• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
      • 2026 წელი
        • იანვარი
        • თებერვალი
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

მარტი 11, 2016

მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები

საქართველოს მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის 2016 წლის პროგრამა დაამტკიცა. პროგრამის განსახორციელებლად 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ 50 მილიონი ლარია გამოყოფილი. თითოეული მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხის გაანგარიშებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოსახლეობის რაოდენობაზე დაყრდნობით ახორციელებს.
პროგრამის მიხედვით, 1-დან 200 სულის ჩათვლით დასახლებისათვის 4 000 ლარია გათვალისწინებული, 201-დან 400 სულის ჩათვლით დასახლებისათვის – 5 000 ლარი, 401-დან 1 000 სულის ჩათვლით დასახლებისათვის – 8 000 ლარი, 1 000-ზე მეტსულიანი დასახლებისათვის კი – 12 000 ლარი.

ხობის მუნიციპალიტეტისთვის წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 848 311 ათასი ლარი გამოიყო. საერთო ინტერესების გათვალისწინებით, პროგრამა რამდენიმე დასახლებისათვის გამოყოფილი თანხის გაერთიანებასაც ითვალისწინებს. პროგრამის მიმდინარეობისა და შესრულების მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. კვირის განმავლობაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო 
კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა და გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია ოცდაერთივე ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდნენ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული პირობები გააცნეს და მათი პრობლემები მოისმინეს.
ამის პარალელურად საკრებულოში საკრებულოს კომისიების მხრიდან მიმდინარეობს გამგეობის სამსახურების და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების ანგარიშების მოსმენაც. საბოლოო შემაჯამებელ ანგარიშს საკრებულოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია წარუდგენს.

მარტი 10, 2016

რეგიონალური კონფერენცია გრიგოლეთში

10 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია - გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ასოციაცია „მწვანე მომავალმა“ გრიგოლეთში რეგიონალური კონფერენცია ჩაატარა.
კონფერენციის მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და სამთავრობო სტრუქტურების შესაძლებლობების გაზრდა ერთობლივი დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით, ენერგეტიკული პოლიტიკის გაუმჯობესების სფეროში, მდგრად ენერგო ალტერნატივებზე ფოკუსირებით.
კონფერენციაზე საუბარი შეეხო გარემოსდაცვითი მმართველობისა და ალტერნატიული ენერგიების გამოყენების პერსპექტივებზე და შესაძლებლობებზე, სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტისათვის შემუშავებული სარეკომენდაციო დოკუმენტის მაგალითზე. ასევე გაწეული საქმიანობის და პროექტის ფარგლებში მომზადებული სარეკომენდაციო დოკუმენტების წარდგენა სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისადმი.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოების თავმჯდომარეები, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები, პროექტის დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები, ადგილობრივი მედია-საშუალებების ჟურნალისტები.
რეგიონალურ კონფერენციას ხობის მუნიციპალიტეტიდან ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი ანტონ ვარდია, გამგებლის წარმომადგენელი ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ირაკლი ბერაია და გამგეობის მედიასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებში მთავარი სპეციალისტი ირინე ფილიპია ესწრებოდნენ, კონფერენციის მსვლელობისას სიტყვით გამოვიდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა რომელმაც შეაფასა კონფერენცია და ისაუბრა მის მნიშვნელობაზე.

მარტი 8, 2016

ქალთა საერთაშორისო დღე საჯარო მოხელე ქალბატონებს მიულოცეს

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირების ხობის რაიონული ორგანიზაციის ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე ვარაზ გაბედავა გამგეობის სამსახურის უფროსებთან ერთად გამგეობის სააქტო დარბაზში მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელე ქალბატონებს შეხვდნენ, 8 მარტი მიულოცეს და საჩუქრად ყვავილები გადასცეს. საკრებულოს ბიუროსა და აპარატში მოსამსახურე ქალბატონებს ასევე ყვავილები გადასცეს საკრებულოს აპარატის უფროსმა და აპარატის კოლეგა მამაკაცებმა, მათ კიდევ ერთხელ მიულოცეს 8 მარტი ქალბატონებს და ლამაზ დღეთა სიმრავლე უსურვეს.

მარტი 8, 2016

გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქალბატონებს გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს.გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ულევ სიხარულს, სიყვარულს და სილამაზეს!

მარტი 7, 2016

სპექტაკლი ნათელა

7 მარტს ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ბავშვთა თეატრალური დასის (ხელმძღვანელი მ. ჯღარკავა) მიერ გაიმართა სპექტაკლის პრემიერა „ნათელა“ აკაკი წერეთლის ნაწარმოების მიხედვით, რომელმაც მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა. 
სპექტაკლის პრემიერას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ დამსწრე ქალბატონებს მიულოცეს გაზაფხულის დღესასწაული - ქალთა საერთაშორისო დღე და საჩუქრად ყვავილები გადასცეს მათ.

მარტი 7, 2016

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

7 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის: დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ“, რომლის მიხედვითაც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის N254 დადგენილებით განისაზღვრა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების განაწილება მუნიციპალიტეტების დასახლებებისთვის დასახლებების მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.

სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი მიულოცა ქალბატონებს და ბედნიერ დღეთა სიმრავლე უსურვა მათ.

მარტი 7, 2016

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 7 მარტს 13:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური);

2. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);

3. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

მარტი 7, 2016

ბიუროს სხდომა

7 მარტს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, 
სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 4 მარტის N03/506 წერილის განხილვა („სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 7 მარტის N04/507 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო 
კომისიის თავმჯდომარე)

3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 7 მარტის N05/512 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე);

მარტი 4, 2016

დედის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია

4 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამუსიკო სკოლის აღსაზრდელებმა, ბავშვები სხვადასხვა მუსიკალური ნომრებითა და ლექსებით წარსდგნენ მაყურებელთა წინაშე. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ.

