• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

October 17, 2014

პრემიერ-მინისტრმა ხობში სასათბურე მეურნეობა დათვალიერა (EN)

ხობში პრემიერ–მინისტრმა რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სასათბურე მეურნეობა „თაღლაურას სათბური“ დაათვალიერა, რომელიც ნახევარ ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. სათბური აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სარწყავი სისტემით. საწარმოში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მილიონ ლარს შეადგენს.

October 17, 2014

ხობის „კოლხეთმა“ მორიგი კალენდარული მატჩი გამართა (EN)

16 ოქტომბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXVI  ჩემპიონატის პირველი ლიგის  გუნდების ხობის „კოლხეთი“-სა და გაგრის „გაგრა“  საფეხბურთო მატჩი, რომელიც დამთავრდა 2:4 სტუმართა გამარჯვებით. 

თამაშს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის  საკრებულსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები.

October 16, 2014

ზონალური თამაში „რა სად როდის“ (EN)

16 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში გაიმართა ,,რა?“ სად?“ როდის?“ ზონალური თამაში. ერთმანეთს ხვდებოდნენ: ჭალადიდის, ქვემო ქვალონისა და შავღელეს გუნდები. ინტელექტუალურ შეჯიბრში ჟიურიმ გამარჯვებულად ქვემო ქვალონის გუნდი გამოავლინა, რომლსაც ხელმძღავნელობდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია.

ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია.

October 15, 2014

ხელისუფლება დაპირებების ეტაპობრივად შესრულებას იწყებს (EN)

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის ქალების საერთო მომავლისათვის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“ (ხელმძღვანელი როსტომ გამისონია) ერთობლივად ახორცილებენ პროექტს „შავი ზღვის დაბინძურების შემცირება, ნარჩენების მდგრადი მართვის სისტემების გამოყენება“.

ამ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ხობის მუნიციპალიტეტის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში, შუა ხორგასა და ჭალადიდში, სანიტარული სისტემის გაუმჯობესებისთვის, სოფელში არსებული მცენარეული და ცხოველური ნარჩენების გამოყენების პრინციპების შემუშავება.

პროექტი ითვალისწინებს 4 ეკო ტუალეტისა და ოჯახებისათვის საკომპოსტე ორმოების მოწყობას.

აღნიშნული პროექტის ერთერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა საბავშვო ბაღებში სანიტარული მდგომარეობების გაუმჯობესება. საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობების გაუმჯობესება და ხელშეწყობა, როგორც სახელმწიფო ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისთვისაც ერთერთი პრიორიტეტია.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში შუა ხორგის საბავშვო ბაღში დაიდგა მზის სისტემის წყლის გამაცხელებელი, რითაც მოგვარდა ბაღის დიდი ხნის პრობლემა, რომელიც შუა ხორგის მაჟორიტარი დეპუტატის ედიშერ ჯობავას საარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო. ამჟამად ბაღი უზრუნველყოფილია როგორც ცივი ასევე ცხელი წყლის მოხმარების შესაძლებლობით.

ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით მუნიციპალიტეტის დანარჩენ ადმინისტრაციული ერთეულების ბაგა-ბაღებში ეტაპობრივად გაგრძელდება მსგავსი ხასიათის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

October 15, 2014

სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე (EN)

    ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, შუა ხორგისა და ბიის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ქალბატონებს, რომლებიც საკუთარ ყანებში მოსავალს იღებდნენ, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე მიულოცა.

   საკრებულოს თავმჯდომარემ მათ ბარაქიან წელთა სიმრავლე უსურვა და სიმბოლურად ,,ბარაქის“ ღვთისმშობლის ხატები  გადასცა.

October 14, 2014

გილოცავთ სვეტიცხოვლობას (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მადლი და ქრისტეს შეწევნა არ მოგკლებოდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს!

October 13, 2014

მონიტორინგი ხობის N2 საბავშვო ბაღში (EN)

13 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავჯდომარე დ. გაბუნია, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტ. ალექსანდრია და ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გ. სიჩინავა მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში.

 დათვალიერებისას გამოვლინდა სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა. კერძოდ წყლის სისტემის მოწესრიგება და ფანჯრების გამოცვლის აუცილებლობა.

არსებული პრობლემების მოგვარებაში ბაღის ადმინისტრაციას დახმარება ახუთქვეს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარეებმა, რაზედაც იმფორმაცია ოპერატიულად მიეწოდება მუნიციპალიტეტის გამგეობას.

October 13, 2014

კოალიცია „თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ და G3-ის ტრენინგი (EN)

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (MRDI), ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის (CEGSTAR) და G3 წარმომადგენლებთან თანამშრომლობით 9-10 ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობების ახლადაარჩეული თანამდებობის პირების - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, კომისიის თავმჯდომარეებისა და აპარატის უფროსებისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მონაწილეობდნენ სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დ. გაბუნია, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე შ. სირაძე, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტ. ალექსანდრია, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გ. სიჭინავა, სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნ. შუშანია და საკრებულოს აპარატის უფროსი ლ. შამათავა. ტრენინგ კურსის გავლის შედეგად მონაწილეები გაეცნენ საბაზისო პრაქტიკულ ცოდნას თვითმმართველობის საკითხების შესახებ და იმ თემების შესახებ, რომლებიც აუცილებელია მათი საქმიანობისა და საჯარო მომსახურების ეფექტურად მიწოდებისათვის. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

October 7, 2014

ხობის „კოლხეთის“ მორიგი გამარჯვება (EN)

7 ოქტომბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს XXVI ჩემპიონატის 1 ლიგის გუნდების ხობის „ კოლხეთისა“ და მარნეულის „ალგეთის“ საფეხბურთო მატჩი, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა, გოლი სტუმართა კარში გაიტანა ირაკლი ქობალიამ.
თამაშს ადგილობრივ და მარნეულიდან ჩამოსულ გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები.

