• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

June 25, 2015

ფოლკლორის საღამო საჯიჯაოში (EN)

25 ივნისს საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართა ფოლკლორის საღამო, სადაც მონაწილეობდა: საჯიჯაოს საოჯახო მომღერალთა გუნდი, ახალი ხიბულის ქალთა ვოკალური ჯგუფი „მახარია“ და ძველი ხიბულის ფოლკლორული ანსამბლი „მაფშალია“. მათ მიერ წარმოდგენილი იყო ხალხური სიმღერების და ზეპირსიტყვიერების ნიმუშები. ღონისძიების მიზანი იყო ფოლკლორის ძირძველი ფესვების წარმოჩენა-შენარჩუნება და ზეპირსიტყვიერების ნიმუშების გაზიარება. ფოლკლორის საღამოს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მან მადლობა გადაუხადა საღამოს ორგანიზატორებს და მონაწილეებს ფოლკლორის განვითარების ხელშეწყობისთვის.

 
June 24, 2015

ხობის N-1 საჯარო სკოლის წარმატება (EN)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სასკოლო თეატრალური ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებს საშუალება მიეცათ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მიხედვით სპექტაკლები მოემზადებინათ. სამინისტროში კომისიის წევრებმა კიდევ ერთხელ ერთობლივად განიხილეს შერჩეული სპექტაკლები. შეხვედრაზე კომისიამ ფრაგმენტულად განმეორებით ნახა სპექტაკლები და ერთობლივი მსჯელობის შედეგად, I, II, III ადგილების მფლობელი და ჟიურის მიერ დაწესებულ ნომინაციაში გამარჯვებული სპექტაკლები გამოავლინა. • ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა -I ადგილი; • სსიპ-ქალაქ ხობის ხობის N1 საჯარო სკოლა-II ადგილი; • სსიპ-ქალაქ ბორჯომის N1 საჯარო სკოლა - III ადგილი; • სსიპ-ქალაქ ფოთის N4 საჯარო სკოლა - ჟიურის ნომინაცია. გარდა საპრიზო ადგილებისა, ჟიურიმ 10 სპექტაკლი გამოავლინა, რომელთა წარმომდგენი სკოლები წამახალისებელ სიგელებს მიიღებენ. ფესტივალის მიზანი იყო ვაჟა-ფშაველას ღვაწლის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გამოვლენა და განვითარება. ფესტივალი ორ ეტაპად ჩატარდა: პირველ ეტაპზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა შეარჩიეს არაუმეტეს 5 სპექტაკლისა, რომლებიც საჯაროდ დაიდგა მუნიციპალიტეტის დონეზე და მათ შორის 1 საუკეთესო სპექტაკლის ვიდეოჩანაწერი სამინისტროში გაიგზავნა. სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც შედგებოდა როგორც სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლების, ისე პროფესიონალი და ცნობადი სახეებისაგან (გოგი დოლიძე, ანი მიროტაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მიხო მოსულიშვილი, მზია არაბული, გოდერძი შარაშია, ლელა რაზიკაშვილი) დასკვნით ეტაპზე 32 სპექტაკლი განიხილა. ჟიურის წევრებს წინასწარ მიეწოდათ აღნიშნული სპექტაკლების ვიდეო ჩანაწერები და პირველადი შერჩევის შედეგად, 17 სპექტაკლი გამოვლინდა. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ხობის N-1 საჯარო სკოლას მიღწეულ წარმატებას.

 
June 24, 2015

შუა ხორგაში მიმდინარე სამუშაოები (EN)

24 ივნისს შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის 5 კილომეტრიანი მილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, რომლის ღირებულება შეადგენს 900 000 ლარს, სამუშაოს ახორციელებს შპს „საბა“ ხელშეკრულების თანახმად სამუშაოები დასრულება სექტემბერში. მათ ასევე დაათვალიერეს შუა ხორგის საყანე ფართობის სახელმწიფო სანიაღვრე არხის ამოწმენდითი სამუშაოები, რომელიც ხორციელდება ხობი-ენგურის სამელიორაციო სისტემების სერვის ცენტრის მიერ.

 
June 23, 2015

პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის (EN)

23 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „თანამშრომლობა საქართველოში სოფლის აღორძინებისთვის“ დასავლეთის რეგიონის კოორდინატორების და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის ფერმერულ ჯგუფებთან და კოოპერატივებთან.
პროექტის მიზანია ფერმერული მეურნეობის წარმოების ეფექტურობის ამაღლება და მათი შემოსავლების გაზრდა ბიზნესზე ორიენტირებული მდგრადი ფერმერული ჯგუფების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის, წახალისებისა და მხარდაჭერის გზით.
ქეა საერთაშორისო (CARE) ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტებში აცხადებს საგრანტო კონკურს ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერთა ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის საუკეთესო ბიზნეს იდეის გამოვლენის მიზნით. საგრანტო კონკურსის შესახებ ფერმერებმა და კოოპერატივებმა მიიღეს დეტალური ინფორმაციები და რეკომენდაციები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

June 22, 2015

საფეხბურთო სკოლის გუნდის „იმედი“ დაჯილდოვება (EN)

22 ივნის ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის გუნდის „იმედი“ დაჯილდოვება, რომელმაც სხვადასხვა ასაკის ფეხბურთელთა შორის სხვადასხვა საპრიზო ადგილები მოიპოვა, კერძოდ 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის თბილისის დინამოს ვეტერანი ფეხბურთელის რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშებაში მესამე ადგილი აიღო (მწვრთნელი ფრიდონ გოცირიძე), 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის ჯუმბერ ხაჟავას სახელობის თასზე მესამე ადგილი (მწვრთნელი ლადო ჯამბურია), ხოლო 14 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის ღია პირველობაზე მესამე ადგილის მოიპოვა (მწვრთნელი პაატა ხვიჩია). გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს: იმერეთის რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი მანაგაძემ და იმერეთის რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელმა გიგა კიკაჩეიშვილმა. იმერეთის რეგიონის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის დირექტორს მადლობა გადაუხადეს გაწეული საქმიანობისთვის და სამახსოვრო პრიზები გადასცეს. ხოლო ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ზურაბ ლატარიამ მიღწეული წარმატებისთვის სამივე მწვრთნელს საპატიო პრიზები გადასცა. დაჯილდოვებას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებელმა სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას, საფეხბურთო გუნდს მიულოცეს გამარჯვება და წარმატებები უსურვეს მათ მომავალ ასპარეზობაზე.

 
June 19, 2015

სამედიცინო დახმარების საშუალებები ბაღებს (EN)

გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ -(ASB) პროექტის - „ჩვენ მზად ვართ! კატასტროფების რისკის შემცირება საბავშვო ბაღებში“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულებში შეიტანა სამედიცინო დახმარებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები: ფარნები, ცეცხლმაქრი, ხმის გამაძლიერებელი, პირველადი დახმარების ჩანთა, რომელიც მოიცავს შემდეგ ნივთებს: სამედიცინო ხელთათმანი, პინცეტი, მაკრატელი, თერმომეტრი, სამედიცინო პლასტირი, მზა სტერილური საფენები, რეზინის სახვევი, ფიზიოლოგიური ხსნარი, სპირტი, ბამბა, ბრილიანტის მწვანე.

 
June 19, 2015

საჯარო მოხელეთა ატესტაცია (EN)

18 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა გასაუბრება ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ატესტაციის ფარგლებში. ატესტაციას ექვემდებარებოდა გამგეობის 30 და საკრებულოს 5 საჯარო მოხელე.
ატესტაციის შედეგებთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილება მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

 
June 15, 2015

სანთლების აქცია ხობში (EN)

თბილისში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით ქ. ხობში ცოტნე დადიანის სახელობის პარკში გაიმართა სანთლების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციული ერთეულების ახალგაზრდებმა.

 
June 15, 2015

დაზარალებულთა თანადგომისთვის აქცია მიმდინარეობს (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო და საკრებულოს აპარატი ქალაქ თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად პირველადი მოხმარების საგნებს და ტანსაცმელს აგროვებს, დახმარების მსურველებს შეუძლიათ ჩაერთონ ამ აქციაში დღის განმავლობაში 15 საათამდე. (ქ. ხობი ცოტნე დადიანის ქ. N189, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობა).

