• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

სექტემბერი 2, 2015

ხობის „კოლხეთის“ გამარჯვება

2 სექტემბერს მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის პირველი ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხონის „იმერეთი“ და ხობის „კოლხეთი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ხობელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობის „კოლხეთს“ და მის გულშემატკივრებს ამ გამარჯვებას და მორიგ წარმატებებს უსურვებს მათ.

სექტემბერი 2, 2015

საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოჯიხევში განახლდა

ხობში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 2 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულს ესტუმრნენ და გამგებლის წარმომადგენელთან ლევან ლიპარტიასთან და საკრებულოს წევრთან ნოჯიხევის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქიდან გოჩა სიჭინავასთან ერთად ორივე საბავშვო ბაღში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.
ნოჯიხევის N1 საბავშვო ბაღში წელს მოწესრიგდა სველი წერტილები. სამუშაოები, რომლის ღირებულება 6000 ლარია ი.მ „ბადრი ბუკიამ“ შეასრულა. N2 საბავშვო ბაღისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოფილ სკოლის შენობას უტარდება. პროექტის რომლის ღირებულება 53 200 ლარს შეადგენს, შპს „გილანი XXI“ ასრულებს.
2015 წელს ხობის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები 14 საბავშვო ბაღს უტარდება.

აგვისტო 27, 2015

საკრებულოს სხდომა

27 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები: მათ შორის: საკრებულოს წევრის ლაშა გვასალიას პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. შემდეგ საკითხად განხილულ იქნა დადგენილების პროექტები: „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N39 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N215 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, აღნიშნული აქტების მიღების საფუძველი გახდა საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს გამგეობისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების ნაცვლად საკრებულოსი, დადგენას საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის მიერ. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ შემუშავებული წინადადება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთისა“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“ რეორგანიზაციის ფარგლებში მათი შერწყმისა და ერთი იურიდიული პირის სახით ჩამოყალიბების შესახებ, აღნიშნულმა საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა საკრებულოს წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით გამგებელს მიეცა თანხმობა რეორგანიზაციაზე და არსებული იურიდიული პირების შერწყმის საფუძველზე ახალი ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ დაფუძნების შესახებ. საკრებულოს მიერ გამგეობას ასევე მიეცა თანხმობა ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის ტერიტორიაზე მდებარე N6 სასწავლო კორპუსზე მიშენებული ორი ნაგებობის, რომელიც სრულად ამორტიზებულია და ექსპლუატაციისთვის უვარგისი, აუდიტის დასკვნის საფუძველზე, შენობის დემონტაჟისა და ტერიტორიის ნარჩენებისაგან გაწმენდა განხორციელდეს აუქციონის წესით. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.
აგვისტო 27, 2015

საკრებულოს ბიუროს სხდომა

2015 წლის 27 აგვისტოს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 28 ივლისის N06/1293 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშოწყობის 2015 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N102 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე) 
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 11 აგვისტოს N06/1376 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-ივლისის თვის შესრულების თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 11 აგვისტოს N06/1378 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული პროფესიული სწავლების ცენტრის ტერიტორიაზე N6 სასწავლო კორპუსის შენობაზე მიშენებული ორი შენობის დემონტაჟის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

4. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ლ. გვასალიას (N237 11.08.2015) განცხადების განხილვა (საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე)
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 21 აგვისტოს N06/1445 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N39 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N215 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტების შესახებ)
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 24 აგვისტოს N06/1456 წერილის განხილვა („არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთისა” და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“ რეორგანიზაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

7. „საკრებულოს წევრის ლაშა გვასალიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

8. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N46 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

9. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N47 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2015 წლის 27 აგვისტოს 13:00საათზე.

 
აგვისტო 27, 2015

განცხადება საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2015 წლის 29 ივნისს 11 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

 სხდომის დღის წესრიგი:

1. „საკრებულოს  წევრის  ლაშა გვასალიას უფლებამოსილების ვადამდე  შეწყვეტის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

 

2. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N215 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი; 

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

 

  1. 3.  „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში საჯარო თანამდებობათა დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N39 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი; 

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

 

4. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთისა” და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“ რეორგანიზაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი; 

თანამომხსენებლები: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი;

რ. შულაია - გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი)

 

5. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის მიშენებული ნაწილის დემონტაჟზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: ა. ვარდია - გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი)

 

6. „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2015 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N102 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;

              თანამომხსენებელი: შ. კანკია - გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსი)

 

7. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N46 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

 

8. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N47 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)


 
აგვისტო 21, 2015

პოეზიის საღამო

21 აგვისტოს თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროექტ „საქართველოს მოხალისის“ და „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის წევრების“ ორგანიზებით გაიმართა პოეზიის საღამო, სადაც მონაწილეობდნენ ხობელი ახლაგაზრდა პოეტები.
პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. საკრებულოს თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ახალგაზრდებს პირობა მისცა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ მათ მსგავს პროექტებში.

აგვისტო 19, 2015

გილოცავთ ფერისცვალებას

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს

 
აგვისტო 17, 2015

მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში

17 აგვისტოს ქ. ხობის №2 საჯარო სკოლის ფრენბურთის მოედანზე სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ ფრენბურთში ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ არის ორგანიზებული და მასში 6 გუნდი იღებს მონაწილეობას. შეჯიბრების ფინალური მატჩი 20 აგვისტოს 17:00 საათზე გაიმართება.

 
აგვისტო 17, 2015

პროექტის „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პრეზენტაცია

17 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის ქსელის (CENN) მიერ, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ფაზა II-ის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. „ტყეების მართვის სისტემის დეცენტრალიზაციის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს მუნიციპალიტეტებში არსებული შესაბამისი სამსახურების გაძლიერებას ბუნებრივი რესურსების მართვაში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
პროექტი საქართველოს სამ რეგიონში ხორციელდება (სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი და თბილისი) თუმცა პროექტის განათლებისა და ცნობიერების ამაღლების კომპონენტი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში, სადაც შექმნილია ღია გარემოსდაცვითი საკოორდინაციო ჯგუფები. სამიზნე რეგიონების შერჩევა მოხდა, როგორც გეოგრაფიული და ეკოსისტემური კრიტერიუმების, ასევე ადგილობრივი ტრადიციების გათვალისწინებით. აღსანიშნავია, რომ ინიციატივა ასევე ეხმარება საქართველოს მთავრობის ადგილობრივ თემებთან, თვითმმართველობებთან კომუნიკაციასა და პოლიტიკური დიალოგის წარმართვაში სატყეო რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების ყველა ეტაპზე.
პროექტის ფარგლებში CENN-ის წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებული შესაბამისი სამსახურის გაძლიერებაზე, დამსწრე საზოგადოებამ მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

 
აგვისტო 13, 2015

ხობის „კოლხეთი“ დედათა მონასტერში

13 აგვისტოს საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ ფეხბურთელთა გუნდი, ხობის დედათა მონასტერს სტუმრობდა. ფეხბურთელებმა, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოძღვარ დეკანოზ ილიას (ლომაია) და მონასტერში მოღვაწე დედების ლოცვა-კურთხევით მოილოცეს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა-დასუფთავების და სხვადასხვა ფიზიკური სამუშაოების შესრულების სურვილი გამოთქვეს. 
აქციაში ფეხბურთელები და მწვრთნელები მონაწილეობდნენ. მათი თქმით აქცია არ ატარებს ერთჯერად ხასიათს და ის მომავალშიც განხორციელდება.

 
აგვისტო 13, 2015

ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბრაზილიაში ქალაქ სალვადორ დე ბაიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 5 მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა. შეჯიბრების პირველ დღეს ვერცხლის მედალი ხობელმა ნუგზარ წურწუმიამ (50) მოიპოვა. მან ფინალამდე 3 ძლიერი შეხვედრა იჭიდავა, პირველი შეხვედრაში ნუგზარმა უნგრელ სპორტსმენს 10:0 სძლია და გადაინაცვლა 1/4 ფინალში სადაც აზერბაიჯანელი ნოლალ ბაბევი დაამარცხა 5:2, ნახევარფინალში მან უზბეკი სპორტსმენი დაამარცხა 6:4, ფინალში მისი მეტოქე ირანელი რეზა ხედრი იყო. საბოლოოდ ნუგზარ წურწუმიამ მსოფლის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 60 ქულით პირველობა არავის დაუთმო, მეორე ადგილზე აზერბაიჯანი გავიდა 53 ქულით, მესამეზე რუსეთი 47.

 
აგვისტო 13, 2015

მილოცვა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო 81 წლის იუბილეს ულოცავს ხობის საპატიო მოქალაქეს, ექიმს - ლუთინი (ლევან) ქავთარაძეს, რომელსაც საპატიო წოდება მინიჭებული აქვს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. 
ჯანის სიმრთელეს, ღვთის წყალობასა და ლამაზ დღეთა სიმრავლეს უსურვებს უდიდესსა და პატივსაცემ ადამიანს

 
აგვისტო 12, 2015

ცოტნეობა 2015

ცოტნეობის სახალხო დღესაწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა გოგი ბუკიას სახელობის პირველობა ნარდში, პირველობა ჭადრაკში და ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ქართულ ჭიდაობაში. ტურნირებში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით. სპორტული ტურნირების დასრულების შემდეგ ღონისძიება გაგრძელდა საკრებულოს დარბაზში სადაც სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ცოტნე დადიანი და ცოტნეიდელობის ფენომენი ეროვნულ ცხოვრებაში. მეცნიერული კვლევები ხობის შესახებ“ ჩატარდა. მობრზანებულმა სტუმრებმა ისაუბრეს კოლხეთის ამ ულამაზესი მხარის შესახებ, იმსჯელეს და ერთმანეთს გაუზიარეს მისეული მოსასზრებები აღნიშნულ მეცნიერულ კვლევებზე.ღონისძიება სახალხო სეირნობით გაგრძელდა, ღია ცისქვეშ წარმოდგენილი იყო სამეგრელოს ეთნოკულტურა, გამოფენებით, ხალხური ყოფისა და რეწვის ნიმუშებით, მიმდებარე ხეივანში განთავსებული იყო ტრადიციული ფაცხები, მეგრული ეზოსა და ყოფაცხოვრების დამახასიათებელი ნიშნებით, სტუმარ-მასპინძლობის კუთხური ადათ-წესებით. ასევე წარმოდგენილ იქნა თეატრალიზებული, მხატვრული კომპოზიცია „გმირობიდან წმინდანობამდე“. ხობის საპატიო მოქალაქეობა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ფოთისა და ხობის ეპარქიის სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრის დირექტორს, ფაზისის საერო აკადემიის ნამდვილ წევრს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარ სპეციალისტს ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაიას ხოლო კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“ არსებულ ანსამბლ „კოლხეთის“ წევრს, მომღერალს, მსახიობს რევაზ თოდუას. ცოტნეობის დღესასწაულზე დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედება წარუდგინეს სხვადასხვა ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, რეგიონის სხვადასხვა შემოქმედებითმა კოლექტივებმა.
ცოტნეობის დღესასწაულს სტუმრობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი, საქართველოს პარლამენტის წევრები გოდერძი ბუკია და გიგა ბუკია, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, ჰოლანდიისა და ბელგიის მიტროპოლიტი დოსითეოზი, ეპარქიის სამღვდელოება, რეგიონის თვითმმართველობის ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები.

 
აგვისტო 12, 2015

გოდერძი ბუკიამ მშენებარე ქარხანა დაათვალიერა

12 აგვისტოს ქ. ხობში სიმინდის ზეთისა და სიმინდის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობის პროცესი ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, ბიზნესმენმა და მომავალმა თანაპარტნიორმა ვასილ ბაბლუანმა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს. 
ქარხნის მშენებლობა მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ინიციატივით ხორციელდება. დეპუტატმა სტუმარს დეტალურად გააცნო მიმდინარე სამუშაოები, ისაუბრა მომავალ გეგმებზე და პერსპექტივებზე, როგორც მან აღნიშნა ქარხნის მშენელობა ნოემბრის ბოლოს დასრულდება, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.

 
აგვისტო 12, 2015

ხობის საპატიო მოქალაქეები

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ფოთისა და ხობის ეპარქიის სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრის დირექტორს, ფაზისის საერო აკადემიის ნამდვილ წევრს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარ სპეციალისტს ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაიას და კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“ არსებულ ანსამბლ „კოლხეთის“ წევრს, მომღერალს, მსახიობს რევაზ თოდუას ცოტნეობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მიენიჭათ ხობის საპატიო მოქალაქის წოდება.

 
  • <<
  • <
  • ...
  • 123
  • 124
  • 125
  • 126
  • 127
  • 128
  • 129
  • 130
  • 131
  • 132
  • 133
  • 134
  • 135
  • 136
  • 137
  • 138
  • 139
  • 140
  • 141
  • 142
  • 143
  • 144
  • 145
  • 146
  • 147
  • 148
  • 149
  • 150
  • 151
  • 152
  • 153
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By