5 სექტემბერს ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში სტარტი აიღო 2008 წელს ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის, ლევან ჭოჭუას სახელობის ტურნირმა მინი ფეხბურთში. სპორტული ღონისძიების გახსნის ცერემონიას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ. შეჯიბრი საფეხბურთო კლუბ ხობის „კოლხეთის“ ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება და მასში მუნიციპალიტეტის 6 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობს.