• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

December 31, 2016

ძვირფასო ხობელებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს (EN)

ძვირფასო ხობელებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ახალი წლის შემობრძანება ასოცირდება უკეთესი მომავლის იმედთან, უკეთესობისკენ მუდმივ სწრაფვასთან. ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას გვაქვს რეალური საფუძველი, ჩვენს მოსახლეობას წინასაახალწლოდ ვუთხრათ - ახალი 2017 წელი იქნება წარმატებების წელი, რადგან ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, რომელიც აუცილებლად ჰპოვებს პოზიტიურ ასახვას თითოეული თქვენგანის ოჯახების კეთილდღეობაზე. 
უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით გისურვებთ, რომ დამდეგი ახალი წელი თქვენთვის და სრულიად საქართველოსთვის ყოფილიყოს სიკეთის, ბედნიერების, ხვავის და ბარაქის მომტანი წელიწადი.
ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

December 31, 2016

თავმჯდომარემ და გამგებელმა ხცოვან ქალბატონს ახალი წელი მიულოცეს (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ, 109 წლის თამარ ჯალაღონიას სახლში ეწვივნენ, დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

December 30, 2016

საახალწლო კონცერტი ხობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში (EN)

30 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქალაქ ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში საახალწლო-საშობაო ზეიმი გაიმართა. ხობის მაჟორიტარი პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მუნიციპალიტეტის გამგებლმა გოჩა ქაჯაიამ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს საზოგადოებას და წარმატებები უსურვეს მათ.საღამო ანსამბლ „ურსას“ კონცერტით დასრულდა.

December 30, 2016

მარტოხელა მოქალაქეს დღესასწაული მიულოცეს (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა გამგებელი გოჩა ქაჯაია ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ, მარტოხელა შალიკო ლატარიას ოჯახს ესტუმრნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. შალიკო ლატარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა გულისხმიერებისათვის და აღნიშნა, რომ ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოხვამეკარის გზაზე ბეტონის საფარის დაგება წინგადადგმული ნაბიჯია დასახლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საქმეში.

December 30, 2016

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ (EN)

ქ. ხობის ცენტრში ხობის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან და გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად მოსახლეობას შეხვდა, მათგან მოისმინა არსებული პრობლემების შესახებ და მათ აღუთქვა საკითხის დროული და უმტკივნეულოდ მოგვარება. დასასრულს ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას მიულოცეს დამდეგი შობა- ახალი წელი და კეთილდღეობა უსურვეს მათ.

December 30, 2016

უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს (EN)

30 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო-სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს. „საახალწლო პაკეტი“ (ქათამი, შაქარი, კანფეტები, ნამცხვარი, ვაშლი, ლიმონათი) 54 ოჯახის 120 ბენეფიციარმა მიიღო. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას და საქველმოქმედო აქციების ხელშეწყობას.

December 29, 2016

საახალწლო კონცერტი „მრავალ ახალ წელს" (EN)

29 დეკემბერს, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, საახალწლო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, კონცერტი - სახელწოდებით „მრავალ ახალ წელს“ გაიმართა. მაყურებლის წინაშე, ადგილობრივი საბავშვო ბაღების აღმზრდელ-მასწავლებლები, აღსაზრდელები, სამუსიკო სკოლის და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის წრეების მოსწავლეები, ქართული და უცხოური სიმღერებითა და ცეკვებით წარსდგნენ. საახალწლო ღონისძიებას ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

December 29, 2016

საჯარო კონკურსის საბოლოო შედეგები (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე შეჯამდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის 8 დეკემბერს გამოცხადებული საჯარო კონკურსების შედეგები.

ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების მეორე ეტაპზე დაშვებული 13 კანდიდატიდან განხილულ იქნა გასაუბრებაზე გამოცხადებული 5 კანდიდატის შედეგები (6 განაცხადზე), რომელთაგან დაკმაყოფილდა 4 განაცხადი. შესაბამისად, კომისიის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილია 4 კანდიდატი.

