• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • Home
  • Our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • შედეგები
        • აგვისტო
    • Photogallery
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
  • Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
      • Head of the Staff
      • Staff members
      • პერსონალური მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • სამუშაო აღწერილობები
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზდელო გაერთიანება"
      • Cultural Center of Khobi Municipality
      • Educational Center of Khobi Municipality
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
      • ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის ცენტრი"
      • Khobi Cleaning and Lightening LTD
      • Khobis Moambe LTD
    • ანგარიში
      • საკრებულოს ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
  • Legislation
    • laws and regulations of georgia
    • Legal Acts of khobi municipality council
      • resolutions
      • instructions
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • Guide
    • Education
      • Vocational Education and Training Centers
      • Public and Private Schools
      • Pre schools
      • Sports School
      • Students House
      • Music School
      • Computer School
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Sport
      • Sports facilities
      • Football Club "kolxeti"
      • Successful athletes
      • საფრხბურთო სკოლა
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
    • Cognitive - Entertainment Places
      • Theater, cinema, circus
      • Cafe, Restaurant
      • Entertainment Centers
    • Religion
      • functional Cathedrals
      • Former churches
    • Health care and social sphere
      • The Social Programs
      • Health care facilities
      • Village ambulances
      • Civil Registry Office
      • Social Services Agency
      • Archive
      • Insurance Companies
      • Dental offices
      • Pharmacies
    • turism
      • Travel Agencies
      • Tour routes
      • hotels
    • Banks
    • Transport
      • Railway Stations
      • Auto stations
      • taxi
    • Society
      • Political Parties
      • Non-governmental Organizations
      • media
      • International Organizations
    • Law and order
      • Prosecution
      • police
      • The court
      • The Bar
    • post-office of georgia
    • Enterprises
      • Large Enterprises
      • Small and Medium Enterprises
      • Farming thrifts
      • Shopping facilities
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • Home
  • news

news

February 7, 2017

პირველ მაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭიხუში, შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. შიდა სასოფლო გზაზე დაიგება ბეტონის საფარი და მოეწყობა რკინა-ბეტონის ცხაური. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 40570 ლარს შეადგენს და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ლევიანა“ ახორციელებს. სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

February 6, 2017

სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, „მცირე და მიკრო მეწარმეების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, სიმინდის მარცვლის გადამამუშავებელი მცირე საწარმო გაიხსნა. ამხანაგობამ „კოლხეთი 2016“, რომელშიც გაერთიანებულია ორი მეწარმე, პროექტიდან 10000 ლარის თანადაფინანსება მიიღო და წარმოებისთვის საჭირო აგრეგატები შეიძინა. პროდუქციის დაფასოება ადგილზე, რეალიზაცია კი საცალო ქსელში ქუთაისსა და თბილისში ხორცილდება. საწარმოში ამ ეტაპზე დასაქმებულია 5 ადგილობრივი. პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ჩართულობით განხორციელდა.

February 2, 2017

ხობის N1 ბაღის სამივე კორპუსის სრული რეაბილიტაცია დასრულდა (EN)

ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. განახლებული საბავშვო ბაღი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ გახსნეს.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის გადახურვა, სრულად კეთილმოეწყო გარე და შიდა ინტერიერი, საკლასო ოთახები, მოსასვენებელი, სასადილო ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები. მთლიანად გამოიცვალა კარ-ფანჯრები, დამონტაჟდა ახალი - წყალგაყვანილობის, ელექტროგაყვანილობის და გათბობის სისტემები. სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა ხობის N1 საბავშვო ბაღის სამივე კორპუსს.
ხობის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით გახდა შესაძლებელი. პროექტის ღირებულება 489 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „მშენებელი პლიუსმა“ შეასრულა.
ხობის N1 საბავშვო ბაღი 160-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი.
2 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის 28 ბაღში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო.

February 1, 2017

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი პროექტი დაათვალიერეს (EN)

ქ. ხობში სტალინის ქუჩაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაობი დასრულდა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ჩატარდა, რომლის ღირებულებაც 42000 ლარი შეადგინა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ი/მ კახა ჩიქოვანმა შეასრულა. შენობა რომელშიც დევნილთა ამბულატორია განთავსდება აღიჭურვება თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით. პროფესიონალი ექიმები ახლო მომავალში დევნილ მოსახლეობას მოემსახურებიან. დასრულებული სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის მოადგილეებმა დაათვალიერეს.

February 1, 2017

ქარიატაში ბონდის ხიდი გაიხსნა (EN)

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბარნატორის მოადგილემ დავით კოდუამ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის მოადგილეებმა ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში ბონდის ხიდი გახსნეს და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს. ბონდის ხიდი ორ სოფელს: გაღმა ქარიატას და გამოღმა ქარიატას აკავშირებს ერთმანეთთან. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 219 ათას ლარი შეადგინა. ხიდის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო, მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.

February 1, 2017

„ხობში კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი” დაფუძვნდა (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა , გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილეები ყოფილი ხობის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კულტურისა და განათლების ცენტრების რეორგანიზაციის საფუძველზე ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ დაფუძნების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის დირექტორად წარდგენილ იქნა ბორის ბერაია, ხოლო დირექტორის მოადგილედ ხათუნა ხორავა. ახლად დანიშნულებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარმატებები უსურვეს საქმიანობაში.

