• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

May 27, 2016

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომის შესახებ (EN)

30 მაისს 11.00 სთ-ზე გაიმართება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
ბიუროს სხდომის დღის წესრიგი:

1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 20 მაისის N04/1223 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო 
კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 21 მაისის N04/1248 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“, „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტების თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 21 მაისის N04/1249 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ - აპრილის თვის შესრულების ანგარიში).
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო 
კომისიის თავმჯდომარე);

4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 23 მაისის N05/1254 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე)
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

May 27, 2016

საფეხბურთო ტურნირი მინი-ფეხბურთში (EN)

27 მაისს, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ მინი-ფეხბურთში, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2003-2005 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა თექვსმეტი და გოგონათა ოთხი გუნდი იღებს მონაწილეობას.
სპორტული ღონისძიება საქართველოს ეროვნული ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება.
საფეხბურთო ტურნირის დასკვნითი შეხვედრები, 28 მაისს, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.
ღონისძიების გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და „სპორტი ყველასათვის“ ფედერაციის პრეზიდენტი მაია აზარაშვილი ესწრებოდნენ.

May 26, 2016

დამოუკიდებლობის დღე ხობში (EN)

26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხობის მუნიციპალიტეტში კულტურულ-გასართობი და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გობელენზე და თექაზე მუშაობის შემსწავლელი წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
გამოფენა 2 ივნისამდე გაგრძელდება და გამოფენილი ეპსპონანტების ნახვა დათვალიერების მსურველებს 10:00 – 18:00 საათამდე შეეძლებათ.
ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საზეიმო კონცერტი გაიმართა, სადაც, მაყურებლის წინაშე ანრი ჯოხაძე, მარიტა როხვაძე, „ბაშა“, ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“, ქორეოგრაფიული ჯგუფები „აია-კოლხეთი“ და „კოლხეთი“ წარსდგნენ. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ კონცერტზე შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. სადღესასწაულო კონცერტი ფეიერვერკით დასრულდა
სპორტული ღონისძიების ფარგლებში კი ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ფინალური შეხვედრა მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობდნენ თემებისა და სოფლების გუნდები. შეჯიბრის გამარჯვებული გახდა ხობის გუნდი, რომელმაც დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა პირველი მაისის ფეხბურთელთა გუნდი. მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ჭალადიდისა და ძველი ხიბულის გუნდები შეხვდნენ, სადაც გამარჯვება ჭალადიდის გუნდმა მოიპოვა.
დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთდ დაესწრო, რომლებმაც გამარჯვებული გუნდები თასებითა და სიგელებით დააჯილდოვეს, ასევე დაჯილდოებულ იქნენ საუკეთესო მოთამაშეები სხვადასხვა კატეგორიებში.

May 25, 2016

ხობის მუნიციპალიტეტში ხვნის სამუშაოები დასრულდა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტში ხვნის სამუშაოები დასრულდა. 25 მაისის მდგომარეობით, სულ დამუშავდა 7645 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში დამუშავდა 6019 ჰექტარი, ხოლო პროგრამის გარეშე - 1626 ჰა. ამ დროისათვის დათესილი ფართობის რაოდენობა შეადგენს 3975 ჰექტარს.
ხობის მუნიციპალიტეტში ხვნის სამუშაოები აგროვადების დაცვით განხორციელდა.

May 24, 2016

საკრებულოს თავმჯდომარის მილოცვა (EN)

ძვირფასო ახალგაზრდებო! ბოლო ზარი მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მოვლენაა თქვენს ცხოვრებაში, ვინაიდან სევდანარევი სიხარულით ემშვიდობებით მშობლიურ სკოლას და გარემოს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თქვენს ინტელექტუალურ მომავალს.
დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, ყოველივე თქვენგანს გისურვებთ ეროვნული გამოცდების წარმატებით გადალახვას და დაგილოცავთ გზას ბედნიერი და ბრწყინვალე სტუდენტური ცხოვრებისაკენ... წინ კიდევ შეუცნობელი და საინტერესო სამყარო გელით.
თქვენს წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას იღებს ხელისუფლება, რათა შეგიქმნათ ყველა პირობა და კომფორტული გარემო, სამშობლოს წინაშე თქვენი უმთავრესი მოვალეობის, განათლების მიღებისა და ქვეყნის სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბებისათვის.
თქვენს განვითარებაზე, ინტელექტსა და ინოვაციებზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ბედნიერი და წარმატებული მომავალი.
გამარჯვებებით და მიღწევებით გევლოთ მეცნიერების მწვერვალების დაძლევის რთულ, მაგრამ ღირსეულ გზაზე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა

May 23, 2016

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მიძღვნილი პროგრამა (EN)

May 23, 2016

ქ. ხობის მოსახლეობას დროებით წყლის მიწოდება შეეზღუდება (EN)

ქ. ხობის მოსახლეობას დროებით წყლის მიწოდება შეეზღუდება

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხობის სერვისცენტრის ინფორმაციით, ქ. ხობში 23 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით, სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით 12:00 დან 17:00 საათამდე მოსახლეობას წყლის მიწოდება შეეზღუდება.

May 23, 2016

გუბერნატორმა ლევან შონიამ ნაპირსამაგრის მშენებლობა დაათვალიერა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეორე გურიფულში ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
21 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასა და გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა. ნაპირსამაგრ სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 1 მილიონ ლარამდეა, შპს „GORKEM” ახორციელებს სადაც 20 ადამიანია დასაქმებული და მათ შორის 5 ადგილობრივი მცხოვრები. ამ დროისათვის სამუშაოების 50 % შესრულებული. ნაპირსამაგრის მოწყობის შემდეგ 15 ოჯახის გადასახლების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება და მდინარე ხობის ადიდების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და საავტომობილო გზა დატბორვისგან იქნება დაცული.

May 23, 2016

შეხვედრა „აგროდაზღვევასთან“ დაკავშირებით (EN)

20 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციოსამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, პროექტ „აგროდაზღვევაში“ მიმდინარე წელს შესული ცვლილებების გაცნობის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პროექტში ჩართული სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიცირებით პროგრამას ,,აგროდაზღვევა“ 2014 წლის 1 სექტემბრიდან ა(ა)იპ „ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ ახორციელებს. პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს:
1.სეტყვა
2.ჭარბი ნალექი
3.ქარიშხალი
4.საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის) - 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში.
2016 წელს განხორციელებული ცვლილებების თანახმად ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5ჰა.-მდე მიწის ნაკვეთი (მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 30 ჰა.) თითოეული დამზღვევი 70% - იან თანადაფინანსებას მიიღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 50%-ს. მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.
2016 წელს იმოქმედებს მინიმალური და მაქსიმალური სადაზღვევო ტარიფები. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სადაზღვევო კომპანიებს შორის კონკურენციის ამაღლებას და მათი მხრიდან სადაზღვევო რისკების სწორად შეფასებას. ასევე, მიმდინარე წელს გაუმჯობესდა და მაქსიმალურად მოერგო მომხმარებლის მოთხოვნებს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის და ფრანშიზის (არანაზღაურებადი მინიმუმის) გამოქვითვის წესი.
პროგრამით ,,აგროდაზღვევა“ დაინტერსებულ ფერმერებს დეტალური ინფორმაციისთვის შუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს მიმართონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა N189, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მე-3 სართული, ოთახი 303, ტელეფონი 595 858322. ასევე მოქმედებს სამინისტროს ცხელი ხაზი +995 32 47 01 01

May 23, 2016

ანონსი - მკლვჭიდი (EN)

24-28 მაისს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი მკლავჭიდში. საქართველოს მკლავჭიდელთა ნაკრების შემადგენლობაში ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის მოსწავლეები - გოჩა სიჭინავა და ანრი ბუკია (მწვრთნელ-მასწავლებელი კობა თუთბერიძე) იასპარეზებენ.

