• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

February 15, 2017

საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში (EN)

2016 წლის 31იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით ქალაქ თბილისში ჩატარდა საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში 9, 11 და 13 წლის ჭაბუკებსა და გოგონათა შორის, სადაც მონაწილეობა მიიღო, წარმატებით იასპარეზა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფისა და ხობის N2 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლემ ლიკა ჭანტურიამ (მწვრთნელ-მასწავლებელი ი. გეთია).
გამარჯვებულ მოჭადრაკეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადასცა დიპლომი, მედალი და საგზური რუმინეთის ქალაქ იასში,სადაც გაიმართება მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატი.

February 15, 2017

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა (EN)

15 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. რომლის თანახმადაც ბიუჯეტში არსებული ნაშთი 26,1 ათასი ლარი (18,9 ათასი ლარი ცენტრალური ბიუჯეტი, 7,2 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტი) და გამოთავისუფლებული 773,4 ათასი ლარი (ადგილობრივი ბიუჯეტი), სულ 799,5 ათასი ლარი მიიმართა სხვადასხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად, კერძოდ: „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება“, „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია“ და „კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების 2016 წლის 28 დეკემბრის N64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ცვლილების შედეგად მოწონებულ პროექტებს დაემატა კიდევ ორი ობიექტი, რომელიც ითვალისწინებს საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში ცემენტო-ბეტონის გზის მოწყობასა და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.

February 15, 2017

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2017 წლის 15 თებერვალს 12:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 
მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);

2. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N64 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის 
მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის
ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის
სამსახურის უფროსი

February 15, 2017

ბიუროს სხდომა (EN)

15 თებერვალს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 2 თებერვლის N04/279 წერილის განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თაობაზე)
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო 
კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 14 თებერვლის N04/459 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო 
კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 14 თებერვლის N06/457 წერილის განხილვა („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N64 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე);

February 15, 2017

კომისიის სხდომა (EN)

15 თებერვალს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების სხდომა, სადაც განხილულ იქნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი საკითხები.

February 15, 2017

„C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამა (EN)

„C ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ქალაქ ხობში კოსტავას ქ. N3-ში პირველი მაისის, ჭალადიდის, შავღელეს, ახალი ხიბულის, ძველი ხიბულის, ბია, ზემო ქვალონის, ნოჯიხევის, პატარა ფოთისა და თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე საექიმო ამბულატორიებში 2017 წლის 13 თებერვლიდან განახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის "C" ჰეპატიტზე ლაბორატორიულ გამოკვლევებს, მარტივი სწრაფი ტესტების საშუალებით. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მიმართონ ზემოთ დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებებს.

February 15, 2017

გილოცავთ მირქმას (EN)

February 14, 2017

შეხვედრა „წიგნების თაროს“ ხობელ მონაწილეებთან (EN)

14 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს თანამდებობის პირები ლიტერატურული გადაცემა „წიგნების თაროს“ მონაწილეებს, ხობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს: ცოტნე გუჩუას, ცოტნე ქირიას და ბაკურ ბუკიას შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მოსწავლეებს პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს, ასევე შემდგომი წარმატებები უსურვეს მათ.

February 13, 2017

კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო (EN)

13 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი (დაჩი) ბერაიას ბიუროს ხელმძღვანელთან და საკრებულოს წევრებთან ერთად ქალაქ ხობში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში გამსახურდიას ქუჩაზე დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა მილხიდები, ეზოებში შესასვლელები და წყალსაწრეტი არხი. აღნიშნულ ქუჩაზე 24 აბონენტისათვის 460 გრძივ მეტრზე წლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის შემდეგ გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 239 ათას ლარს შეადგენს და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა - გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

February 10, 2017

ხობის მაჟორიტარი დეპუტატი №1 ბაღს ესტუმრა (EN)

10 თებერვალს ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის N1 საბავშვო ბაღს სტუმრობდნენ. დეპუტატმა
ახალრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა. ბაღის აღსაზრდელები სტუმრებს საკუთარი რეპერტუარით შეხვდნენ. დეპუტატმა აღმზრდელებსა და ბავშვებს მიულოცა ახალ გარემოში გადასვლა და მომავალი წარმატებები უსურვა მათ.

February 10, 2017

დათა ხურცილავას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში დაიწყო (EN)

10 თებერვალს ქ. ხობში „დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე“ სტარტი აიღო 2008 წლის აგვისტოს ომში ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის დათა ხურცილავას სახელობის რიგით მეცხრე გათამაშებამ მინი ფეხბურთში.
თამაშს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია დათას ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ესწრებოდნენ. მინი ფეხბურთის შეჯიბრში რვა გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც ორ ჯგუფში გაერთიანდნენ.
ფინალური მატჩი 16 თებერვალს დათას დაბადების დღეს გაიმართება.

February 8, 2017

ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება სოფელ ზენში (EN)

საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზენში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაო, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში 3600 მეტრ მანძილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა წყალსაწრეტი არხები, ბეტონის ბორდიურები, მილხიდები, ეზოებში შესასვლელები და განხორციელდება ორი ხიდის რეაბილიტაცია. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 859141 ლარს შეადგენს რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

February 8, 2017

ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება (EN)

ქალაქ ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება. ყოფილი კინოთეატრის „თუთარჩელას“ შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია გაეცნენ. სპორტული კომპლექსში გათვალისწინებულია საჭიდაო მოედნის, ჭადრაკის დარბაზის, საბილიარდეს, ფიტნესდარბაზისა და საუნის მოწყობა. ქალაქ ხობში სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები. პროექტით გათვალისწინებულია დარბაზში ლითონის ფერმების მოწყობა და გადახურვა. თუნუქით გადაიხურება ასევე დანარჩენი შენობა. ფასადზე მოეწყობა ალუმინის ვიტრაჟები. მოწესრიგდება ელექტროგაყვანილობის, გათბობის და ვენტილაციის სისტემები. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს შიდა და გარე კანალიზაციისა და ბიოლოგიური გამწმენდის მოწყობის სამუშაოები. მშენებლობაზე, რომლის ღირებულება 2 500 000 ლარზე მეტია, 30 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოების დასრულება 2018 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

February 8, 2017

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენების დღე (EN)

7 თებერვალს ხობის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხსენებისადმი მიძღვნილი საზეიმო პარაკლისი აღევლინა. 
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს მეუფე გრიგოლს ანგელოზის დღე მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა გიგა ბუკიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ეპარქიის სამღვდელოებამ მიულოცეს. 
მეუფე გრიგოლმა ქადაგებაში რწმენის გაძლიერებაზე და ურთიერთ სიყვარულზე ისაუბრა და საქართველო წმინდანებს შეავედრა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს მეუფე გრიგოლს დღევანდელ დღეს და უსურვებს დღეგრძელობას.

February 8, 2017

გილოცავთ დავითობას (EN)

  • <<
  • <
  • ...
  • 92
  • 93
  • 94
  • 95
  • 96
  • 97
  • 98
  • 99
  • 100
  • 101
  • 102
  • 103
  • 104
  • 105
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By