• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

September 30, 2017

ხობმა რაგბის ფესტივალს მეხუთედ უმასპინძლა (EN)

30 სექტემბერს ხობის „კოლხეთის“ მოედანზე გაიმართა დასავლეთ საქართველოს რაგბის ფესტივალი, რომელშიც 2005-2006 წლებში დაბადებული ნორჩი მორაგბეებით დაკომპლექტებული 24 გუნდი მონაწილეობდა. ფესტივალი, რომელსაც ხობის მუნიციპალიტეტი მეხუთედ მასპინძლობს, მიზნად ისახავს რაგბის პოპულარიზაციას, თამაშის წესების სწავლებას და ტექნიკურ-ტაქტიკური ელემენტების დახვეწას. ფესტივალზე გამარჯვებული გუნდი არ ვლინდება. სპორტული ფესტივალი განხორციელდა საქართველოს რაგბის ფედერაციის დასავლეთ საქართველოს კავშირის ორგანიზებით.

September 29, 2017

საკრებულოს სხდომა (EN)

29 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. გამგეობის მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტებით:
1. „ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახ“;
2. „ხობის მუნიციპალიტეტში ,,სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“;
3. „ხობის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“;
4. „ხობის მუნიციპალიტეტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“;
5. „საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ“ დამტკიცებულ იქნება ის ნორმატიული აქტები, რომლებითაც მუნიციპალიტეტი გააგრძელებს ბავშვთა სათანადო განვითარებისათვის და სკოლისათვის მოსამზადებლად ძლიერი და მდგრადი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის შექმნას, სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობას, ბავშვის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან და საზოგადოებასთან ეფექტიანი ურთიერთობის უზრუნველყოფას. საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებების მიზანია როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების განსაზღვრა, რომელიც მოიცავს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივ ინსტრუქციებს, მისი ქცევისა და ეთიკის ნორმებს აღსაზრდელებთან ურთიერთობის დროს, აღსაზრდელის ოჯახთან ურთიერთობისა და თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს, ასევე სხვა სფეროებში საქმიანობის დროს.
სხდომაზე ასევე განიხილეს დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რკინიგზის გადასასვლელებთან საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტო და სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით განთავსდება საგზაო ნიშნები: ქვემო ქვალონისა და შუა ქვალონის საავტომობილო გზაზე რკინიგზის გადასასვლელთან - საგზაო ნიშანი „უშლაგბაუმო გადასასვლელი“; ქვემო ქვალონისა და შუა ქვალონის საავტომობილო გზაზე რკინიგზის გადასასვლელთან - საგზაო ნიშანი „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების ნიშანი“; ახალსოფლის საავტომობილო გზაზე ,,რკინიგზის გადასასვლელთან - საგზაო ნიშანი უშლაგბაუმო გადასასვლელი“; ნოჯიხევის საავტომობილო გზაზე „რკინიგზის გადასასვლელთან - საგზაო ნიშანი უშლაგბაუმო გადასასვლელი“. სხდომაზე ასევე ცვლილებები იქნა შეტანილი განკარგულებაში „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2017 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“, რომლის მიხედვითაც ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადდგილობრივ ბიუჯეტში უკვე განხორციელებული ცვლილების შესაბამისად ზემო აღნიშნულ პროგრამაში „საოპერაციო თანხის ნაწილობრივ დაფინანსების დახმარების“ მუხლი გაიზარდა 35000 ლარით და განისაზღვრა 106000 (ას ექვსი ათასი) ლარით. დღევანდელ სხდომაზე ბოლო საკითხად განიხილეს განკარგულების პროექტი „ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ცენტრალური სტადიონისათვის გიორგი (გოგი) მამფორიას სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“, რაც საკრებულოს მხრიდან მოწონებულ იქნა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

September 29, 2017

ბიუროს სხდომა (EN)

29 სექტემბერს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 29 აგვისტოს N06/3711 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რკინიგზის გადასასვლელებთან საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 11 სექტემბრის N06/4032 წერილის განხილვა („ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ცენტრალური სტადიონისათვის გიორგი (გოგი) მამფორიას სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 20 სექტემბრის N06/4229 წერილის განხილვა („ხობის მრავალფუნქციური სპორტდარბაზისთვის მანუჩარ ცხადაიას სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე);

4. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ე. წურწუმიას 2017 წლის 20 სექტემბრის N424 განცხადების განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე განცხადების გაკეთების თაობაზე); 
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);

5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 26 სექტემბრის N09/4363 წერილის განხილვა ( „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2017 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - საკრებულოს სოციალურ საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე);

6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 28 სექტემბრის N00/0000 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
• „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
• „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
• „სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე. 
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - საკრებულოს სოციალურ საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე).

September 29, 2017

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2017 წლის 29 სექტემბერს 12:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.


სხდომის დღის წესრიგი:

 

1. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რკინიგზის გადასასვლელებთან საგზაო  ნიშნების  განთავსების   შესახებ“  დადგენილების  პროექტის განხილვა;

 (მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული  განვითარებისა და არქიტექტურის

სამსახურის უფროსი);

 

2. „ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: რ. შულაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი);

 

3. „ხობის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: რ. შულაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი);

 

4. „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: რ. შულაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის უფროსი);

 

5. „ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: რ. შულაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახურის უფროსი);

 

6. „სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: რ. შულაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა

სამსახურის უფროსი);

 

7. „ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე  ცენტრალური სტადიონისათვის გიორგი (გოგი) მამფორიას სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული  განვითარებისა და არქიტექტურის

სამსახურის უფროსი);

8.  „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2017 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: შ. კანკია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების

 სამსახურის უფროსი);

 

9. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ე. წურწუმიას განცხადება.

