• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

February 9, 2016

კომისიის სხდომა (EN)

9 თებერვალს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის სხდომა, სადაც განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

February 9, 2016

ღია ეროვნული ჩემპიონატი მძლეოსნობაში (EN)

2016 წლის 5-7 თებერვალს ქ. თბილისში ეროვნული ფედერაციის სასახლეში ჩატარდა საქართველოს ზამთრის ღია ეროვნული ჩემპიონატი მძლეოსნობაში. რომელშიც წარმატებით იასპარეზა და შედეგი გაიუმჯობესა განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მოსწავლემ გრიგოლ ახალაიამ, მან 60 მ გარბენში მეორე ადგილი დაიკავა. მწვრთნელ-მასწავლებელი ინდირა გრიგოლიანცი.

February 8, 2016

კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია ხობში (EN)

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსია შემუშავდა. მთავრობის დამტკიცებამდე დოკუმენტის სრულყოფის მიზნით, სამინისტრო აგრძელებს სამუშაო ვერსიის საჯარო პრეზენტაციების ციკლს თბილისსა და რეგიონებში, ასევე კონსულტაციებს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფთან, მთელი საქართველოს მასშტაბით.

8 თებერვალს, ხობში, საკრებულოს საკონფერენციო დარბაზში, კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი - გოჩა ქაჯაია. შეხვედრას დაესწრნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სხვადასხვა სახელოვნებო დაწესებულების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, შემოქმედებითი სექტორისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.

February 5, 2016

ხობში აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა (EN)

5 თებერვალს ქ. ხობში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით ლეიკემიით დაავადებული პაცინეტებისთვის უანგარო დონორთა აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა.
უანგარო დონორთა აქციის ფარგლებში დახმარების მსურველებმა სისხლი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებულ შპს „სისხლის ბანკის“ წარმომადგენლებს ჩააბარეს.
საქველმოქმედო აქციაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.
თქვენს მიერ გაღებული სისხლით შეგიძლიათ გადაარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე. 400 მგ. სისხლისგან, რომელსაც თქვენ აბარებთ, მზადდება სამი კომპონენტი . ესენია: ერითროციტული მასა, ახლად გაყინული პლაზმა და თრომბოციტული მასა.
სისხლის დონორობა უსაფროთხოა ჯანმრთელობისათვის. დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 60 წლამდე, თუ თქვენი წონა 50 კგ და მეტია. სისხლის ჩაბარების პროცედურა ძალიან მარტივია, სულ რაღაც 10 წუთი და თქვენ უკვე დონორი ხართ. ამასთანავე აქციაში მონაწილე ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდება შემდეგი კვლევები: სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი, სისხლის საერთო ანალიზი, აივ ინფექცია, ჰეპატიტი C, ჰეპატიტი B და სიფილისი.
აქცია - „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ ქ. ხობში დღის 17:00 საათამდე გაგრძელდება.

January 29, 2016

მწვანე მომავალი შეხვედრა (EN)

29 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მომავალი“-ს ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. ორგანიზაცია მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და სამთავრობო სტრუქტურების შესაძლებლობების გაზრდა, ერთობლივი დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ენერგეტიკული პოლიტიკის გაუმჯობესების სფეროში, მდგრად ენერგო–ალტერნატივებზე ფოკუსირებით“, რომლის მიზანია ხობის მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესება და ახალი ენერგეტიკული პოტენციალის შექმნაზე ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების გააქტიურების გზით და მათი ჩართულობით გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მონაწილეობა.
პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში: ქ.ხობში, ახალ ხიბულასა და ქარიატაში შედგა არა ერთი შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან.
დღევანდელ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია , გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. დამსწრე საზოგადოება გაეცნო ინფორმაციას პროექტის ფარგლებში ქ. ხობისთვის შემუშავებული სარეკომენდაციო დოკუმენტის შესახებ, რომელშიც ასახულია გარემოსდაცვითი მმართველობის და განახლებადი ენერგიების გამოყენების კუთხით არსებული მდგომარეობა ხობის მუნიციპალიტეტში.
პროექტის განმახორციელებელ ჯგუფთან ერთად შეხვედრას მოწვეული ექსპერტი განახლებადი ენერგიების საკითხებში გიორგი მუხიგულიშვილი უძღვებოდა. (საერთაშორისო გამოცდილება საქართველოსთვის-WEG წარმომადგენელი).