January 31, 2017

საკრებულოს სხდომა (EN)

31 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. დადგენილებით გათვალისწინებული ცვლილებებით თანხები ძირითადად მიიმართება „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია“, „წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექპლუატაცია“, „სანიაღვრე არხების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია“ ასიგნებებზე. საერთო ჯამში ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა, შეადგენს 8243,8 ათას ლარს. 
სხდომაზე ასევე განიხილეს დადგენილების პროექტი „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“, რომლის თანახმადაც ქალაქ ხობში თამარ მეფის სანაპიროს მცხოვრებთა და ყოფილი „უნივერმაღის“ სავაჭრო ობიექტებზე მომუშავე პირთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე ქალაქში მოძრაობის მოწესრიგების მიზნით განთავსდება საგზაო ნიშნები. 
განკარგულების პროექტით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის №26 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამგეობის მიერ წარმოდგენილი განკარგულების პროექტის თანახმად, საანგარიშო წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის დასახლებებში მოსახლეობის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული პროექტების განხორციელების პროცესში წარმოშობილი ეკონომიის ფარგლებში, რომლის ჯამი შეადგენს 21457 ლარს, განხორციელდება ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის N2 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. 
დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.

January 31, 2017

გილოცავთ თამარობას (EN)

January 30, 2017

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება 2017 წლის 31 იანვარს 
11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. ,,ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - საფინანსო სამსახურის უფროსი);

2. „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);

3. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);

4. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის N26 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);

5. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო - საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).

January 30, 2017

ბიუროს სხდომა (EN)

30 იანვარს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 26 იანვრის N04/204 წერილის განხილვა (,,ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო 
კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო - საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ნ. შუშანიას 2017 წლის 27 იანვრის N3/04 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა);
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო - საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 27 იანვრის N05/226 წერილის განხილვა („არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის ბალანსზე რიცხული ძირითადი აქტივების ჩამოწერაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე);

4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 30 იანვრის N06/243 წერილის განხილვა („ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე);

5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 30 იანვრის N06/244 წერილის განხილვა („სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის N26 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე);

6. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის 2017 წლის სამუშაო გეგმის განხილვა“;
(მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე);

7. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის 2017 წლის სამუშაო გეგმის განხილვა“;
(მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის 
უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე);

8. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის 2017 წლის სამუშაო გეგმის განხილვა“;
(მომხსენებელი: ნ. შუშანია - სამანდატო-საპროცედურო საკითხთა 
კომისიის თავმჯდომარე);

9. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის 2017 წლის სამუშაო გეგმის განხილვა“;
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო 
კომისიის თავმჯდომარე);

10. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის 2017 წლის სამუშაო გეგმის განხილვა“.
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).

January 30, 2017

კომისიის სხდომა (EN)

30 იანვარს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების სხდომა, სადაც განხილულ იქნა საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები.

January 27, 2017

ბიაში დამეწყრილი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, დამეწყრილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაო დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში აშენდება ხიდ-ბოგირი, მოეწყობა დამცავი კედელი და შეკეთდება გზა. სამუშაო ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 27031.44 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურულ პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „აფო“ ახორციელებს.

January 27, 2017

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ნინოობის ბრწყინვალე დღესასწაულს (EN)

January 26, 2017

გაწეული მუშაობის ანგარიშების მოსმენა (EN)

26 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის მხრიდან მოსმენილ იქნა ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ 2016 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში. ცენტრის ხელმძღვანელმა შორენა საბახტარაშვილმა ისაუბრა ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მუშაობა კომისიის მიერ დადებითად შეფასდა. 
გაწეული მუშაობის ანგარიში ასევე საკრებულოს კომისიისა და ბიუროს წევრებს წარუდგინა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორმა ელისო კვიკვინიამ, რომელმაც ისაუბრა გაწეულ საქმიანობაზე. კომისიის მხრიდან გაერთიანების მუშაობა შეფასდა დადებითად.

January 26, 2017

პირველ მაისში ნაპირსამაგრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს (EN)

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ,გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ, პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკვიკვინიოში, ნაპირსამაგრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 31967 ლარს შეადგენს. სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „აფო“ ახორციელებს.

  • <<
  • <
  • ...
  • 93
  • 94
  • 95
  • 96
  • 97
  • 98
  • 99
  • 100
  • 101
  • 102
  • 103
  • 104
  • 105
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • ...
  • >
  • >>
search

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

The regional administration of Samegrelo - Zemo Svaneti

Municipality Management of khobi

Municipality Management of khobi

Municipality Council of zugdidi

Municipality Council of zugdidi

Self-Governing council of poti

Self-Governing council of poti

Municipality Council of martvili

Municipality Council of martvili

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Chkhorotsku

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of Tsalenjikha

Municipality Council of senaki

Municipality Council of senaki

Municipality Council of mestia

Municipality Council of mestia

Municipality Council of abasha

Municipality Council of abasha

president of georgia

president of georgia

Government of Georgia

Government of Georgia

Parliament of georgia

Parliament of georgia
our municipality
    • Geography
    • History
    • Symbol
    • Majoritarian MP
    • Honorable Residents of Khobi
    • Sister cities
    • Vacancies
    • Photogallery
    • კონტაქტი (EN)
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელი
    • გენდერული საბჭო
Our Municipal Council
    • Members of the Council
    • Chairman of the Council
    • Vice-chairman of the Council
    • The council commissions
    • fractions of the Council
    • Staff of the Municipality
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ანგარიში
    • ანგარიში
    • ოქმები
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
Guide
    • Education
    • Sport
    • culture
    • Cognitive - Entertainment Places
    • Religion
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • Health care and social sphere
    • turism
    • Banks
    • Transport
    • Society
    • Law and order
    • Communications
    • post-office of georgia
    • Enterprises
    • ბიზნესი
business
    • Development Plan of khobi Municipal
    • The normative price of land
    • Payments
    • Fees and charges
© 2013 Khobi Municipality Council Created By