 (მომხსენებელი: ე. წურწუმია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი).

September 27, 2017

სოხუმის დაცემის დღიდან 24 წელი გავიდა (EN)

1993 წლის 27 სექტემბერი ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული თარიღია საქართველოს ისტორიაში. დღეს, 24 წელი შესრულდა სოხუმის დაცემის დღიდან. ხობის წმინდა სამების სახელობის ეკლესიაში დეკანოზმა კირიონ დარასელიამ, აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა. ღვთისმსახურებას, საზოგადოების წარმომადგენლებთან ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ხობის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ხსოვნისა და იმედის დღე აღინიშნა.

September 27, 2017

გილოცავთ ჯვართამაღლებას (EN)

September 21, 2017

რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში (EN)

21 სექტემბერს, ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა. 
ტურნირის გამარჯვებული შპს „ქარვა“ გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის" გუნდი, ანგარიშით 5-2 დაამარცხა; ხოლო მესამე ადგილი ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის გუნდმა დაიკავა. ტურნირის გამარჯვებულ და საპრიზო ადგილების მფლობელ გუნდებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ფინალურ მატჩს, რამაზ კიტიას ოჯახის წევრებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.

September 21, 2017

გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს (EN)

September 19, 2017

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი ღონისძიებები გრძელდება (EN)

ხობის მუნიციპალიტეტში ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი ღონისძიებები გრძელდება. 19 სექტემბერს ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკით, სამანქანე აგრეგატებით განხორციელდა შეწამვლითი სამუშაოები. მიმდინარე პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების კომისიის თავმჯდომარე, ნოჯიხევის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა სიჭინავა ადგილზე გაეცნენ.

September 19, 2017

ნოჯიხევის N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში N2 საბავშვო ბაღის კეთილმოწყობა დასრულდა. საბავშვო ბაგა-ბაღი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ გახსნეს. დღეიდან, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.
პროექტის შესაბამისად - შეიცვალა იატაკი, კანალიზაციისა და წყლის სისტემა, ელექტროგაყვანილობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მოეწყო პანდუსი, გარემონტდა სამზარეულო და სველი წერტილები, შემოიღობა ბაღი, მოეწყო სათამაშო მოედანი და განახლდა ინვენტარი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს. ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან, ბაღების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. 2013 წლიდან დღემდე აშენდა ერთი, ნაწილობრივ შეკეთდა 22 და სრულად კეთილმოეწყო 4 საბავშვო ბაღი.

September 18, 2017

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო. აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნიამ მიულოცეს.
მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ჩარიცხულია 1149, ხოლო სასკოლო მზაობის ჯგუფებში 331 აღსაზრდელი.
საჯიჯაოსა და ხეთის საბავშვო ბაღებში იქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი 25 სექტემბერს დაიწყება; ხოლო, ჭალადიდის საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ განახლდება სასწავლო პროცესი

September 15, 2017

რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი მინი-ფეხბურთში (EN)

15 სექტემბერს, ქალაქ ხობში, დათა ხურციალვას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სოფელ ხურჩაში დაღუპული ხობელი პოლიციელის, რამაზ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილმა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ მინი-ფეხბურთში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული წარმოება-დაწესებულებების გუნდების მონაწილეობით.
საფეხბურთო ტურნირის გახსნის ცერემონიას საკრებულოს, გამგეობის და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გახსნით მატჩში ერთმანეთს გამგეობა/საკრებულოს და "ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის" გუნდები შეხვდნენ. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2-2 დასრულდა.
ფინალური შეხვედრები, 21 სექტემბერს, ახალ ხიბულაში, რამაზ კიტიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.
სპორტული ღონისძიება, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით ხორციელდება.

September 15, 2017

დასუფთავების აქცია ხობის მუნიციპალიტეტში (EN)

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია - „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ გაიმართა. აქციაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის და თვითმმართველობის იურიდიული პირების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
აქციაში მონაწილეებმა ქალაქ ხობში და ადმინისტრაციულ ერთეულებში წინასწარ განსაზღვრული ადგილები დაასუფთავეს

September 15, 2017

ახალი სასწავლო წელი დაიწყო (EN)

ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, პედაგოგებს, მოსწავლე-ახალგაზრდობას, მშობლებს, სტუდენტებს. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წინსვლას. ახალგაზრდებო, თქვენ უნდა მიიღოთ შესაბამისი ცოდნა და განათლება, რადგან განათლებული ახალგაზრდობა უდიდესი ძალაა ქვეყნისთვის. 
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს, ღმერთმა გაგაძლიეროთ და მოგმადლოთ ნიჭიერება და სწავლისმოყვარეობა.
September 15, 2017

ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას (EN)

ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, პედაგოგებს, მოსწავლე-ახალგაზრდობას, მშობლებს, სტუდენტებს. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ წინსვლას. ახალგაზრდებო, თქვენ უნდა მიიღოთ შესაბამისი ცოდნა და განათლება, რადგან განათლებული ახალგაზრდობა უდიდესი ძალაა ქვეყნისთვის. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელს, ღმერთმა გაგაძლიეროთ და მოგმადლოთ ნიჭიერება და სწავლისმოყვარეობა.

  • <<
  • <
  • ...
  • 79
  • 80
  • 81
  • 82
  • 83
  • 84
  • 85
  • 86
  • 87
  • 88
  • 89
  • 90
  • 91
  • 92
  • 93
  • 94
  • 95
  • 96
  • 97
  • 98
  • 99
  • 100
  • 101
  • 102
  • 103
  • 104
  • 105
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By