ხობის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი შპს „საქართველოს მელიორაციის“ დაკვეთით ჭალადიდის და პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულებში MD მაგისტრალურ არხზე (8350 გრძივი მეტრი) ხიდების მოწყობა მიმდინარეობს, კერძოდ აშენდება 36 ახალი (მათ შორის: 7 მძიმე ტექნიკის, 20-საავტომობილო, 9-საფეხმავლო) და კაპიტალურად გარემონტდება 9 ხიდი.
სამუშაოების მთლიანი ღირებულება 940 000 ლარია. მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გოჩა სიჭინავამ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა ანგულ მიქავამ დაათვალიერეს.