31 მაისს ქ. ხობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ წარმომადგენლებმა პროექტ ,,ცვლილებები თანასწორობისათვის“ ფარგლებში ხობში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს ლექცია-ტრენინგი ჩაუტარეს.
შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, შშმ პირებთან მიმართებაში ტოლერანტული საზოგადოების ფორმირებისთვის ხელის შეწყობა, რაც შესაძლებელს გახდის შშმ პირების ინტეგრაციას საზოგადოებაში.
სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ წარმომადგენლებმა: მერაბ დუკაშვილმა, მარიამ კობახიძემ და ბადრი პატარაიამ დამსწრე საზოგადოებას შშმ პირთა უფლებები გააცნეს და მათ შესახებ ვიზუალური მასალა წარუდგინეს.