 
June 15, 2015

მამა კირიონმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა (EN)

15 ივნისს, ქ. ხობში წმინდა სამების საკათედრო ტაძარში შესრულდა თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი. მსახურება შეასრულა მამა კირიონმა. დამწუხრებულმა მრევლმა, სხვა დაღუპულებთან ერთად, ლოცვაში მოიხსენია ხობელი ინდირა და ლიზი ზარანდიები. პარაკლის ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 
June 11, 2015

შეხვედრა ზემო ქვალონის მოსახლეობასთან (EN)

11 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლები შეხვდნენ ზემო ქვალონის მოსახლეობას, სადაც განხილულ იქნა სხვადასხვა პრობლემური საკითხები.

June 9, 2015

შეხვედრა გამგებლის წარმომადგენლებთან (EN)

9 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს გამგებლის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც განხილულ იქნა საკითხი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის - თხილის მოსავლის განადგურების თაობაზე.

June 8, 2015

პროექტი ცოცხალი წიგნები (EN)

8 ივნისს, ხობის კულტურის სახლის ფოიეში საქართველოს კულტურის სამინისტროს პროექტის „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში შედგა შეხვედრა თანამედროვე ქართველ პოეტებთან და მწერლებთან. პროექტის იდეის ავტორების მიზანია გაარღვიონ თბილისში მოქცეული კულტურული ჩაკეტილი წრე და რეგიონებს მიაწვდინონ ხმა. პროექტის მონაწილეები საბას პრემიის ლაურიატები ბათუ დანელია, ლია ლიქოკელი, დიანა ანფიმიადი. აგრეთვე მარიამ წიკლაური, ნატო დავითაშვილი, თეა თოფურია, გელა ჩქვანავა მკითხველმა გულთბილად მიიღო. შემოქმედებითი საღამოს დასასრულს სტუმრებმა ხობის თედო სახოკიას ცენტრალურ ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს.

June 5, 2015

ახალგაზრდული ხმების კონცერტი (EN)

ქ. ხობის კულტურის სახლის დიდი საკონცერტო დარბაზში გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალურ- ინსტრუმენტალური ანსამბლის „ახალგაზრდული ხმების“ კონცერტი (მუსიკალური ხელმძღვანელი ლაშა კვიკვინია), სადაც შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური ნომრები, ნიჭიერმა შემსრულებლებმა ხობელ მაყურებლებს სასიამოვნო სანახაობა მოუწყვეს და მსმენელზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს.
კონცერტს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. კონცერტის დასასრულს ანსაბლის წევრებს სიტყვით მიმართა და ახალგაზრდებს შემოქმედებით გზაზე წარმატებები უსურვა საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ.

June 5, 2015

მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში დასრულდა (EN)

5 ივნისს, ქ. ხობის კულტურის სახლის ფოიეში დასრულდა მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში გოგონათა და ვაჟთა შორის, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით გაიმართა. 
ინდივიდიალურ სახეობებში ქალთა და ვაჟთა შორის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა.
გოგონათა შორის: I- თამუნა თითმურია (შუა ხორგა), II- ლანა ტაბაღუა (შუა ხორგა), III -ნათია სალაყაია(ხობი).
ვაჟთა შორის: I- გიორგი გაბისკირია (ქვემო ქვალონი), II- დავით აკობია (ხობი), III -გიორგი ფირცხელავა (ხობი).
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამარჯვებულებს სამახსოვრო სიგელები და თასები გადასცეს.

  • <<
  • <
  • ...
  • 126
  • 127
  • 128
  • 129
  • 130
  • 131
  • 132
  • 133
  • 134
  • 135
  • 136
  • 137
  • 138
  • 139
  • 140
  • 141
  • 142
  • 143
  • 144
  • 145
  • 146
  • 147
  • 148
  • 149
  • 150
  • 151
  • 152
  • 153
  • 154
  • 155
  • 156
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By