• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

September 21, 2016

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ დღევანდელ დღეს (EN)

21 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დღეს აღნიშნავს.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ, ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს.

September 20, 2016

გურიფულში ნაპირსამაგრის მოწყობა დასრულდა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეორე გურიფულში ნაპირსამაგრის მოწყობის სამუშაო დასრულდა. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 918510 ლარი შეადგინა. 
მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შედეგად, 15 ოჯახის გადასახლების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა და მდინარე ხობის ადიდების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და საავტომობილო გზა დატბორვისგან იქნება დაცული.
ინფრასტრუქტურული პროექტი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „GORKEM” განახორციელა.

September 20, 2016

ხობელ მოკრივეთა წარმატება (EN)

2016 წლის 15-18 სექტემბერს, სომხეთის ქალაქ მარტუნში გაიმართა სომხეთის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი კრივში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის კრივის ჯგუფის მოსწავლეებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი: ე.თოდუა, თ. აბულაძე).
I ადგილი - დიმა ქაჯაია (34 კგ. წონითი კატეგორია);
I ადგილი - გიორგი ახალაია (48 კგ. წონითი კატეგორია);
I ადგილი - ბაკურ ჩიქოვანი (52 კგ. წონითი კატეგორია);
I ადგილი - ნიკა ჯაკონია (60 კგ. წონითი კატეგორია);
I ადგილი - გიორგი ახალაია (68 კგ. წონითი კატეგორია);
I ადგილი - გიორგი ბიგვავა (76+ კგ. წონითი კატეგორია);

I ადგილი - ანნა ხუნჯუა (57 კგ. წონითი კატეგორია);

I I ადგილი - დათა შამათავა (59 კგ. წონითი კატეგორია);

I I I ადგილი - დიმა შეროზია (48 კგ. წონითი კატეგორია);
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ახალგაზრდა მოკრივეებს, ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას საერთაშორისო ტურნირზე.

September 19, 2016

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაიწყო (EN)

19 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის 21 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დაიწყო, 8 საბავშვო ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი დაგვიანებით დაიწყება.
ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, საკრებულოს ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა, მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია და ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ელისო კვიკვინია დაესწრნენ.

September 16, 2016

საერთაშორისო აქცია დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო! (EN)

მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად 16, 17, 18 სექტემბერს იმართება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია - "დავასუფთაოთ მსოფლიო" (Clean Up the World), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით.
კამპანია ტარდება „დავასუფთაოთ საქართველო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ პროექტის ფარგლებში. გარემოს გაუმჯობესების მიზნით, კამპანიაში 16 სექტემბერს ჩაერთვნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია,საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, გამგეობის სამსახურების და ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები , მათ დაასუფთავეს ქალაქისა და ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, ქუჩები და სკვერები.
აქციაში მონაწილეობის მიზანია მოსახლეობამ თავად შეიტანოს გარკვეული წვლილი მნიშვნელოვანი ადგილების დასუფთავებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში. ხობის მუნიციპალიტეტში პროექტის კოორდინატორია მედეა ქობალია, კამპანია ტარდება ყოველი წლის სექტემბერში და მასში 130-მდე ქვეყანა მონაწილეობს, მისი დევიზია: „ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობა „დავასუფთაოთ მსოფლიო".
პროექტი ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით.
აქცია ხობის მუნიციპალიტეტში არ არის ერთჯერადი ხასიათის, მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

September 15, 2016

რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი დაიწყო (EN)

15 სექტემბერს, ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ მინი-ფეხბურთში. შეჯიბრში მუნიციპალიტეტში არსებული წარმოება-დაწესებულებების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.

სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.
პირველი თამაში „კოლხეთმა“, შსს ხობის პოლიციის სამმართველოს გუნდთან გამართა, შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და „კოლხეთის“ გამარჯვებით დასრულდა.

ფინალური მატჩი, 21 სექტემბერს, ახალ ხიბულაში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

September 15, 2016

ახალი სასწავლო წელი დაიწყო (EN)

15 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სასწავლო პროცესს 383 პირველკლასელი მოსწავლე შეუდგა. პირველკლასელებს სახელმწიფოსგან საჩუქრად ნეტ-ბუკები გადაეცა, გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებითა და პროგრამებით. 
მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ბეატრისა რუსიამ რესურსცენტრის თანამშრომლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს.

September 15, 2016

ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას (EN)

ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, პედაგოგებს, მოსწავლე-ახალგაზრდობას, მშობლებს, სტუდენტებს. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წინსვლას ცხოვრების იმ დიდ გზაზე, რომელზეც თქვენი შედეგებით გადადგამთ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ახალგაზრდებო, თქვენ უნდა მიიღოთ შესაბამისი ცოდნა და განათლება, რადგან განათლებული ახალგაზრდობა უდიდესი ძალაა ქვეყნისთვის, რათა ერთიანი ძალებით ავაშენოთ წარმატებული სახელმწიფო. ჩვენი მხრიდან, კი ხელისუფლება მუდამ იზრუნებს იმ საჭირო გარემოს შექმნისთვის, რაც აუცილებელია თქვენი მრავალმხრივი განვითარებისა და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. 
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს, ღმერთმა გაგაძლიეროთ და მოგმადლოთ ნიჭიერება და სწავლისმოყვარეობა.

ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

September 13, 2016

დასრულდა ლევან ჭოჭუას სახელობის თასის გათამაშება (EN)

12 სექტემბერს, ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა, 2008 წელს აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, ლევან ჭოჭუას სახელობის თასის გათამაშება მინი-ფეხბურთში. 
ტურნირის გამარჯვებული ქ. ხობის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში გამოღმა ქარიატა, ანგარიშით 3-1 დაამარცხა; ხოლო მესამე ადგილი შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ასევე სხვადასხვა ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულებ ფეხბურთელებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ფინალურ მატჩს საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.

September 13, 2016

საბავშვო ბაღებში სწავლა 19 სექტემბერს დაიწყება (EN)

ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების" სტრუქტურულ ერთეულებში ახალი სასწავლო წელი 19 სექტემბერს დაიწყება. იმ ბაღებში (ზუბის, ახალი ხიბულის, ნოჯიხევის N1, ჭალადიდის, შავღელეს, ქალაქ ხობის N1, ნოჯიხევის N2 და ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღები), სადაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყება 3 ოქტომბერს. 29 საბავშვო ბაღში ჩარიცხულია 1092 აღსაზრდელი. 7 ბაღში ფუნქციონირებს ,,სასკოლო მზაობის" ჯგუფი.

September 9, 2016

ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი განახლდა (EN)

თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი განახლდა. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრმა“ 130 ერთეული წიგნი შეიძინა. წიგნადი ფონდის განახლება ეტაპობრივად ხორციელდება და ქალაქ ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე გამოცემული მრავალფეროვანი მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურით.

September 6, 2016

სტარტი აიღო ლევან ჭოჭუას სახელობის ტურნირმა. (EN)

6 სექტემბერს ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში სტარტი აიღო 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, ლევან ჭოჭუას სახელობის გათამაშებამ მინიფეხბურთში. 
ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და საფეხბურთო კლუბ კოლხეთის ორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას 6 გუნდი (გაღმა ქარიატა, გამოღმა ქარიატა, ჭალადიდი, შუა ხორგა, ყულევი, ხობი) ღებულობს.

ტურნირის გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დაღუპულის მეგობრებთან ერთად დაესწრო.
ფინალური შეხვედრა10 სექტემბერს ქარიატაში გაიმართება.

August 31, 2016

ხობელი ნუგზარ წურწუმია ბრინჯაოს მედლის მფლობელია (EN)

საფრანგეთის ქალაქ მაკონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის მოჭიდავე, ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ნუგზარ წურწუმია (მწვრთნელები: სურაჯ გვასალია, მამუკა ყორშია, ბაკურ ბუკია) გახდა. ნ. წურწუმიამ მედლისათვის შეხვედრაში ირანელი მეჰდი ნეჯადი 7-2 დაამარცხა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ღირსეულ გამარჯვებას ნუგზარ წურწუმიას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მას.

August 30, 2016

ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. (EN)

ხობის მუნიციპალიტეტში, ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეტაპობრივად ხორციელდება. ქვემო ქვალონის საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერეს.
გასული წლის მსგავსად, წელსაც, ადგილობრივი ბიუჯეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს. ქვემო ქვალონში, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში გამოიცვლება კარები, შეილესება კედლები და ჭერი, მოეწყობა სათამაშო მოედანი, მოწესრიგდება სველი წერტილები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულებაც 58 200 ლარია. ქვემო ქვალონში, ასევე, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სანიაღვრე არხების ამოწმენდა მიმდინარეობს.

August 29, 2016

ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს (EN)

30 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, საფრანგეთის ქალაქი მაკონი, ახალგაზრდებს შორის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. მთავარი მწვთნელის ზაზა სილაგაძის გადაწვეტილებით საფრანგეთში ზუსტად ის შემადგენლობა იასპარეზებს რომელმაც ორი თვის წინ ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფალურად დაასრულა გამოსვლა, სადაც 6 მედალი და გუნდური პირველი ადგილა დაიკავა. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ხობელი ნუგზარ წურწუმია (50 კგ.) ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, 50 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზებს, ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის მოჭიდავე, ევროპის ჩემპიონი, ნუგზარ წურწუმია (მწვრთნელ-მასწავლებლები: მ.ყორშია, ს. გვასალია, ბ. ბუკია).

  • <<
  • <
  • ...
  • 101
  • 102
  • 103
  • 104
  • 105
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • 124
  • 125
  • 126
  • 127
  • 128
  • 129
  • 130
  • 131
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By