• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

June 23, 2016

შეხვედრა ევროპის ჩემპიონებთან (EN)

23 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონებს შეხვდნენ. გამარჯვებულმა სპორტსმენებმა ვილენ გაბრავამ, გოჩა სიჭინავამ, ანდრო ბუკიამ და მწვრთნელმა კობა თუთბერიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ. საკრებულოს თავმჯდომარემ და 
გამგებელმა მკლავჭიდელებს სპორტული კომპლექსის მშენებლობის პროექტი გააცნეს და მათ წარმატებები უსურვეს.

June 23, 2016

ხობში მსოფლიო საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღნიშნეს (EN)

ხობში მსოფლიო საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღინიშნა, რომლის ფარგლებში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო გარბენი. მარათონში რომელიც რეგიონის ოლიმპიური კომიტეტისა და ხობის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა 20-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებლის მოადგილეებმა ვარაზ გაბედავამ და მახარე ჩოკორაიამ თასი და სიგელები გადასცეს.

June 23, 2016

იწყება სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები (EN)

სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგების გავლა 1 ივლისიდან საქართველოს 8 რეგიონში იქნება შესაძლებელი
იუსტიციის სასწავლო ცენტრის ახალი პროექტი - „საქმოქალაქო საზოგადოების გაძლიერება“

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს 33 სოფელში იწყებს ტრენინგების უფასოდ ჩატარებას. სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები სოფლების საზოგადოებრივ ცენტრებში გაიმართება და მათი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რეგიონის მცხოვრებთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.
სატრენინგო თემები შერჩეულია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით და ორიენტირებულია პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე, რათა სოფლის მკვიდრებმა უკეთ ისარგებლონ საკუთარი უფლებებით და სახელმწიფო სერვისებით, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ პროცესებში. 
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-65 წლის ასაკის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს ინფორმაცია საკუთარი სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ და დაინტერესებულია სოციალური უნარების განვითარებით.
სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია 18 ივნისიდან 1 ივლისამდე სოფლებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში ან ვებგვერდზე tcj.gov.ge . ტრენინგების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატები. 
ტრენინგების თემებია: სამართალი და ადამიანის უფლებები, კონსტიტუციურ ორგანოთა სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა, საკუთრების უფლება, სამეწარმეო და საგადასახადო სამართლის საბაზისო ცნებები, რა არის ევროკავშირი, რა არის დისკრიმინაცია, ეფექტიანი კომუნიკაცია, კონფლიქტის მართვა, დროის მართვა, პროექტის მართვა და პროექტი წერა.

სწავლება ჩატარდება შემდეგ სოფლებში:

1. შაშიანი 
2. სართიჭალა 
3. გომი 
4. რუისი
5. ჭალადიდი
6. ხევი 
7. მანგლისი 
8. კოდა
9. ფოკა 
10. ნიგოითი 
11. ჯვარი 
12. შორაპანი
13. ყვარელწყალი
14. მუხაესტატე 
15. გეგუთი 
16. მეჯვრისხევი 
17. კაჭრეთი 
18. ხიდისთავი 
19. ნუკრიანი 
20. კორბოული 
21. ღორეშა 
22. კაზრეთი
23. შილდა 
24. ორსანტია 
25. ქვემო ნატანები 
26. კაბალი 
27. დაბა ლენტეხი
28. დაბა ჩაქვი
29. ხრეითი 
30. სადახლო
31. რუხი 
32. დიდი ჯიხაიში 
33. მარტყოფი

June 21, 2016

ნუგზარ წურწუმია ევროპის ჩემპიონია (EN)

ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია (მწვრთ. ს. გვასალია). 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ღირსეულ გამარჯვებას ნ. წურწუმიას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მას.