January 28, 2016

საკრებულოს სხდომა (EN)

28 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის: დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“, რომლითაც განისაზღვრა დასახლების საერთო კრების უფლებამოსილებები, კრების მოწვევის, საკითხების ინიცირების, კენჭისყრის გამართვის და საქმიანობის წესები, ასევე საერთო კრების რჩეულის უფლებები და მოვალეობები, საერთო კრების რჩეულის არჩევის და საერთო კრების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები.
ასევე განხილულ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის სამუშაო გეგმა რომელიც მომზადებულია იმ პროექტების გათვალისწინებით, რომლებიც კვარტლების მიხედვით უნდა მომზადდეს გამგეობის შესაბამისი სამსახურებისა და საკრებულოს კომისიების მიერ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის შოთა სირაძის მოსამართლედ არჩევის გამო, მისივე განცხადების საფუძველზე მას ვადამდე შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება. რის შემდეგაც საკრებულოს წევრების მიერ ფარული კენჭისყრის წესით ზემოთ ხსენებული კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი ლაშა ცატავა.
საკრებულოს სხდომაზე დამტკიცებულ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული სპეციალური პროგრამები. რომელიც წინა წლებისგან განსხვავებით საგრძნობლად გაუმჯობესდა და დაემატა შემდეგი სახის პაკეტები:
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის 0-18 წლამდე სამედიცინო სარეაბილიტაციო ერთჯერადი დახმარება;
2. „C“ ჰეპატიტით დაავადებულთათვის საჭირო გამოკვლევის დაფინანსება პროგრამული მკურნალობის დასაწყებად;
3. უსახლ-კაროდ დარჩენილთათვის, რომლებიც საჭიროებენ თავშესაფარს და აქვთ გაკეთებული განაცხადი შესაბამის სტრუქტურებში, დახმარება ყოველთვიური ბინის ქირის გადასახადისთვის;
4. 8 აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება;
5. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება.
ხოლო ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის 2016 წლის მუნიციპალურ პროგრამით დაემატა ექიმის მომსახურება შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში: პირველი ხორგა, ზემო ქვალონი და ბია, ხოლო თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში დამატებით ასევე ერთი მედდის შტატი, რომლებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ, საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.

January 27, 2016

განცხადება საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2016 წლის 28 იანვარს 12:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი; 
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური)

2. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: რ. გვარამია - საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრი, ფრაქცია „თავისუფლების“ თავმჯდომარე)

3. „ხობის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

4. „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 აპრილის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

5. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

6. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

7. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

8. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

9. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

10. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

11. „შოთა სირაძის ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

12. „საკრებულოს წევრის შოთა სირაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

13. „დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

14. „------------- ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

15. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N48 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

16. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის N69 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

17. „საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

18. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამორტიზირებული ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი)

19. „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ,,ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის N61 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი)

20. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი)

21. „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი)

22. „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2016 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: შ. კანკია - გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი)

23. „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის 2016 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: შ. კანკია - გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი)

24. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 23 აგვისტოს N54 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: შ. კანკია - გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი)

January 27, 2016

ბიუროს სხდომა (EN)

2016 წლის 27 იანვარს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის 2016 წლის 5 იანვრის N2/08 განცხადების განხილვა (უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე).
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

3. „შოთა სირაძის ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

4. „საკრებულოს წევრის შოთა სირაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

5. „დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

6. „------------- ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

7. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N48 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

8. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის N69 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

9. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის 2016 წლის სამუშაო გეგმის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

10. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის 2016 წლის სამუშაო გეგმის განხილვა
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო 
კომისიის თავმჯდომარე)

11. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის 2016 წლის სამუშაო გეგმის განხილვა.
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - საკრებულოს სოციალურ საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე)

12. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის 2016 წლის სამუშაო გეგმის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

13. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრისა და ფრაქცია „თავისუფლების“ თავმჯდომარის როსტევან გვარამიას 2016 წლის 25 იანვრის N5 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: რ. გვარამია - საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრი, ფრაქცია „თავისუფლების“ თავმჯდომარე)

14. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 25 იანვრის N05/136 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამორტიზირებული ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“; „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ,,ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის N61 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“; „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“; „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტების თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

15. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 25 იანვრის N04/121 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” დადგენილების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო 
კომისიის თავმჯდომარე)

16. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 25 იანვრის N03/133 წერილის განხილვა („საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო 
კომისიის თავმჯდომარე)

17. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 25 იანვრის N03/134 წერილის განხილვა „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 აპრილის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო 
კომისიის თავმჯდომარე)

18. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 26 იანვრის N03/160 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“დადგენილების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

19. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 26 იანვრის N03/159 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ; „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ; „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილებების პროექტებისა და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე)

20. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 26 იანვრის N09/151 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2016 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის 2016 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტების შესახებ)
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - საკრებულოს სოციალურ საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე)

21. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 26 იანვრის N09/157 წერილის განხილვა („არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ შექმნისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 23 აგვისტოს N54 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - საკრებულოს სოციალურ საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე)

January 27, 2016

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს. (EN)

January 26, 2016

შეხვედრა საავტომობილო გზების წარმომადგენლებთან (EN)

26 იანვარს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გია სოფაძემ და მაია ვაშაკიძემ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში ხობი–ახალსოფლის (სარკინიგზო ბაქანი) საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის თემების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.

შეხვედრის მიზანი იყო დაგეგმილი სამუშაოების ზემოქმედების არეალში მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება.
ხობი-ახალსოფლის 10 კილომეტრიან საავტომობილო გზაზე, რომელიც უმოკლესი მანძილით ერთმანეთს აკავშირებს თბილისი-სენაკი-ლესელიძისა და სენაკი ფოთი-სარფის გზებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლო მომავალში დაიწყება.

January 26, 2016

გაწმენდით სამუშაოებში საჯარო მოხელეებიც ჩაერთვნენ (EN)

დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას ინიციატივით სამოქალაქო აქტივობის ფარგლებში საკრებულოს აპარატის თანამშრომლებთან ერთად თოვლისაგან გაწმენდითი სამუშაოები შესრულდა სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ხობის ჰოსპიტალისა და ხობის დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიწმინდა ფეხით მოსიარულეთა მისასვლელები და კიბის საფეხურები.
ამ დროისათვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილების პრობლემა არ არსებობს.

January 25, 2016

საკრებულოს წევრთა კონგრესი ქალაქ ბათუმში (EN)

21-24 იანვარს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ს მიერ ქალაქ ბათუმში გაიმართა საქართველოს საკრებულოს წევრთა კონგრესი. კონგრესს უძღვებოდნენ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დირექტორი ანდრეა ქერბსი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი. კონგრესზე თვითმმართველობასთან დაკავშირებული არაერთი თემა იქნა განხილული მონაწილეთა მხრიდან. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეეხებოდა საკრებულოს მუშაობის ეფექტურობის ხელშემწყობი საკანონმდებლო ცვლილებების განსაზღვრასა და მათ დასაბუთებას (ადმინისტრირების სქემა) კონგრესზე პრეზენტაცია გაკეთდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას მიერ.

January 20, 2016

საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ანგარიში (EN)

20 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი: განკარგულების პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2016 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ცვლილების თანახმად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2016 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების თანადაფინანსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით განისაზღვრა თანხა 5%-ის ოდენობით. საკითხი საკრებულოს წევრების მხრიდან ერთხმად იქნა მხარდაჭერილი.
სხდომაზე საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ საკრებულოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონპროექტის პრეზენტაციის შესახებ, რომელიც გაიმართა 19 იანვარს რომ ქალაქ ფოთში, ვალერიან გუნიას სახელობის დრამატულ თეატრში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია, მუნიციპალიტეტების გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რეგიონის საბავშვო ბაღების დირექტორები, მეთოდისტები და აღმზრდელ-პედაგოგები. კანონპროექტი დამსწრე საზოგადოებას გააცნო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. კანონის მიზანია ქვეყნის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში აღზრდისა და განათლების ერთიანი სისტემის ფორმირება და ემსახურება ბავშვთა უფლებების დაცვას.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.

January 20, 2016

განცხადება საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 20 იანვარს 13:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

January 20, 2016

ბიუროს სხდომა. (EN)

2016 წლის 20 იანვარს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 20 იანვრის N06/ წერილის განხილვა („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2016 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15 იანვრის N1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).

  • <<
  • <
  • ...
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125
  • 126
  • 127
  • 128
  • 129
  • 130
  • 131
  • 132
  • 133
  • 134
  • 135
  • 136
  • 137
  • 138
  • 139
  • 140
  • 141
  • 142
  • 143
  • 144
  • 145
  • 146
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By