• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

September 22, 2015

კომისიების სხდომები (EN)

22 სექტემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების სხდომები
September 21, 2015

ხობის #1 საბავშო ბაგა-ბაღს სასწავლო ინვენტარი გადაეცა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საერთაშორისო ასოციაცია ,, კივიტას გეორგიკას" შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, ქალაქ ხობის #1 საბავშვო ბაგა-ბაღში დაგეგმილია სასკოლო მზაობის ცენტრის გახსნა. ( ერთი ჯგუფი- 20 აღსაზრდელზე) . სასკოლო მზაობის ჯგუფი განკუთვნილია 2009 წელს დაბადებული ბავშვებისთვის, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2015 წლის 1 დეკემბრამდე. ამ პროექტის ფარგლებში 21 სექტემბერს ხობის #1 საბავშო ბაგა- ბაღს გადაეცა სასწავლო ინვენტარი.

September 21, 2015

ხობში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა (EN)

21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან და ტაძრის მოძღვართან დეკანოზ მამა ილიასთან (ლომაია) ერთად აღავლინა. წირვა-ლოცვას მეუფე გრიგოლის მიერ მოწვეულ სტუმრებთან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან და საქართველოს სასულიერო სემინარიის რექტორ სერგო ვარდოსანიძესთან ერთად. საზეიმო წირვა ლოცვას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. მეუფე გრიგოლმა საღმრთო ქადაგების დაწყებამდე ტაძარში შეკრებილ მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის კურთხევით მრევლთან ერთად ღვთისმშობლისადმი სავედრებელი ლოცვა წაიკითხა.

September 21, 2015

ხობის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო (EN)

21 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა ქალაქ ხობის მაჟორიტარული ოლქიდან, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძემ, ყველა პირველკლასელს სახელმწიფოსგან საჩუქრად ნეტ-ბუკები გადაეცა, გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებითა და პროგრამებით. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა N1 საჯარო სკოლას, სკოლაში განხორციელებული სარემონტო სამუშაოები დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება დაათვალიერეს.

September 18, 2015

დასუფთავების მსოფლიო აქციას ხობის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა (EN)

18,19 და 20 სექტემბერს მთელს მსოფლიოში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია - "დავასუფთაოთ მსოფლიო" (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით.
კამპანია ტარდება „დავასუფთაოთ საქართველო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ პროექტის ფარგლებში. გარემოს გაუმჯობესების მიზნით, კამპანიაში 18 სექტემბერს ჩაერთვნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა,საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, გამგეობის სამსახურების და ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები , მათ დაასუფთავეს ქალაქისა და ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, ქუჩები და სკვერები.
აქციაში მონაწილეობის მიზანია მოსახლეობამ თავად შეიტანოს გარკვეული წვლილი მნიშვნელოვანი ადგილების დასუფთავებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში. ხობის მუნიციპალიტეტში პროექტის კოორდინატორია მედეა ქობალია, კამპანია ტარდება ყოველი წლის სექტემბრში და მასში 130-მდე ქვეყანა მონაწილეობს, მისი დევიზია: „ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა „დავასუფთაოთ მსოფლიო".
პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით.
აქცია ხობის მუნიციპალიტეტში არ არის ერთჯერადი ხასიათის, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

September 15, 2015

რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი (EN)

15 სექტემბერს, სტარტი აიღო რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად სოფელ ხურჩაში ტრაგიკულად დაღუპული ხობელი პოლიციელის რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა მუნიციპალიტეტის პირველობამ მინი ფეხბურთში, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ წარმოება-დაწესებულებებს შორის იმართება. შეჯიბრებაში 9 გუნდი მონაწილეობს. ტურნირი ჯგუფური სისტემით ტარდება, თითო ჯგუფიდან ორ-ორი გუნდი ნახევარფინალში გადის, გამარჯვებული გუნდები კი ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან. დღეს, თამაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა-საკრებულოს და შსს ხობის რაიონული სამმართველოს გუნდებმა გახსნეს, სადაც გამარჯვება გამგეობა-საკრებულოს ფეხბურთელთა გუნდმა მოიპოვა. ფინალური შეხვედრა 21 სექტემბერს ახალი ხიბულაში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც გამარჯვებული გუნდი მისი სახელობის თასს დაეუფლება. ტურნირი ხობის მუნიციპალიტეის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა, დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია დაესწრო.
September 15, 2015

ახალი სასწავლო წელი სკოლა არეაში (EN)

15 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „არეამ“ ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა ქალაქ ხობის მაჟორიტარული ოლქიდან, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძემ.