October 6, 2014

5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღე (EN)

2014 წლის 5 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ე. ჯობავა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გ. ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მასწავლებლის საერთაშორისო დღისთან დაკავშირებით პირადად ესტუმრნენ მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგებს და მადლიერების ნიშნად სიგელები და წიგნები გადასცეს.

October 6, 2014

დასრულდა რამაზ კიტიას სახელობის ტურნისრი მინი ფეხბურთში (EN)

4 ოქტომბერს დასრულდა ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად სოფელ ხურჩაში ტრაგიკულად დაღუპულ პოლიციელის რამაზ კიტიას ხსნოვას მიეძღვნა. ტურნირის ფინალი გაიმართა სოფელ ხიბულაში, მისივე სახელობის სტადიონზე.

გამარჯვებული გუნდი, რომელიც დაეუფლა რამაზ კიტიას სახელობის თასს, გახდა ხობის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის გუნდი, მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ კომპანია „ჯი-პი-ერ“-ი  და საფეხბურთო სკოლა. გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ საპატიო სიგელები.

ტურნირის ფინალურ მატჩს რამაზ კიტიას მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

October 5, 2014

დღეს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეა! (EN)

ძვირფასო მასწავლებლებო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს!  გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, შემართებას, პროფესიის ერთგულებასა და ჩვენი მომავლის - თქვენი მოსწავლეების დიდ წარმატებებს!

September 30, 2014

დავასუფთავოთ საქართველო (EN)

30 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ჩატარდა პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო-საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და მისი ჩართვა  მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების  მართვის გაუმჯობესების პროცესში“ პრეზენტაცია. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია  კონსორციუმი.

  გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათ ზემოქმედებაზე; ნარჩენების მართვა საქართველოში და ნარჩენების მართვის საერთაშორისო გამოცდილებაზე მსმენელებს  ესაუბრნენ ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, გარემოს მონიტორინგის ექსპერტი ნუგზარ ბუაჩიძე და გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, ნარჩენების მართვის ექსპერტი ხათუნა ჩიკვილაძე.

   რეზენტაციას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის  საჯარო მოხელეები.

September 29, 2014

საკრებულოს სხდომის ანგარიში (EN)

29 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს, გამგეობის და ადგილობრივი თვითმართველობის სამსახურის ხელმძღვანელები.
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი, რომელიც წარმოადგინა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დ. ჭოჭუამ. ადგილობრივ ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად ცვლილებები განხორციელდა „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის N1 განკარგულებაში.
სხდომაზე მეორე საკითხად განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ პროექტი, რომელიც წარმოადგინა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზ. ბუკიამ. წარმოდგენილი პროექტით ცვლილებები შევიდა გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურსა და შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულებებში, გამომდინარე იქედან, რომ ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების დაფუძნება და მართვა-გამგებლობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილება გახდა, კანონის ზემოთ აღნიშნული ნორმის ასახვა ხდება გამგეობის შესაბამისი სამსახურების დებულებებში, კანონის მოთხოვნის თანახმად იურიდიული პირების საქმიანობის პროცესში ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი ორგანოს როლის სამართლებრივი განსაზღვრის მიზნით, გამგეობის მიერ წარმოდგენილ იქნა იურიდიული პირების წესდებებში ცვლილებები.
სხდომაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მიზნით, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, შეიქმნა კომისია 7 წევრის შემადგენლობით. შოთა სირაძე - საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე - კომისიის თავმჯდომარე; როსტევან გვარამია - საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გოჩა სიჭინავა - საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - კომისიის წევრი; ლამზირა თოდუა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი - კომისიის წევრი; ეკა ტიბუა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტი; გოჩა შანავა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი; სევერიან ბუკია - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტი, რომელიც შეთანხმებულ იქნა გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიასთან.
საკრებულოს დაგაწყვეტილებით „ხობის მუნიციპალიტეტის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიიის თავმჯდომარედ დაინიშნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია.
დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა დანარჩენი საკითხების განხილვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.

September 29, 2014

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს 13:00 საათზე გაიმართება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. (EN)

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია -  მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი)

2. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია -  მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

 3. „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია -  მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი)

4. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

5. „ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

 6. „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

7. „საწვავისა და ფიჭური სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

8. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბეჭდების, სატიტულო ფურცლების და სამართლებრივი აქტების ბლანკის ნიმუშების დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის N50 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“  განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

9. „შპს „ხობის მოამბეს“-ს დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 17 მაისის N39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია -  მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

 10. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 10 ივლისის N49 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია -  მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

11. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 31 ივლისის N50 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია -  მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

 12. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 31 ივლისის N52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია -  მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

13.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 23აგვისტოს N54 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია -  მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

14. „შპს „ხობი დასუფთავება და განათება“-ს დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 28 თებერვლის N88 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია -  მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

15. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის პროფესიული სწავლების ცენტრის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 იანვრის N52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია -  მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

 16. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის N102 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია -  მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

 17. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის N104 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია -  მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

18. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 27 დეკემბრის N107 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია -  მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

 19. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საშტატო ნუსხისა და სახელფასო სარგოს შეთანხმების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 მარტის N20 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

  • <<
  • <
  • ...
  • 140
  • 141
  • 142
  • 143
  • 144
  • 145
  • 146
  • 147
  • 148
  • 149
  • 150
  • 151
  • 152
  • 153
  • 154
  • 155
  • 156
  • 157
  • 158
  • 159
  • 160
  • 161
  • 162
  • 163
  • 164
  • 165
  • 166
  • 167
  • 168
  • 169
  • 170
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By