• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

January 18, 2016

წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება საგანმანათლებლო რესურსცენტრში (EN)

18 იანვარს, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლალა წულაიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის წარმომადგენელმა ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში იური ჯობავამ ,,განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ,,წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების“ ქვეპროგრამით გამოვლენილ ახალგაზრდებს 17 ოქროს და 18 ვერცხლის მედალი გადასცეს.
შეხვედრაზე სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებიც დაჯილდოვდნენ.
დაჯილდოების ცერემონიალს სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორები, მასწავლებლები და მშობლებიც ესწრებოდნენ.

January 15, 2016

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (EN)

15 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს 2016 წლის პირველი რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი: განკარგულების პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2016 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომზადდა წინადადება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2016 წლისთვის განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფისთვის უნდა წარედგინოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ამ ეტაპზე გამგეობის მხრიდან მომზადებული იყო შემდეგი საკითხები: ა) ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭითაუშკურში წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით; ბ) ხობის №1 და №2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით; გ) კულტურულ საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით; დ) ქ. ხობში ქუჩების კეთილმოწყობის (მოასფალტების) სამუშაოებთან დაკავშირებით; ე) ხობის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის აღდგენასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი დადებითად იქნა გადაწყვეტილი.
სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავა საკრებულოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულია ტენდერი შიდა სახელმწიფოებრივი გზის ხობი-ახალსოფელი- რკინიგზის სადგურის 10 კილომეტრიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ რომელიც 6.839 473 ლარით არის განსაზღვრული.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ, საკრებულოს რიიგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.

January 14, 2016

განცხადება საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 15 იანვარს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში. (დანართი)

January 14, 2016

ბიუროს სხდომა (EN)

2016 წლის 14 იანვარს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 14 იანვრის N05/48 წერილის განხილვა „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2016 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)
სხდომის დასრულების შემდეგ ბიუროს წევრები შეუერთდნენ ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერ აქციას.

January 14, 2016

კომისიების სხდომა (EN)

14 იანვარს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების სხდომა.

January 1, 2016

ადგილობრივი ხელისუფლება დაწესებულებებს ახალ წელს ულოცავს (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა შპს ხობის რაიონულ ცენტრალურ საავადმყოფოს, სს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხობის ფილიალის, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს, როგორც ბატონმა ედიშერმა აღნიშნა ეს ადამიანები განსაკუთრებულად იმსახურებენ მილოცვასა და ყურადღებას, რადგან თავიანთ პროფესიულ მოვალეობას პირნათლად ასრულებენ. მან მადლობა გადაუხადა თითოელ თანამშრომელს და წარმატებული წელიწადი უსურვა მათ.

December 29, 2015

საახალწლო კარნავალი ქალაქ ხობის საჯარო სკოლებში (EN)

29 დეკემბერს ქალაქ ხობის N1 და N2 საჯარო სოლის მოსწავლეებმა საახალწლო კარნავალი გამართეს. ზეიმზე წარმოდგენილ იყო სხვადასხვა საახალწლო სიმღერები, იუმორისტული ნომრები, ლექსები, ცეკვები საინტერესო და ორიგინალური შესრულებით. საახალწლო ზეიმს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, ქალაქ ხობის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და საკრებულოს წევრი ლაშა ცატავა ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს დამსწრე საზოგადოებას და სკოლებს სამახსოვროდ საჩუქრები გადასცეს.

December 29, 2015

საკრებულოს თავმჯდომარე შუა ხორგის საჯარო სკოლას სტუმრობდა (EN)

29 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს ფრაქცია „ხობის“ თავმჯდომარე ვასილ კუკავა შუა ხორგის საჯარო სკოლას სტუმრობდნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ პედაგოგებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, სიმბოლური საჩუქარი გადასცა და როგორც შუა ხორგის მაჟორიტარმა დეპუტატმა შემდგომი თანადგომა აღუთქვა მათ. პედაგოგებმა მათი მხრივ საკრებულოს თავმჯდომარეს მზრუნველობისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს.

December 28, 2015

წლის შემაჯამებელი თათბირი (EN)

28 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ საკრებულოს აპარატის თანამშრომლებთან თათბირი გამართა, სადაც შეაჯამა 2015 წლის მუშაობა.
საკრებულოს თავმჯდომარემ დასასრულს თანამშრომლებს მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და მომავალი წარმატებები უსურვა.

