„C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ქალაქ ხობში კოსტავას ქ. N3-ში პირველი მაისის, ჭალადიდის, შავღელეს, ახალი ხიბულის, ძველი ხიბულის, ბია, ზემო ქვალონის, ნოჯიხევის, პატარა ფოთისა და თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე საექიმო ამბულატორიებში 2017 წლის 13 თებერვლიდან განახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის "C" ჰეპატიტზე ლაბორატორიულ გამოკვლევებს, მარტივი სწრაფი ტესტების საშუალებით. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მიმართონ ზემოთ დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებებს.