• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
      • 2026 წელი
        • იანვარი
        • თებერვალი
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

July 29, 2015

„წარსულის ფურცლები“ პრეზენტაცია ხობში (EN)

29 ივლისს ქ. ხობის თედო სახოკიას სახელობის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გოგიტა ჩიტაიას და ანზორ სიჭინავას წიგნის "ხობი, წარსულის ფურცლები" - პრეზენტაცია გაიმართა.
კრებულში თავმოყრილია 1853 წლიდან 1933 წლამდე პერიოდულ გამოცემაში გამოქვეყნებული მასალები თანამედროვე ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებსა და იქ მცხოვრებ ადამიანებზე.
მასში ასახულია მხარის საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიური, კულტურული და რელიგიური ცხოვრების საკითხები, მკითხველი საინტერესო ინფორმაციას მიიღებს ხობის მუნიციპალიტეტზე და მის ტერიტორიაზე არსებულ ღირსშესანიშნაობებზე. წიგნში გამოქვეყნებული მასალები წარსულის ბევრ მივიწყებულ ფურცელს გააცოცხლებს და საზოგადოებას შეახსენებს, რომ კვალი ნათელი არ იკარგება. კრებულს ყველა თაობის მკითხველი ინტერესით გაეცნობა.
პრეზენტაციას ყველა თაობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ისაუბრეს წიგნის შინაარსსა და მის მნიშვნელობაზე. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ არქეოლოგი რეზო პაპუაშვილი, ქ. ხობის სამების ტაძრის წინამძღვარი მამა კირიონი (დარასელია) და ხობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა ანა (მუსელიანი).

July 29, 2015

C ჰეპატიტის ვირუსის უფასო ტესტირება (EN)

28 ივლისს მსოფლიო C ჰეპატიტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. სს „სამედიცინო კორპორაცია ევექს“-მა 28-29 ივლისს საქართველოს მასშტაბით და მათ შორის ხობის ჰოსპიტალმა მოსახლეობას ჰეპატიტ C-ზე უფასო ტესტირება ჩაუტარა.
ჰეპატიტ C -ზე უფასო ტესტირება ხობის მუნიციპალიტეტში 120 ადამიანს ჩაუტარდა, აქციაში მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებმა და აპარატის თანამშრომლებმა.

July 29, 2015

საკრებულოს სხდომის ანგარიში (EN)

2015 წლის 29 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები: მათ შორის: დადგენილების პროექტები: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ცვლილებები შევიდა საკრებულოს რეგლამენტში და აპარატის დებულებაში ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
ასევე მოსმენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-ივნისის შესრულების ანგარიში, რომელიც საკრებულოს წევრების მიერ შეფასდა დამაკმაყოფილებლად. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ რომლითაც ხეთის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე საპატრიარქოს გადაეცა ხეთის ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთი ეკლესიის ასაშენებლად. ამასთან მუნიციპალიტეტის გამგებელს მიეცა თანხმობა ხობის N2 ბაგა-ბაღის და კულტურის ცენტრის რემონტის დროს დარჩენილი სამშენებლო ნარჩენების პრივატიზების შესახებ. საკრებულოს გადაწყვეტილებით ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის მისი შემდგომი გადაცემის მიზნით. საკრებულოს წევრების მხრიდან ერთხმად იქნა მხარდაჭერილი საკითხი ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა გიორგის ქუჩისათვის „დები ზარანდიების“ სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე.
სხდომის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს გააცნო საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილება გოგიტა ჩიტაიასა და რეზო თოდუასთვის ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

July 29, 2015

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხობში (EN)

29 ივლისს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ხობელი გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ. მინისტრი დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს შეხვდა, მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 8 აგვისტოს დაღუპულები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
July 28, 2015

გურიფულში კვირიკობა აღინიშნა (EN)

28 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში „კვირიკობის“ დღესასწაული აღინიშნა. დღესასწაულთან დაკავშირებით წმინდა მოწამეების კვირიკესა და ივლიტას სახელობის მშენებარე ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა ხობის სამების ტაძრის წინამძღვარმა მამა კირიონმა. საზეიმო ლიტურგიას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 
July 28, 2015

ხობში ქალაქის ქუჩების მოასფალტება მიმდინარეობს (EN)

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქ. ხობში ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთელის, დავით აღმაშენებელის, თავისუფლების და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებზე მიმდინარეობს გზის საფარის მოწყობითი სამუშაოები. ადგილზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება. პროექტის ღირებულება 300 000 ლარია სამუშაოებს შპს შარაგზამშენ პირველი ახორციელებს. 
მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.

 
July 28, 2015

საკრებულოს ბიუროს სხდომა (EN)

2015 წლის 28 ივლისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 13 ივლისის 06/1172 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-ივნისის თვის შესრულების ანგარიშის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

2. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის წერილის განხილვა (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე) 
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

3. კულტურის ცენტრის საინიციატივო ჯგუფის 2015 წლის 24 ივლისის N200 განცხადება (ანსამბლ „კოლხეთის“ წევრის რევაზ თოდუასთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე)
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 24 ივლისის 06/1279 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის თემის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების სახელდების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 8 ნოემბრის N98 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

5. საინიციატივო ჯგუფის 2015 წლის 24 ივლისის N205 განცხადება (გოგიტა ჩიტაიასთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების თაობაზე)
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 27 ივლისის 06/1282 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

7. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

8. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

9. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 28 ივლისის 06/1291 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

10. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 28 ივლისის 06/1292 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2015 წლის 29 ივლისს 12:00 საათზე.

 
July 20, 2015

განხორციელებული პროექტების მონიტორინგი (EN)

20 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა თანამდებობის პირებმა დაათვალიერეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულებული შიდა სასოფლო გზის და ჭალადიდის საზოგადოებრივ ცენტრის შენობაში განხორციელებული სარემონტო სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და განსახორციელებელი სამუშაოების მონიტორინგი ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან პერიოდულად გაგრძელდება.

 
July 16, 2015

პრემიერ-მინისტრმა ხობში ახალი საწარმო გახსნა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრობდა. მან სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან ლევან შონიასთან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან და მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად ხობში პლასტმასის და ბეტონის ფილების საწარმო გახსნა. პროექტი პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა და ის ბიზნესმენის მალხაზ ბასილაიას ინიციატივით დაფუძნდა. მისი მშენებლობა 2 მილიონი ლარი დაჯდა. მშენებლობის ეტაპზე დასაქმებული იყო 50 ადგილობრივი მცხოვრები. საწარმოში ამჟამად 30 ადამიანია დასაქმებული. ქარხანაში იწარმოება პლასტმასის ყუთი, წებო-ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, ბეტონის დეკორატიული ფილა, ბეტონის დეკორატიული ღარები, ბლოკი და ბორდიურები. შპს "ფიგარო" უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე საწარმოს გახსნას გეგმავს.

 
July 15, 2015

მამა იაკობმა ხობში ორი დიდი ქარხნის საძირკველი აკურთხა (EN)

15 ივლისს პირველი მაისის ყოვლადწმინდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსის წინამძღვარი დეკანოზი მამა იაკობი დაესწრო ქ.ხობში სიმინდის ზეთისა და სიმინდის გადამამუშავვებელი ქარხნების ფუნდამენტის ჩაყრას და აკურთხა მშენებლობის დაწყება, რომელიც ხორციელდება მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ინიციატივით.
ფუნდამენტის ჩაყრას ესწრებოდა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია.

