• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
      • 2026 წელი
        • იანვარი
        • თებერვალი
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

April 25, 2016

ნორჩ მოკრივეთა წარმატება (EN)

2016 წლის 21-24 აპრილს ქალაქ ფოთში ხელბურთის სპორტულ დარბაზში გაიმართა ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი კრივში (2002-2003 წლებში დაბადებულ მოკრივეთა შორის).
ტურნირში მონაწილეობას საქართველოს ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ნაკრებ გუნდებთან ერთად (150 სპორტსმენი), მონაწილეობდა ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის გუნდი (მწვრთნელ-მასწავლებელი ე.თოდუა, თ. აბულაძე)
განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ გიორგი ბიგვავა (76 კგ) და დათა შამათავა (59კგ).გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირი ჩატარდაა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის სამსახურის ორგანიზებით.

April 24, 2016

გილოცავთ ბზობას (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ბზობის - უფლის იერუსალიმში დიდებით შებრძანების დღესასწაულს!

 

 

 
April 22, 2016

ოჯახის ექიმებს ონკოლოგიურ დაავადებებზე ტრენინგი ჩაუტარდათ (EN)

22 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკასა და ადრეულ დიაგნოსტიკაზე ტრენინგის მეორე ეტაპი დაიწყო. სამდღიანი ტრენინგი, რომელიც ოჯახის ექიმებს და მედდებს ჩაუტარდათ, ორგანიზაცია „ჩეხეთის რესპუბლიკის კარატასი საქართველოში“-ს ორგანიზებით განხორციელდა.
ტრენინგის მეორე ეტაპზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა სახის ონკოლოგიურ დაავადებაზე - მკერდის, საშვილოსნოს და პროსტატის კიბო, ლეიკემია; დაავადებათა ეტიოლოგიაზე და მისი მკურნალობის ქირურგიულ, ქიმიურ და ჰორმონულ მეთოდებზე, ონკოლოგიურ დაავადებათა სიმპტომებზე და რისკ ფაქტორებზე.
ტრენინგს ჩეხი ონკოლოგები და ორგანიზაციის მიერ თბილისის ონკოლოგიური ცენტრიდან მოწვეული ონკოლოგები უძღვებოდნენ. ჩეხმა ექიმებმა დამსწრე საზოგადოებას ჩეხეთის რესპუბლიკაში ონკოლოგიური დაავადებების სტატისტიკა, ქიმიოთერაპიის მეთოდოლოგია, მუშაობის პირობები და უფლება მოვალეობები გააცნეს.
ტრენინგის მესამე ეტაპი, რომელიც დაავადებულთა პალიატურ მზრუნველობას მოიცავს, 21-22 მაისს ჩატარდება.

April 20, 2016

გოგა ბერაიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა (EN)

19 აპრილს, გოგა ბერაიას სახელობის სტადიონზე გაიმართა 2008 წელს აგვისტოს ომში ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის გოგა ბერაიას სახელობის ტრადიციული - რიგით მე-7 საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა ხობის საფეხბურთო და სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის გუნდებს შორის, სადაც მატჩის ძირითადი დრო დაფიქსირდა ფრედ 1:1 ხოლო პენალტების სერიით ტურნირის გამარჯვებული გახდა ხობის გუნდი. გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო თასები და სიგელები.

April 19, 2016

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა (EN)

საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა

19 აპრილს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა.
კომისიის სხდომის დღის წესრიგით განსახილველ საკითხთაგან ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები იყო, რომლებიც გამგეობაში და საკრებულოს აპარატში არსებულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად საჯარო კონკურსის გამოცხადებას შეეხებოდა.
კომისიამ მოისმინა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის და საკრებულოს აპარატის უფროსის ინფორმაციები გამგეობაში და საკრებულოში არსებულ მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების შესახებ და ამ თანამდებობების კონკურსის წესით შევსების მიზნით კონკურსის ორგანიზებისათვის გაწეულ სამუშაოებთან დაკავშირებით.
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსის გამოცხადებისთვის აუცილებელი ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიეწოდება არაუგვიანეს 19 აპრილისა, რის შემდგომაც, ვაკანსიები გამოქვეყნდება ბიუროს ვებგვერდზე (www.hr.gov.ge).

April 19, 2016

საკრებულოს სხდომა (EN)

19 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები, მათ შორის: დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. რომლის მიხედავითაც ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა, ანუ შემოსულობების გეგმა გაიზარდა 645,6 ათასი ლარით და შეადგინა 10230,8 ათას ლარს.
საკრებულოზე ასევე მოსმენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულსო თავმჯდომარის ედიშერ ჯობავას ანგარიში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ, სადაც საკრებულსო თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტებზე, რაც გასულ წელს წარმატებით განხორციელდა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. საკრებულოს მიერ საკრებულოს 2015 წელს გაწეული საქმიანობა ერთხმად შეფასდა დადებითად.
ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.

April 18, 2016

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2016 წლის 19 აპრილს 11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

დღის წესრიგი
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური);

2. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის თაობაზე
(მომხსენებელი: ე. ჯობავა - საკრებულოს თავჯდომარე).

April 18, 2016

ბიუროს სხდომა (EN)

18 აპრილს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავჯდომარის ლ. ცატავას 2016 წლის 14 აპრილის N26/08 მოხსენებითი ბარათის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 თებერვლის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ.ქაჯაიას 2016 წლის 14 აპრილის N04/959 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო
კომისიის თავმჯდომარე)

3. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის თაობაზე
(მომხსენებელი: ნ. შუშანია -სამანდატო-საპროცედურო საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე).

April 13, 2016

მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა (EN)

13 აპრილს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა, სადაც განხილულ იქნა კომისიის სახელზე შემოსული განცხადებები.

April 9, 2016

9 აპრილი - უდიდესი ტკივილისა და სიხარულის დღე (EN)

9 აპრილი, როგორც უდიდესი ტკივილისა და სიხარულის დღე ხობის მუნიციპალიტეტში პროგრამის მიხედვით სხვადასხვა ადგილას აღინიშნა. 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით, რუსთაველის ქუჩაზე შეკრებილი მანიფესტანტები საბჭოთა ხელისუფლებამ დაარბია და ათობით ადამიანი დახოცა. ამ დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას. მემორიალთან საერო სკოლა „არეას“ მოსწავლეებმა საზოგადოებას წარმოუდგინეს მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია - ,,სამშობლოს შეწირულნი“, რის შემდეგაც ხობის სამების სახელობის ეკლესიაში სამშობლოს ერთიანობისთვის, დაღუპულ მამულიშვილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა დეკანოზმა მამა კირიონმა.
ღონისძიების ფარგლებში მსვლელობა მოეწყო ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 9 აპრილს დაღუპული „ნათია ბაშალეიშვილის სახელობის წყაროსთან, სადაც მოსწავლე-ახალგაზრდობის მიერ შესრულადა ლიტერატურული კომპოზიცია - ,,აპრილის გმირი დედულეთში“.

April 7, 2016

გილოცავთ ხარებას (EN)

ხარება არის ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაული, რომელსაც წმიდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს. ამ დღეს ყოვლადწმიდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი „ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოისა“.
ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ხარებას, მრავალს დაგასწროთ უფალმა!

April 6, 2016

ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირი ფეხბურთში (EN)

6 აპრილს, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირმა მინი ფეხბურთში. შეჯიბრებაში ხობის მუნიციპალიტეტის თორმეტი საჯარო სკოლის 2004-2005 წლებში დაბადებულ ბიჭუნათა გუნდი მონაწილეობს. ტურნირი ჯგუფური ეტაპის პრინციპით ტარდება და I-II ადგილზე გასული გუნდები ნახევარფინალში შეხვდებიან ერთმანეთს. ფინალური შეხვედრები 12 აპრილს გაიმართება.
ღონისძიების გახსნის ცერემონიალში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია მონაწილეობდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.

April 5, 2016

2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მოსმენა (EN)

2016 წლის 29 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის დ. ჭოჭუას მიერ წარმოდგენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, რომელიც საკრებულოს მხრიდან შეფასდა დამაკმაყოფილებლად.

April 4, 2016

კოლხეთი 3:0 ჩხერიმელა (EN)

4 აპრილს ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და ხარაგაულის „ჩხერიმელა“ შეხვდნენ. მატჩი დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა, ხობის „კოლხეთის“ ფეხბურთელებმა საგოლე მომენტები ზუსტად გამოიყენეს და საბოლოდ ანგარიში „კოლხეთის“ სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.
თამაშს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

April 4, 2016

22 მაისს ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში შუალედური არჩევნები გაიმართება (EN)

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 22 მარტის N127/2016 წლის განკარგულებით 2016 წლის 22 მაისს სოფელ ყულევის №66.17 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დანიშნულია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები. საკრებულოს მიერ 2016 წლის 30 მარტს მიღებულ იქნა „ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების სოფელ ყულევის №66.17 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2016 წლის 22 მაისს გასამართ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ N30 განკარგულება, რომელიც მიზნად ისახავს სოფელ ყულევის №66.17 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში შენობა-ნაგებობების გარე იერსახის დამახინჯებისა და საარჩევნო ატრიბუტიკის შეუფერებელ ადგილებში განთავსების აღკვეთას, ამასთან განისაზღვრება საარჩევნო სუბიექტებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრების, კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების გასამართად ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, ასევე ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება წინასაარჩევნო აგიტაციისთვის განთავსდეს არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების სარეკლამო პლაკატები და განცხადებები.

  • <<
  • <
  • ...
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125
  • 126
  • 127
  • 128
  • 129
  • 130
  • 131
  • 132
  • 133
  • 134
  • 135
  • 136
  • 137
  • 138
  • 139
  • 140
  • 141
  • 142
  • 143
  • 144
  • 145
  • 146
  • 147
  • 148
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By