September 14, 2015

ახალი სასწავლო წელი დაიწყო (EN)

14 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.ახალი სასწავლო წლისთვის გარკვეული ცვლილებები და სიახლეებია, მათ შორის ეროვნულ სასწავლო გეგმასა და ინკლუზიური განათლების კუთხით. თითქმის ყველა სკოლის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სრული რეაბილიტაცია დასჭირდა საჯიჯაოს და ხობის N1 საჯარო სკოლას. ხობის N1 საჯარო სკოლაში სწავლა 21 სექტემბერს განახლდება. ფართოვდება ასევე მოსწავლეების ტრასპორტით უზრუნველყოფის პროგრამაც, რომელთაც 25 საჯარო სკოლის მოსწავლეები ისარგებლებენ. იზრდება მასწავლებელთა ხელფასიც.
წელს ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პირველ კლასებში სასწავლო პროცესს 350 მოსწავლე შეუდგა.ყველა პირველკლასელს სახელმწიფოსგან საჩუქრად ნეტ-ბუკები გადაეცა, გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებითა და პროგრამებით.მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელთან, დეკანოზ კირიონთან (დარასელია) და საკრებულოს ბიუროს წევრებთან ერთად მიულოცა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ.

September 14, 2015

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ ჩვენს მოსწავლე-ახალგაზრდობას ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებს ცოდნის დაუფლებისა და მიღწევების საინტერესო ცხოვრების გზაზე, რათა განახორციელოთ ქვეყნის წინაშე თქვენი უპირველესი მოვალეობა - სწავლა-განათლება, განავითაროთ თქვენი ინტელექტუალურ-შემეცნებითი პოტენციალი და უნარ-ჩვევები, რომლითაც უნდა განსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები.
ასევე ვულოცავთ პედაგოგებსა და მშობლებს .ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ და შევძლოთ ჩვენი შვილებისათვის ყველა იმ საუკეთესო პირობების შექმნა, რითაც განპირობებულია ხარისხიანი განათლების მიღება, რაც საშუალებას მისცემს მათ თვითონ შექმნან ღირებულებები და ჩამოყალიბდნენ ჩვენი ქვეყნისა და თავისუფალი, ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეულ მოქალაქეებად.

ღმერთმა გააძლიეროს და მოჰმადლოს ჩვენს ახალგაზრდობას ნიჭიერება და ენერგია.
პატივისცემით,
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა

September 12, 2015

მალე ხობში სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია დაიწყება (EN)

12 სექტემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ, გუბერნიის აპარატის უფროსმა ლაშა გვასალიამ, ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერეს ხობის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ საკუთრებაში გადმოცემული ყოფილი კინოთეატრის „თუთარჩელას“ შენობა, სადაც სპორტული კომპლექსის მოწყობაა დაგეგმილი.

September 12, 2015

შეხვედრა ხობის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში (EN)

12 სექტემბერს ხობის რიგით მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალ „სიმღერა სამეგრელოზე“ ჩატარებასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ, გუბერნიის აპარატის უფროსმა ლაშა გვასალიამ, ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად დაათვალიერეს ის ადგილები სადაც ფესტივალის ფარგელბში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებია დაგეგმილი. შემდგომ ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში შეხვედრა გამართეს მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების საერთაშორისო ფონდი „ხობი“, ქართული საერთაშორისო სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა - საკრებულო. მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი ეძღვნება მომღერალ თამარ გვერდწითელისა და ანსამბლ „რუსთავის“ შემოქმედებას.