 
July 15, 2015

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ვლაქერნობას (EN)

 

 
July 13, 2015

ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირი ჭადრაკში დასრულდა (EN)

13 ივლისს, ქალაქ ხობში დასრულდა ტრაგიკულად დაღუპული ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირი ჭადრაკში. ტურნირი საჭადრაკო კლუბ „ლაზიერის“ ორგანიზებით ჩატარდა და მასში 15 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ასპარეზობაში გამარჯვებული გახდა ბადრი ლომაია, II ადგილზე გავიდა გულად დგებუაძე, III ადგილი - ნოდარ შონიამ დაიკავა .
დაჯილდოებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ესწრებოდა. გამარჯვებულები დიპლომებით, თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. I, II და III ადგილის მფლობელებისათვის პრიზები ანრი ჯგერენაიას ბიძიამ რომან ჯგერენაიამ დააწესა. გამარჯვებულს და ყველაზე პატარა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქარი მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს უფროსმა რევაზ წულაიამ გადასცა. 
დაჯილდოების დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ და ტურნირში მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ანრი პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

 
July 10, 2015

ხობში საფუძველი ჩაეყარა ორი დიდი ქარხნის მშენებლობას (EN)

დღეს, ხობში ორი დიდი ქარხნის მშენებლობა მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ბუკიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს . საფუძველი ჩაეყარა დასავლეთ საქართველოსთვის და კერძოდ, ხობისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს. სიმინდის ზეთისა და სიმინდის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობის ბალავარი უკვე გაიჭრა.
ბალავარის გაჭრას ასევე, დაესწრნენ „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვას“ გენერალური დირექტორი ილია ქანთარია და კომპანია „ კოლხეთის“ დირექტორი მამუკა ბუკია, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია და ბიუროს სხვა წევრები.
„აღნიშნული პროექტი იქნება უდიდესი შვება ფინანსური თვალსაზრისით. წელიწადში 100 მლ-იანი ბრუნვა განხორციელდება. გთხოვთ, ხობელებმა იაქტიუროთ და დასაქმებისთვის კომპანია „კოლხას“ მიაკითხოთ “- აღნიშნა გოდერძი ბუკიამ.
იგივე თხოვნა გამოხატა კომპანიის დირექტორმა გიორგი ბუკიამ: „ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი და დავდეთ ვაკანსიები. სამწუხაროდ, უმეტესობა სხვა რაიონის მაცხოვრებლები არიან. ამიტომაც, ვთხოვ ხობელებს, მოგვაკითხონ და გამოხატონ მზაობა. უნდა დავიწყოთ კადრების გადამზადებაც. მშენებლობა ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება“.

 
July 9, 2015

9 ივლისი დაცვის პოლიციის დღე (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს დაცვის პოლიციას 11 წლის იუბილეს, თქვენ წლების მანძილზე იცავდით მოქალაქეების უსაფრთხოებას და მათი საქმიანობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას. გისურვებთ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში.

July 3, 2015

საზეიმო ღონისძიება შუა ხორგის ბაღში (EN)

3 ივლისს შუა ხორგის ბაღში გაიმართა საზეიმო ღონისძიება ,,ჩვენ გავიზარდეთ, დავფრთიანდით, ჩვენ სკოლაში მივდივართ.“ ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები; დოდო გაბუნია, გოჩა სიჭინავა, ტარიელ ალექსანდრია, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია. ბაღის აღსაზრდელებს სკოლისკენ მიმავალი გზა დაულოცა და წარმატებები უსურვა საკრებულოს თავმჯდომარემ, შუა ხორგის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა ედიშერ ჯობავამ და საბავშვო ბაღს გადასცა, დანაპირები საჩუქარი, ელექტრონული პიანინო.

 
  • <<
  • <
  • ...
  • 131
  • 132
  • 133
  • 134
  • 135
  • 136
  • 137
  • 138
  • 139
  • 140
  • 141
  • 142
  • 143
  • 144
  • 145
  • 146
  • 147
  • 148
  • 149
  • 150
  • 151
  • 152
  • 153
  • 154
  • 155
  • 156
  • 157
  • 158
  • 159
  • 160
  • 161
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By