June 21, 2016

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვების რეგისტრაცია (EN)

➤ ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაციის პროცესი დაიწყება 1 ივლისს. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვების რეგისტრაციაზე მოთხოვნის დაფიქსირება შესაძლებელია:
✅ ხობის მუნიციპალიტეტის 29 საბავშვო ბაღში;
✅ ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებაში“ (ც. დადიანის ქ. № 169)
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვების რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
✅ ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობის ასლი /2 ეგზემპლარი/
✅ ჯანმრთელობის ცნობა;
✅ ფოტოსურათი (3X4 -2 ცალი)
✅ მშობლების პირადობის მოწმობის ასლები.
შენიშვნა : ჯანმრთელობის ცნობაში დაფიქსირებული უნდა იყოს ინფორმაცია აცრების შესახებ.
➤ რეგისტრაციის განაცხადზე გადაწყვეტილების მიღება
საბავშვო ბაღში რეგისტრაციის განაცხადის დაფიქსირების შემდეგ, განაცხადი გადაწყვეტილების მისაღებად იგზავნება სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორთან .
რეგისტრაცია შესაბამისი ასაკის მიხედვით
✅ ბაგის ასაკობრივ ჯგუფში რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში -15 სექტემბერს 2 წლის იქნება.
✅ ბაღის ჯგუფში კი რეგისტრირდება ყველა ის ბავშვი, რომელსაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში -15 სექტემბერს შეუსრულდება 3 წელი.
საბავშვო ბაღებში ჩირიცხვისას გასათვალისწინებელი პრიორიტეტები
საბავშვო ბაღებში, აღსაზრდელთა რეგისტრაციისა და ჩარიცხვის პროცესში, პრიორიტეტები ენიჭებათ შემდეგი კატეგორიის ბავშვებს:
✅ სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვები ;
✅ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები;
იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილი (შვილები) სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით;

ჩარიცხვის პროცესი
განაცხადის დამუშავების შედეგად გაერთიანების დირექტორის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბავშვი ჩაირიცხება შესაბამის საბავშვო ბაღში.
✅ აღსაზრდელთა ჩარიცხვა განხორციელდება 10 აგვისტოდან 20 აგვისტომდე 
✅ ჩარიცხულთა აღსაზრდელთა სია გამოიკვრება შესაბამის სკოლამდელ დაწესებულებაში
საბავშვო ბაგა-ბაღებში 2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. 

ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება

June 21, 2016

„ცოცხალი წიგნები" ხობში (EN)

21 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტს ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტ „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში მწერლები ესტუმრნენ. სტუმრებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ უმასპინძლეს. შეხვედრას კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შუალაია ესწრებოდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მწერლებს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურაზე, განათლებაზე და ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრნენ.
შეხვედრის შემდეგ კულტურის სახლის ფოიეში გამართულ ლიტერატურულ საღამოზე ეთერ თათარაიძემ, ამირან არაბულმა, მარსიანმა (გია ბენიძე), მანანა დუმბაძემ, რობერტ მესხმა, ნინია სადღობელაშვილმა, შარლოტა კვანტალიანმა და შორენა ლებანიძემ დამსწრე საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება გააცნეს, საკუთარი ნაწარმოებებიდან ფრაგმენტები წაიკითხეს და მათი შექმნის ისტორია გააცნეს. შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა ქალაქ ხობის თედო სახოკიას სახელობის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები და ლიტერატურული პრესა გადასცეს.
პროექტი "ცოცხალი წიგნები", რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში, მწერლების სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას და მათ დაახლოებას წიგნთან.

June 20, 2016

ხობში ახალი ბენზინგასამართი სადგური გაიხსნა (EN)

ხობში ახალი ბენზინგასამართი სადგური „სათნო“ გაიხსნა, სადაც 15 ადგილობრივი კადრია დასაქმებული.
გახსნას მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

June 20, 2016

ხობის სალოტბარო სკოლა საანგარიშო კონცერტზე (EN)

19 ივნისს, თბილისში, „ილიას ბაღში“ სალოტბარო სკოლების საანგარიშო მოსმენა-კონცერტი გაიმართა. კონცერტზე ხობის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა „შენ ხარ ვენახი“ და ძაბრალე“ შეასრულეს. ხობელი ბავშვების მაღალმა საშემსრულებლო ოსტატობამ მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. სალოტბარო სკოლებს საჩუქრად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გამოცემული ალბომები და ცნობილი ქართველი შემსრულებლების აუდიო ჩანაწერები გადაეცათ. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში სალოტბარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები დალოცა.
June 20, 2016

