დადებითად შეფასდა.
ერთწლიანი მუშაობის ანგარიში საკრებულოს კომისიისა და ბიუროს წევრებს წარუდგინ აგამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურმა, როგორ სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ აღნიშნა ხობის მუნიციპალიტეტი თანხების ათვისების კუთხით ერთ-ერთი მოწინავეა და ვადების დაცვით ხორციელდება პროექტების განხორციელება. კომისიის წევრების მხრიდან დაისვა საკითხი ქალაქში არსებული მაწანწალა ძაღლების გაყვანა გარიდების თაობაზე, ასევე ისაუბრეს ქალაქში არსებული სოკოების მოწესრიგებაზე, საუბარი ეხება ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ წყლის სოკოს სადაც წყალი იღვრება და წარმოიქმება ანტისანიტარული მდგომარება. კომისიის წევრებმა მოუწოდეს სამსახურის წარმომადგენლებს რაც შეიძლება ახლო ხანებში მოხდეს არსებული პრობლემის გადაჭრა. საბოლოოდ ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის მუშაობა კომისიის მიერ დადებითად შეფასდა. ერთწლიანი მუშაობის ანგარიშით წარსდგა კომისიისა და ბიუროს წევრების წინაშე გამგეობის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსი ზაზა კუპრეიშვილი, რომელმაც დეტალურად გააცნო კომისიას სამსახურის მუშაობა, რომელიც კომისიამ დადებითად შეაფასა.
გამგეობის სამსახურების და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების ანგარიშების მოსმენა კვლავ გრძელდება, 16 მარტს იგეგმება გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და გამგეობის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურების მოსმენა.

მარტი 14, 2016

ნორჩ მოჭადრაკეთა მორიგი წარმატება

4-13 მარტს ქ. ფოთში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში ( I ლიგა დასავლეთის ზონა) 8,10,12 წლის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, სადაც გათამაშდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურები.

ჩემპიონატში განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. აღსანიშნავია
პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლის ნიკა ბუკიას მიღწევები, მან დაუმარცხებლად 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი. 
ტურნირში ასევე ასპარეზობდა ხობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა ჭანტურია, რომელმაც მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
8 წლიან გოგონათა შორის კი გამოირჩეოდა N2 საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ თუთბერიძე.... სამივე კონკურსანტმა საკმაოდ წარმატებით იასპარეზეს და თბილისში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის საგზურები მოიპოვეს. ტურნირში გამარჯვებულები შასაბამისი ხარისხის თასებით მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ

მარტი 14, 2016

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა კალათბურთში დასრულდა

14 მარტს დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის სასკოლო სპორტული ოლიმპიადა კალათბურთში. ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა-საკრებულოს ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრში გოგონათა ოთხი, ხოლო ჭაბუკთა ათი გუნდი იღებდა მონაწილეობას. ფინალურ შეხვედრაში გოგონათა შორის ერთმანეთს ახალი ახალი ხიბულისა და პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდები შეხვდნენ, სადაც პირველი ადგილი და რეგიონალურ ასპარეზობაზე მონაწილეობის უფლება ხობის პირველმა საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. ჭაბუკთა შორის მეორე ადგილზე ხეთის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, ხოლო პირველი ადგილი და რეგიონალურ ასპარეზობაზე მონაწილეობის უფლება ახალი ხიბულის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. 
ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
გამარჯვებული გუნდები სიგელებით, თასებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ჩემპიონებისთვის თასები საქართველოს პარლამენტის წევრმა ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ დააწესა.

მარტი 12, 2016

ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირი ჭადრაკში

12 მარტს, ქ. ხობში საჭადრაკო კლუბ „ლაზი ერში“, ტრაგიკულად დაღუპული 11 წლის ანრი ჯგერენაიას სახელობის რიგით მეორე ტურნირი ჭადრაკში გაიმართა. ტურნირი, რომელიც საჭადრაკო კლუბი „ლაზი ერის“ წარმომადგენლების ორგანიზებით ჩატარდა, 10 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ორგანიზატორების განცხადებით ტურნირს ტრადციული ხასიათი ექნება და ყოველ წელს გაიმართება. 
ტურნირს გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი ნინა ბუკია, მთავარი სპეციალისტი სპორტის საკითხებში ლევან ლემონჯავა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია ესწრებოდნენ. 
ტურნირში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა ზურაბ ბებურიამ, მეორე ადგილზე ბადრი ლომაია გავიდა, ხოლო გამარჯვებული გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოჭადრაკე ირაკლი გოგენია. გამარჯვებული და პრიზიორი მოჭადრაკეები სიგელებით, თასებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

მარტი 12, 2016

ტრენინგი ონკოლოგიის საკითხებზე

12 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ხობის მუნიციპალიტეტის სოფლის პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, ონკოლოგიის საკითხებზე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ონკოპრევენციის ცენტრმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომამ“ ერთობლივი თანადგომით ტრენინგები დაიწყო. 
ღონისძიებები ტარდება პროექტის ფარგლებში "ოჯახის ექიმთა ცოდნის გაუმჯობესება ონკოლოგიის საკითხების შესახებ", რომლის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოს ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტო. 
პროექტის მიზანია საქართველოში ონკოპრევენციული ღონისძიებების გაძლიერება პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალთა ჩართულობის და ონკოლოგიური დაავადებების მართვაში და ასევე, დაავადების შესახებ მოსახლეობის ცოდნის გაუმჯობესების გზით სტიგმის დაძლევა. შესაბამისად პროექტი ეფუძნება მრავალმხრივ მიდგომას და მოიცავს, როგორც სამედიცინო პერსონალის ცოდნის გაუმჯობესებას ონკოლოგიის შესახებ, ასევე მოსახლეობის განათლებას ონკოლოგიური დაავადებების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და პრვენციის, სკრნინიგის პროგრამების შესახებ.
ტრენინგებს უძღვებოდნენ ონკოპრევენციის ცენტრის ექსპერტები/ტრენერები იოსებ აბესაძე და რემა ღვამიჩავა, რომლებიც საუბრობდნენ ონკოლოგიური დაავადებების პრევენციასა და ადრეული გამოვლენაზე, საქართველოში არსებული სკრინინგის პროგრამებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. 
ტრენინგებზე მოწვეული იყვნენ ჩეხი ექსპერტები ონკოლოგი ლუბომირ სკოპალი და ოჯახის ექიმი მარია სკოპალოვა, რომლებიც ქართველ ექსპერტებთან ერთად შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს ჩეხური გამოცდილება ონკოლოგიის სფეროში და ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიც არის ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებები და მკურნალობის მეთოდები.
ტრენინგი სამ ეტაპიანია და დასრულდა რეაბილიტაციისა და პალიატიური მზრუნველობის თემებით, რომელსაც წარმოადგენდნენ ქართველი ექსპერტები.

  • <<
  • <
  • ...
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125
  • 126
  • 127
  • 128
  • 129
  • 130
  • 131
  • 132
  • 133
  • 134
  • 135
  • 136
  • 137
  • 138
  • 139
  • 140
  • 141
  • 142
  • 143
  • 144
  • 145
  • 146
  • 147
  • 148
  • 149
  • 150
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By