მარტი 3, 2016

გილოცავთ დედის დღეს

3 მარტი ეს დედის დღეა..ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ამ დღეს ყველა დედებო და მომავალო დედებო.
დედის დღე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. ეს გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უმაღლესმა საბჭომ დააკანონა, მაშინ ფიქრობდნენ, რომ დედის დღე საქართველოში საერთაშორისო ქალთა დღეს - 8 მარტს შეცვლიდა, თუმცა დღემდე საქართველოში ორივე დღესასწაული აღინიშნება.

მარტი 2, 2016

ხობის კოლხეთმა ოზურგეთის „მერცხალს“ უმასპინძლა

2 მარტს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და ოზურგეთის „მერცხალი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.

თებერვალი 29, 2016

საკრებულოს სხდომა

29 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის: დადგენილების პროექტი „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ“, რომლის საფუძველზეც ქალაქ ხობში ბერიას ქუჩაზე, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 9 აპრილისა და ბერიას ქუჩებზე შემოღებულ იქნება ცალმხრივი მოძრაობა, კერძოდ ცოტნე დადიანის ქუჩიდან აიკრძალება ბერიას ქუჩის მიმართულებით შეხვევა და ამ ქუჩების გადაკვეთაზე განთავსდება ამკრძალავი ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“. ასევე 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთაზე განთავსდება ამკრძალავი ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“ და 9 აპრილისა და სტალინის ქუჩების გადაკვეთიდან ცოტნე დადიანის ქუჩის მიმართულებით აიკრძალება ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, რომლის თანახმად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი იგივე დარჩა, რაც 2015 წელს იყო განსაზღვრული. დღეის მდგომარეობით არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ქალაქ ხობის ტერიტორიაზე შეადგენს 12.38 ლარს, სოფლებში _ 3.71 ლარს, დასახლებათა შორის არეალებში _ 3.1 ლარს, ხოლო დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) _ 6.19 ლარს. დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ, საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.

თებერვალი 28, 2016

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა წარმატება

2016 წლის 26-28 თებერვალს ქ. თბილისში ჩატარდა დამსახურებული მწვრთნელის ვლადიმერ მაისურაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკებს შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ( სასომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ნაკრები გუნდები, სულ 270 მონაწილე), რომელშიც მონაწილეობა მიიღო და წარმატებით იასპარეზა განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გუნდმა. მწვრთნელ-მასწავლებლები:სურაჯ გვასალია, ალმასხან ხუნჯუა.
63 კგ წონით კატეგორიაში მეორე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა ნიკა ყორშია, მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდნენ 46 კგ წონით კატეგორიაში კორნელ კონჯარია და 58 კგ წონით კატეგორიაში გოგა პერტახია. სპეციალისტთა ყურადღება და მოწონება დაიმსახურა 69 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ გოგოხიამ, რომელმაც მინიმალური ანგარიშით დათმო შეხვედრა მესამე ადგილისთვის. 
ორგანიზატორებმა გამარჯვებულები დააჯილდოვეს მედლებითა და დიპლომებით.

თებერვალი 28, 2016

ფოტო კონკურსი ,საქართველოს ფაუნა - ფოტოგრაფია VS ნადირობა

28 თებერვალს ქ. ზუგდიდში კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი CENN , საქართველოს პარლამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის, სამეგრელო- ზემო სვანეთის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე სასკოლო კონკურს ,,ფოტო - სინთეზის რეგიონული ტური გამართა, სადაც გამარჯვებული კონკურსანტები გახდნენ ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის ნომინანტები. 
საკონკურსო თემის ,,საქართველოს ფაუნა - ფოტოგრაფია VS ნადირობა“ ფარგლებში ჟიურის შეფასებით 98 ქულით პირველი ადგილი მოიპოვა ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიკა კანკიამ.
მეორე ადგილზე 93 ქულით გავიდა ელენე ესებუა ( ჩხოროწუ)
მესამე ადგილი მოიპოვა სალომე ფიფიამ ( წალენჯიხა)
კონკურსის ნახევარფინალისტები ხობის მუნიციპალიტეტიდან გახდნენ მარიამ ხაბურზანია, თამო ბუკია, ანი ლომაია ( თორსის საჯარო სკოლა), ზაზა კუკავა ( ხამისქურის საჯარო სკოლა) რომელთა ფოტო- ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს. 
საინტერესო სასკოლო სტენდები წარადგინეს :სანდრო ნარსიამ და ნანო ნარსიამ (ხეთის საჯარო სკოლა) ვაჟა იოსავამ (ნოჯიხევის N 1 საჯარო სკოლა).
გამოფენა - კონკურსის ჟიურის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა როზეტა შულაიამ, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტის სახელით დააჯილდოვა კონკურსის ფინალისტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან მარიკა კანკია და და კონკურსის ფინალისტი აფხაზეთის რეგიონიდან რუსუდან ძიგუა.
 
 
 
თებერვალი 26, 2016

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 29 თებერვალს 11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

2. „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი; 
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

3. „ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა. 
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური);

4. ანგარიშის მოსმენა ხობის მუნიციპალიტეტის მიერ 2015 წელს გაწეული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური);

  • <<
  • <
  • ...
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125
  • 126
  • 127
  • 128
  • 129
  • 130
  • 131
  • 132
  • 133
  • 134
  • 135
  • 136
  • 137
  • 138
  • 139
  • 140
  • 141
  • 142
  • 143
  • 144
  • 145
  • 146
  • 147
  • 148
  • 149
  • 150
  • 151
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By