September 11, 2015

ჯანდაცვის მინისტრი და გუბერნატორი მედპერსონალს შეხვდნენ (EN)

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და სამეგრელო-ზემო სავნეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის მასშტაბით არსებული სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს ზუგდიდში შეხვდნენ.
დავით სერგეენკო მედპერსონალს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე სხვადასხვა პროგრამებზე ესაუბრა. მინისტრმა შეკრებილების კითხვებსაც უპასუხა და მათგან სხვადასხვა საკითხებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

September 10, 2015

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯაბა ჯიშკარიანი სტუმრობდა (EN)

10 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტუმრობდა ქ. თბილისის მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი, რომელმაც საქმიანი შეხვედრა გამართა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან.
შეხვედრაზე ბატონმა ჯაბამ გამოხატა დაინტერესება ხობის მუნიციპალიტეტში სიახლეებისა და მიმდინარე მოვლენების მიმართ. საუბარი შეეხო უკვე შესრულებულ და მომავალში განსახორციელებელ პროექტებს. საუბრისას ჯაბა ჯიშკარიანმა წარმოადგინა საინტერესო წინადადებები ინვესტიციების მოზიდვის მიზნით და გამოთქვა მუნიციპალიტეტის განვითარებისა და აღმშენებლობის საქმეში აქტიური ჩართულობისა და თანადგომის სურვილი.
საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ ჯაბა ჯიშკარიანთან შეხვედრა მნიშვნელოვნად შეაფასა: ,,საზოგადოებისათვის ჯაბა ჯიშკარიანი დიდი ხანია ცნობილია, როგორც აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური ისტორიის მქონე, ნიჭიერი ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელმაც წინა ხელისუფლების რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებისა და ზოგჯერ რადიკალური მიტინგების გზა გამოიარა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვიდმეტჯერ იყო დაპატიმრებული ბრძოლა არ შეუწყვიტავს, უფრო მეტიც პატიმარმა აბიტურიენტმა ეროვნული გამოცდებიც ბადრაგის თანხლებით ჩააბარა. სიამაყით მინდა გავიხსენო 2006 წელი, როდესაც მე და ჩემმა თანამებრძოლებმა ოჯახებთან და ნათესავებთან ერთად, მიუხედავად მოსალოდნელი საფრთხეებისა, გავრისკეთ და ჯაბას თავისუფლების მხარდამჭერი აქცია მოვაწყვეთ ხობში. გულწრფელად მინდა გამოვხატო სიამაყე იმის გამოც, რომ ჯაბა ჯიშკარიანი წარმოშობით ხობელია, ახალი ხიბულიდან და ეს პერსპექტიული, ნიჭიერი, ახალგაზრდა პოლიტიკოსი წარმატებით მოღვაწეობს ქ. თბილისის საკრებულოში, როგორც მთაწმინდის ოლქის ამომრჩეველთა წარმომადგენელი-მაჟორიტარი დეპუტატი.
ჯაბა ჯიშკარიანის დღევანდელი სტუმრობა, ჩვენთვის ხობელებისათვის მნიშვნელოვანი და დასაფასებელია, მივესალმებით მის ჩართულობას და ინიციატივებს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის’’...

September 10, 2015

საკრებულოს რიგგარეშე სხდომის გადაწყვეტილება (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე მიღებულ იქნა განკარგულება N42 „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს -საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების გურიფულის თემის №66.06 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2015 წლის 31 ოქტომბერს გასამართ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“

 
 
September 9, 2015

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (EN)

9 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხი: „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების გურიფულის თემის №66.06 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2015 წლის 31 ოქტომბერს გასამართ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“. წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს გურიფულის თემის №66.06 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში შენობა-ნაგებობების გარე იერსახის დამახინჯებისა და საარჩევნო ატრიბუტიკის შეუფერებელ ადგილებში განთავსების აღკვეთას, ამასთან წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრა საარჩევნო სუბიექტებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრების, კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების გასამართად ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობა, კერძოდ ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზი, ასევე განისაზღვრა ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის განთავსდეს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატები და განცხადებები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

  • <<
  • <
  • ...
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125
  • 126
  • 127
  • 128
  • 129
  • 130
  • 131
  • 132
  • 133
  • 134
  • 135
  • 136
  • 137
  • 138
  • 139
  • 140
  • 141
  • 142
  • 143
  • 144
  • 145
  • 146
  • 147
  • 148
  • 149
  • 150
  • 151
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By