May 21, 2016

ხობი - აქცია„ღამე მუზეუმში“ (EN)

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 21 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტში აქცია - „ღამე მუზეუმში“ გაიმართა.

აქციის ფარგლებში ხობის (ხეთის) საბრძოლო დიდების და მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მოეწყო სტენდური კონფერენცია ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შესახებ. ისტორიკოსმა გოგიტა ჩიტაიამ მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს მიაწოდა ინფორმაცია ხობისმონასტრის, ,,ჩეოხვამეს, ,,მიქანგარიოს'', ურთის მთის მღვიმეებისა და გამოქვაბულების, ჯეგეთას, წმ. სოფიოს და სხვა ისტორიული ძეგლების, მუზეუმში გამოფენილი ექსპონანტების შესახებ.
ძუკუ ლოლუას სახელობის ქართული (მეგრული) სიმღერის მუზეუმებში გაიმართა ფოლკლორული კონცერტი, მოეწყო ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების და ადგილობრივ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.

May 21, 2016

ხობის „კოლხეთის“ გამარჯვება (EN)

21 მაისს, ქალაქ ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ხობის „კოლხეთი“ და ჩხოროწყუს „სამეგრელო“ შეხვდნენ. მატჩი „კოლხეთის“ გამარჯვებით, ანგარიშით 3-2 დასრულდა.
ხობის „კოლხეთმა“ ჩემპიონატი 64 ქულით, მესამე ადგილზე დაასრულა.

May 20, 2016

სოფლის ექიმებს პალიატიური მზრუნველობის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდა (EN)

20 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში სოფლის ექიმებს პალიატიური მზრუნველობის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელსაც დარგის ექსპერტი, ონკოლოგი იოსებ აბესაძე უძღვებოდა.
ტრენინგი შეადგენს ონკოლოგიის საკითხებზე პირველადი ჯანდაცვის მუშაკთა გადამზადების კურსის ნაწილს და ტარდება ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და ონკოპრევენციის ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
ტრენინგის კურსის ამოცანაა პირველადი ჯანდაცვის მუშაკებისთვის „ონკოლოგიური სიფხიზლის“ მნიშვნელობის შეხსენება და ამ გზით მათი როლის გაძლიერება კიბოს პრევენციასა და ადრეული გამოვლენის ღონისძიებებში, ასევე, მოსახლეობისთვის საბაზისო პალიატიური მზრუნველობის მიწოდების ხელშეწყობა პირველადი ჯანდაცვის დონეზე.
ტრენინგებთან ერთად იმართება საგანმანათლებლო შეხვედრები მოსახლეობასთან, რომელიც მიზნად ისახავს კიბოსთან დაკავშირებული სტიგმის დაძლევას კიბოს შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით.

May 16, 2016

ხობის კოლხეთის გამარჯვება (EN)

16 მაისს, ქალაქ გორში, „ქართლის“ სტადიონზე საქართველოს XXVII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ცხინვალის „ლიახვი“ და ხობის „კოლხეთი“ შეხვდნენ. მატჩი „კოლხეთის“ გამარჯვებით, ანგარიშით 0:3 დასრულდა.
21 მაისს გაიმართება ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში, სადაც ხობის კოლხეთი ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ უმასპინძლებს.

May 9, 2016

9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღე (EN)

9 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ხეთის მხარეთმცოდნეობისა და დიდების მუზეუმში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს და სანთლები აანთეს შინმოუსვლელთა საფლავებზე. საზეიმო შეხვედრაზე ვეტერანებს მიესალმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია.
ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით სამამულო ომის ვეტერანებს პირად საბანკო ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩაერიცხათ 600 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 150 ლარი, ხოლო შპს „შავი ზღვის ტერმინალმა“ ტრადიციისამებრ ომის ვეტერანებს საჩუქრად 100 ლარი გადასცა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ყველა ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავს და თითოეულ მათგანს უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს.

  • <<
  • <
  • ...
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125
  • 126
  • 127
  • 128
  • 129
  • 130
  • 131
  • 132
  • 133
  • 134
  • 135
  • 136
  • 137
  • 138
  • 139
  • 140
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By