ტურნირი საჯარო მოხელეთა მონაწილეობით დასრულდა (EN)

19 ივნისს, ზუგდიდში, „ბაიას“ საფეხბურთო ბაზაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების და სამხარეო ადმინისტრაციის სამოყვარულო გუნდების საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის და აბაშის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდნენ. საინტერესო და ემოციური თამაში აბაშის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, თასები და მედლები გადაეცათ..
ტურნირი სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზაებით გაიმართა და მისი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება იყო. საფეხბურთო ტურნირი „ახალგზარდობის წლის“ ფარგლებში გაიმართა. წელს არაერთი ახალგზარდული ღონისძიებაა დაგეგმილი. 2016 წელი ახალგზარდობის წლად მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ, მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაცხადა.

June 20, 2016

ხობის „კოლხეთის“ ჭაბუკ ფეხბურთელთა წარმატება (EN)

დასრულდა თბილისის დინამოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრების თავდამსხმელის, რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში, 1998-99-2000 წლებში დაბადებულთა შორის სადაც იმერეთის, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონის გუნდები მონაწილეობდნენ. შეჯიბრებაში ხობის „კოლხეთის“ ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდი მონაწილეობდა (მწვრთნელი: ვლადიმერ ჯამბურია) ხობელმა ფეხბურთელებმა წარმატებით იასპარეზეს და დამსახურებულად პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ. დაჯილდოების ცერემონიალს იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთდ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები ესწრებოდნენ, გამარჯვებულ სპორტსმენებს თასი, მედლები და სიგელები გადაეცათ.
June 17, 2016

განკარგულება N38 ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ (EN)

განკარგულება N38

June 17, 2016

საკრებულოს სხდომა (EN)

17 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: 
2016 წლის 22 მაისს ყულევის თემის N66.17 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები, სადაც N66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე საკრებულოს წევრად ყულევის მაჟორიტარულ ოლქში არჩეულ იქნა კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობა კაკულია, რაზედაც საკრებულოზე პირველ საკითხად მიღებულ იქნა განკარგულება „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კობა კაკულიას უფლებამოსილების ცნობის შესახებ“.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, პროექტი მიზნად ისახავს №66 ხობის საარჩევნო ოლქში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში შენობა-ნაგებობების გარე იერსახის დამახინჯებისა და საარჩევნო ატრიბუტიკის შეუფერებელ ადგილებში განთავსების აღკვეთას, ამასთან წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრა საარჩევნო სუბიექტებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრების, კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების გასამართად ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, ასევე ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის განთავსდეს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატები და განცხადებები. 
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.

June 17, 2016

ზვიად დათუაშვილის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა (EN)

დასრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშება მინი- ფეხბურთში.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა. ტურნირის გამარჯვებული სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ხობი-1 ანგარიშით 3-2 დაამარცხა, მესამე ადგილი ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა.
ფინალურ შეხვედრას რომელიც შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, თასები და სიგელები გადაეცათ.

June 17, 2016

ზვიად დათუაშვილის სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში დასრულდა (EN)

დასრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშება მინი- ფეხბურთში.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა. ტურნირის გამარჯვებული სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ხობი-1 ანგარიშით 3-2 დაამარცხა, მესამე ადგილი ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა.
ფინალურ შეხვედრას რომელიც შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, თასები და სიგელები გადაეცათ.

June 16, 2016

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2016 წლის 17 ივნისს 11:00 საათზე. საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კობა კაკულიას უფლებამოსილების ცნობის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

2.„ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მორიგ არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: მ. რუხაძე - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, ტრანსპორტის რეგულირებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების უფროსი);

  • <<
  • <
  • ...
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125
  • 126
  • 127
  • 128
  • 129
  • 130
  • 131
  • 132
  • 133
  • 134
  • 135
  • 136
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By