ინფორმაცია საჯარო კონკურსების საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით იხილეთ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდების საინფორმაციო ბლოკში „ვაკანსია“.

December 28, 2016

საკრებულოს სხდომის ანგარიში (EN)

28 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის დასკვნის საფუძველზე დაისვა საკითხი საკრებულოს წევრის ალექსანდრე ნაჭყებიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, მისი მხრიდან საკრებულოს სხდომებზე 6 თვის განმავლობაში დაუსწრებლობის გამო. საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ლ. ქავთარაძის წინადადება ა. ნაჭყებიას საკრებულოს სხდომებზე ოჯახური და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაუსწრებლობის საპატიოდ ჩათვლის შესახებ, საკრებულოს წევრების მხრიდან კენჭისყრის დროს ერთხმად იქნა მხარდაჭერილი, რის შესაძლებლობასაც მათ აძლევდა საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“. სხდომაზე დამტკიცდა ხობის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელიც განისაზღვრა 8.243.800 ლარით. სხდომაზე ასევე მოწონებულ იქნა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების შესახებ წინადადებები. სხდომაზე მიღებულ იქნა განკარგულების პროექტები: „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2017 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის 2016 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმადაც 2016 წლისგან განსხვავებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2017 წლის მუნიციპალური პროგრამის ღონისძიებებში ასევე გათვალისწინებულია: ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა (სტატუს მინიჭებულთა) ერთჯერადი დახმარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად შშმპ-თა ერთჯერადი დახმარება, ამასთან მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ყულევისა და საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში დაემატა ექიმების მომსახურება, კვირაში ერთხელ დამტკიცებული გრაფიკს შესაბამისად. დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ შეაჯამეს მიმდინარე წელი და ისაუბრეს იმ მიღწევებზე, რაც განხორციელებულ იქნა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ამასთან საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი და შემდგომი წარმატებები უსურვეს მათ. 2016 წლის საკრებულოს ბოლო სხდომა სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.

December 28, 2016

ბიუროს სხდომა (EN)

28 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: 1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ა. ნაჭყებიას 2016 წლის 22 ნოემბრის N541 განცხადების განხილვა საკრებულოს და საკრებულოს კომისიის სხდომების გაცდენის საპატიოდ ჩათვლის შესახებ და განკარგულების პროექტი „საკრებულოს წევრის ალექსანდრე ნაჭყებიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“); (მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო - საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 20 დეკემბრის N04/3391 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტისა და ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის და 2018 – 2020 წლების ადგილობრივი პრიორიტეტების შესახებ); (მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე); 3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 23 დეკემბრის N09/3453 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2017 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“); მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; 4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 23 დეკემბრის N09/3457 წერილის განხილვა („ხობს მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2017 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე); მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; 5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 26 დეკემბრის N03/3464 წერილის განხილვა („საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ); (მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე); 6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 26 დეკემბრის N04/3458 წერილის განხილვა (,,ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის #30 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ); (მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე); 7. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 27 დეკემბრის N03/3481 წერილის განხილვა („არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ რეორგანიზაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 9 დეკემბრის N62 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ); (მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 8. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 27 დეკემბრის N05/3484 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე); (მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 9. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 27 დეკემბრის N03/3486 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე); (მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე); 10. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2016 წლის 27 დეკემბრის N06/3488 წერილის განხილვა („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე); (მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

December 28, 2016

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2016 წლის 28 დეკემბერს 12:30 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში. 
სხდომის დღის წესრიგი:

1. „საკრებულოს წევრის ალექსანდრე ნაჭყებიას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა); 
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო - საპროცედურო საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);

2. ,,ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის #30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);

3. „ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა და ხობის მუნიციპალიტეტის 2017-2018 – 2020 წლების ადგილობრივი პრიორიტეტების მოწონების შესახებ;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);

4. „საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);

5. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);

6. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

7. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);

8. „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2017 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: შ. კანკია - შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური სამსახურის უფროსი);
9. „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვის 2017 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: შ. კანკია - შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური სამსახურის უფროსი);

10. „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების 2017 წლის სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №55 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);

11. „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ რეორგანიზაციაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 9 დეკემბრის N62 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)

December 28, 2016

კომისიების სხდომები (EN)

28 დეკემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციის სხდომები, სადაც განხილულ იქნა საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები.