December 27, 2015

ხობელი სპორტსმენების წარმატებები (EN)

25-26 დეკემბერს ქ. თბილისში სპორტკომპლექს არენაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს თასი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარდა, ევროპისა და მსოფლიო პირველობის შესარჩევ ტურნირში ნუგზარ წურწუმიამ 50 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო ჯონი ხეცურიანმა - 60 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი (მწვრთნელ მასწავლებელი მამუკა ყორშია). ხობელი სპორტსმენები საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდთან ერთად საწვრთნელ შეკრებას ბელორუსიაში გაივლიან.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ნუგზარ წურწუმიას და ჯონი ხეცურიანს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.

December 25, 2015

საახალწლო - საზეიმო ღონისძიება სამუსიკო სკოლაში (EN)

25 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა საახალწლო-საზეიმო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ სამუსიკო სკოლის მოსწავლეები. კონცერტზე ახალგაზრდა შემსრულებლებმა წარმოადგინეს ცნობილ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.
ღონისძეიებას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია.

December 25, 2015

საკრებულოს სხდომის ანგარიში (EN)

25 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური დოკუმენტი, ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცდა, რომელიც განისაზღვრა 6644,2 (ექვსი მილიონ ექვსას ორმოცდაოთხი ათას ორასი) ლარით. მომავალი წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად ხალხზე ორიენტირებულია და პრიორიტეტად განსაზღვრულია, როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურული პროექტები.
გამგეობაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად კერძოდ, გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის ლიკვიდაციისა და მისი გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურითვის ერთ-ერთ სტრუქტურულ დანაყოფად დაქვემდებარტების საფუძველზე განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები გამგეობის სამსახურების დებულებასა და საშტატო ნუსხაში. გამგეობის წინადადების საფუძველზე საკრებულომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზუბის მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ზუბის კულტურის სახლში სამლოცველო ფართის გამოყოფის შესახებ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ჯობავამ შეაჯამა მიმდინარე წელი და ისაუბრა იმ მიღწევებზე, რაც განხორციელებულ იქნა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ამასთან საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დამდეგი ახალი წელი და შემდგომი წარმატებები უსურვა მათ. 2015 წლის საკრებულოს ბოლო სხდომა სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.

December 24, 2015

განცხადება საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 25 დეკემბერს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში. საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი; 
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური)

2. „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი; 
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური)

3. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

4. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა. 
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ჯ. ბერაია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მ/შ)

5. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა. 
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ჯ. ბერაია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მ/შ)

6. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა. 
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი; 
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური)

7. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის (თხოვების) უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი)

8. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ჯ. ბერაია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მ/შ)

9. „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2015 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N102 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: შ. კანკია - გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსი)

10. „საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ჯ. ბერაია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მ/შ)

11. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N49 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

12. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N47 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

December 24, 2015

ბიუროს სხდომა (EN)

2015 წლის 24 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. 
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მ/შ-ის ვ. გაბედავას 2015 წლის 11 დეკემბრის N04/2061 და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 16 დეკემბრის N04/2087 წერილების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მ. გელანტიას (15.12.2015 N419) განცხადების განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო და სოციალურ საკითხთა კომისიებში გაწევრიანების თაობაზე.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 10 დეკემბრის N09/2053 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2015 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N102 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ.
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 10 დეკემბრის N05/2115 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის (თხოვების) უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 23 დეკემბრის N04 /2131 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №46 დადგენილებაში 
ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 23 დეკემბრის N03/2140 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

7. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის შ. სირაძის (23.12.2015 N72) განცხადების განხილვა „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე)

8. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2015 წლის 24 დეკემბრის N03/2140 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტებისა და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტების შესახებ)
(მომხსენებლები: შ. სირაძე - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე;
ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

9. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N49 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

10. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N47 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

December 18, 2015

ღია ტურნირი კრივში (EN)

18 დეკემბერს, საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის კულტურის სახლში ჩატარდა ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი''ს სასპორტო სკოლის ღია ტურნირი კრივში 2001-2003 წწ და 2004-2008 წწ დაბადებულ ჭაბუკთა შორის.

ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საკრებულოს,
ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და
(ა)აიპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის” ორგანიზებით გაიმართა.
შეჯიბრის მიზანია სპორტული ოსტატობის ამაღლება და კრივის პოპულარიზაცია,
პერსპექტიული და ნიჭიერი მოკრივეების გამოვლენა. ტურნირს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო
საპრიზო ადგილზე გასული მოკრივეები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ

  • <<
  • <
  • ...
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125
  • 126
  • 127
  • 128
  • 129
  • 130
  • 131
  • 132
  • 133
  • 134
  • 135
  • 136
  • 137
  • 138
  • 139
  • 140
  • 141
  • 142
  • 143
  • 144
  • 145
  • 146
  • 147
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By