• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
      • 2026 წელი
        • იანვარი
        • თებერვალი
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

მაისი 20, 2017

ექიმებმა მოსახლეობას უფასო კონსულტაციები გაუწიეს

20 მაისს, კლინიკა „მკურნალში“, აკადემიკოს მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ჰიპერტენზიის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არტერიული ჰიპერტენზიის ანუ მაღალი წნევის, როგორც სისხლძარღვოვანი გართულებების ძირითადი რისკ-ფაქტორის შესახებ უფასო კონსულტაციები გაუწიეს.
აქციის მიზანი არტერიული ჰიპერტენზიის-მაღალი არტერიული წნევის ადრეული გამოვლენა და ამ კლინიკური მდგომარეობის გართულებების თავიდან აცილებაა.

მაისი 19, 2017

საკრებულოს თავმჯდომარის მილოცვა

ძვირფასო ახალგაზრდებო, დღეს თქვენ ემშვიდობებით იმ სკოლებს, სადაც დაფრთიანდით, ადგილს სადაც საფუძველი ჩაეყარა თქვენს ინტელექტუალურ მომავალს, ბოლო ზარი სიხარულით გავსებთ, თქვენ ხომ ცხოვრების ახალ სარბიელზე გამოდიხართ და მომავალს იმედით შესცქერით, თუმცა ვფიქრობ ეს სიხარული სევდანარევიცაა, თქვენ ხომ ბავშვობის ლამაზ წლებთან, საყვარელ მეგობრებთან და პედაგოგებთან გიწევთ განშორება.
მინდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოგილოცოთ დღევანდელი დღე, თითოეულ თქვენგანს გისურვოთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება, ბედნიერი და წარმატებული სტუდენტობა. ახალგაზრდებო, გახსოვდეთ, თქვენს განვითარებაზე, ინტელექტსა და ინოვაციებზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი.
 ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

მაისი 18, 2017

ექიმები მოსახლეობას უფასო კონსულტაციას გაუწევენ

20 მაისს, კლინიკა „მკურნალში“, აკადემიკოს მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ჰიპერტენზიის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით მიმდინარე აქციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არტერიული ჰიპერტენზიის ანუ მაღალი წნევის, როგორც სისხლძარღვოვანი გართულებების ძირითადი რისკ-ფაქტორის შესახებ უფასო კონსულტაციას გაუწევენ.
აქციის მიზანი არტერიული ჰიპერტენზიის-მაღალი არტერიული წნევის ადრეული გამოვლენა და ამ კლინიკური მდგომარეობის გართულებების თავიდან აცილებაა.
დაინტერესებულ პირებს უფასო მომსახურების მიღება კლინიკა მკურნალში, 13 საათიდან შეეძლებათ. 
მისამართი: ქალაქი ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა N193.

მაისი 17, 2017

კონფერენცია გენდერულ საკითხებზე

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, ანაკლიაში, სასტუმრო „Palm beach“-ში, თემაზე ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობებში - ევროპული ქარტიის პრინციპები“ კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ და საკრებულოს წევრმა მზია ლემონჯარიამ.
სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს თამჯდომარემ ედიშერ ჯობავამ ყურადღება გაამახვილა ხობის მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით განხორცილებულ და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.

მაისი 17, 2017

ჯონი ხეცურიანი საერთაშორისო ტურნირის პრიზიორია

13-14 მაისს, ქალაქ ბათუმის სასპორტო სკოლაში, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონის და ოლიმპიური თამაშების პრიზიორის მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის. ტურნირი ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით წელს მეექვსედ გაიმართა, სადაც მონაწილეობა 9 ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, გერმანია, ირანი, ისრაელი, რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, საქართველ) 150-ამდე სპორტსმენმა მიიღო, მათ შორის რუსეთისა დაირანის ნაკრებებმა უძლიერესი შემადგენლობებით იასპარეზეს. ჩემპიონ-პრიზიორები 8 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, რომლებიც მედლებით, თასებით, შესაბამისი ხარისხის დიპლომებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზა ხობელმა ჯონი ხეცურიანმა, რომელიც 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

მაისი 17, 2017

რიგგარეშე სხდომა

17 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. 
სხდომაზე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მუნიციპალიტეტის სახელით სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის გამგებელს მიეცა თანხმობა პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულის საჩოკორაიოს უბანში ქუჩის ცემენტობეტონით კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.
საკითხის განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.

მაისი 17, 2017

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2017 წლის 17 მაისს 10:30 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მუნიციპალიტეტის სახელით სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი;

თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი)

მაისი 17, 2017

ბიუროს სხდომა

17 მაისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხი:
1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 16 მაისის N04/1809 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მუნიციპალიტეტის სახელით სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).

(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
საფინანსო - სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე)

მაისი 16, 2017

შეხვედრა ევროპის დღეებთან დაკავშირებით

16 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით ევროპის დღეებთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრა თემაზე „ქართულ ევროპული ურთიერთობები დღეს და ხვალ“ სადაც მოსწავლე-ახალგაზრდებმა წარმოადგინეს საკუთარი შეხედულებები საქართველოსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ მიმდინარე პროცესებზე, ვიზალიბერალიზაციაზე, ევროპა-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა საკრებულოს ბიუროს წევრებთან ერთად ესწრებოდა.

მაისი 16, 2017

კლასიკური მუსიკის კონცერტი

ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სამუსიკო სკოლის დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. 
კონცერტზე სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მოსწავლეთა მშობლებმა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს.
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდა.

მაისი 16, 2017

„ღია კარის“ დღე ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში

16 მაისს, ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში გაიმართა „ღია კარის“ დღე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელები.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია გაეცნო ,,სასკოლო მზაობის პროგრამას”, რომელიც თამაშით სწავლების მეთოდიკას გულისხმობს.

მაისი 11, 2017

საჯარო სამსახურის ბიურომ სამუშაო შეხვედრა გამართა

2017 წლის 10 მაისს საჯარო სამსახურის ბიურომ სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უწყებების, სასამართლო ხელისუფლებისა და დასავლეთ საქართველოს თვითმმართველობებისა და გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. 
შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებამდე განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ლელა შამათავა და საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტი გიორგი გერგაია.

მაისი 10, 2017

დაიწყო ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში

10 მაისს, შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სტარტი აიღო მოყვარულთა ლიგის ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ ფეხბურთში. შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს 21 გუნდი, რომლებიც ტერიტორიული პრინციპით 4 ზონაში არიან გადანაწილებული. საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება.
ტურნირის გახსნით მატჩს, ადგილობრივი თვითმართველობის მოსამსახურეებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდა.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით ხორციელდება.

მაისი 10, 2017

სამეგრელოს ღია პირველობა ლელოსა და შვიდკაცა რაგბიში

ხობის ცენტრალურ სტადიონზე სამეგრელოს ღია პირველობის მორიგი ტურის მატჩები მიმდინარეობს ლელოსა და შვიდკაცა რაგბიში. ტურნირში ხობის, სენაკის, მარტვილის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების გუნდები მონაწილეობენ.
სპორტული ღონისძიების გახსნის ცერემონიას საქართველოს ლელოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით კილასონია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.
სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ლელოს ფედერაციის ორგანიზებით ხორციელდება.

მაისი 9, 2017

ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

9 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით ხეთის მხარეთმცოდნეობისა და დიდების მუზეუმში ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება „რაც დავიწყებით არ იბინდება“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამამულო ომის ვეტერანთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკეს და სანთლები აანთეს შინმოუსვლელთა საფლავებზე. 
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 600 ლარის, ხოლო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახები - 300 ლარის ოდენობით. ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვეტერანებს პირად საბანკო ანგარიშზე 250-250 ლარი, ხოლო შპს „შავი ზღვის ტერმინალისგან“ 100-100 ლარი ჩაერიცხათ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ყველა ვეტერანს ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავს და თითოეულ მათგანს უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს.

  • <<
  • <
  • ...
  • 93
  • 94
  • 95
  • 96
  • 97
  • 98
  • 99
  • 100
  • 101
  • 102
  • 103
  • 104
  • 105
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • 115
  • 116
  • 117
  • 118
  • 119
  • 120
  • 121
  • 122
  • 123
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By