December 27, 2016

საჯარო კონკურსების მეორე ეტაპი - გასაუბრება (EN)

2016 წლის 27 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2016 წლის 8 დეკემბერს გამოცხადებული საჯარო კონკურსების ფარგლებში გაიმართა კონკურსების მეორე ეტაპი - გასაუბრება. საჯარო კონკურსების მეორე ეტაპზე გადასული 13 კანდიდატიდან (16 განაცხადი), გასაუბრებაზე გამოცხადდა 5 კანდიდატი (6 განაცხადი). საჯარო კონკურსების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის მიერ კონკურსის შედეგების შეჯამებისა და საბოლოო შედეგების დამტკიცებისთანავე.

December 27, 2016

საახალწლო საზეიმო-ღონისძიება ხობის N2 საბავშვო ბაღში (EN)

27 დეკემბერს ქ. ხობის N2 საბავშვო ბაღში საახალწლო-საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ბაღის აღსაზრდელები და პედაგოგები ორიგინალური სცენარით წარსდგნენ დამსწრეთა წინაშე. წარმოადგინეს საინტერესო და სახალისო სანახაობა და განასახიერეს ზღაპრის გმირები. ფიფქიებმა და თოვლის ბაბუებმა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადეს ზეიმი. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია სხვა სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.

December 27, 2016

მეუფე გრიგოლის ეპისკოპოსად კურთხევის 20 წლის იუბილე (EN)

26 დეკემბერს ქალაქ თბილისში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის დაბადებიდან 60 და ეპისკოპოსად კურთხევიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით: ,,საქართველოს ეკლესიის საგანძური - ხობის მონასტრის სიწმინდეები. კონფერენციაზე გამომსვლელთა შორის იყო ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის დარგში, ხობისა და ფოთის ეპარქიის სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრის დირექტორი გოგიტა ჩიტაია, რომელმაც ხობის მონასტრის სატაძრო დღესასწაულზე, მარიამობა-მარაშინობაზე ისაუბრა. კონფერენციას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია ესწრებოდა.
მეუფე გრიგოლმა 1990 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც 1994 წელს დაამთავრა. 1989 წლის 14 ოქტომბერს ბათუმ-შემოქმედელმა მიტროპოლიტმა კონსტანტინემ აკურთხა დიაკვნად სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, ხოლო 1990 წლის 27 მარტს მღვდლად ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში. 1994 წლის 2 თებერვალს მიენიჭა დეკანოზის წოდება. 1996 წლის 21 მარტს კი შემოქმედის მონასტერში ბერად აღკვეცა მთავარეპისკოპოსმა იობმა, ორი დღის შემდეგ, 23 მარტს არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა, ხოლო მეორე დღეს, 24 მარტს სვეტიცხოვლის ტაძარში აღესრულა მისი კურთხევა ფოთის ეპისკოპოსად. 1996-2003 წლებში შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი იყო. 2003 წლის აპრილიდან გამომცემლობისა და რეცენზირების დეპარტამენტის თავმჯდომარეა. 2003 წლის 7 სექტემბერს ებოძა მთავარეპისკოპოსის წოდება, ხოლო 2007 წლის 3 ივნისს მიტროპოლიტის წოდება. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს მეუფე გრიგოლს იუბილეს, უსურვებს მას ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას.

  • <<
  • <
  • ...
  • 95
  • 96
  • 97
  • 98
  • 99
  • 100
  • 101
  • 102
  • 103
  • 104
  • 105
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By