სამეგრელო-ზემო სვანეთში შემავალი მუნიციპალიტეტების და სამხარეო ადმინისტრაციის სამოყვარულო გუნდების ჯგუფური შეხვედრები დასრულდა. მერვედ ფინალში გუბერნატორის ადმინისტრაციის, ჩხოროწყუს, აბაშის, ფოთის და ხობის გუნდები გავიდნენ. შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოდგენლები ესწრებოდნენ.
ტურნირში ერთმანეთს საჯარო მოხლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეხვდნენ. ხობის მუნიციპალიტეტი - მარტვილის მუნიციპალიტეტს შეხვდა და ანგარიშით 3-1 გაიმარჯვა.
ჯგუფური შეხვედრები, „ბაიას“ საფეხბურთო ბაზაზე გაიმართა. ტურნირი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზაებით მიმდინარეობს და მისი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება. საფეხბურთო ტურნირი „ახალგაზარდობის წლის“ ფარგლებში იმართება. წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით არაერთი ახალგზარდული ღონისძიებაა დაგეგმილი. 2016 წელი ახალგზარდობის წლად მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ, მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა.