• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

ივლისი 3, 2017

ხობელმა სპორტსმენმა ნუგზარ წურწუმიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში წარმატებით იასპარეზა ხობელმა სპორტსმენმა ნუგზარ წურწუმიამ. მან (55 კგ წონით კატეგორიაში) პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით 8-0 დაამარცხა რუმინელი მოჭიდავე რაზვან არნაუტი და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ღირსეულ გამარჯვებას ნუგზარ წურწუმიას და შემდგომ წარმატებებს უსურვებს მას.

ივნისი 30, 2017

სასკოლო მზაობის ჯგუფის გამოსაშვები ღონისძიება

30 ივნისს ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი საკონცერტო დარბაზში საზეიმო ღონისძიება გამართეს ქ. ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის გამოსაშვები ჯგუფის აღსაზრდელებმა. „სასკოლო მზაობის პროგრამის“ ფარგლებში მიღებული ცოდნის საფუძველზე, ბავშვების მიერ წარმოდგენილმა საკონცერტო ნომრებმა და შემეცნებით-გასართობმა აქტივობებმა მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია და ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების უფროსი ელისო კვიკვინია. სტუმრებმა აღსაზრდელებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მიულოცეს ეს დღე და წარმატებები უსურვეს სკოლისაკენ მიმავალ გზაზე.

ივნისი 29, 2017

საკრებულოს სხდომა

29 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის: დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, აღნიშნულ დებულებებში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქციის შესაბამისად ხორციელდება საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობათა სახელწოდებების განსაზღვრა; საჯარო მოხელეთა უფლებების, ვალდებულებების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, სამუშაოთა აღწერილობების რეგულაცია. „სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ“ დადგენილების პროექტით მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლისგან გათავისუფლდა სახელმწიფოს ან ადგილობრივი თმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ხობის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ნუსხა, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული უვარგისი ქონება მომზადდება საპრივატიზებოდ. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლების მიზნით ნებადართული გზების განსაზღვრის შესახებ“, დადგენილების მიხედვით ქ. ხობის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისთვის განისაზღვრა თამარ მეფის სანაპიროს, ვახტანგ გორგასლის, იაკობ გოგებაშვილის, გიორგი ჭყონდიდელის, თენგიზ ქაჯაიას და თედო სახოკიას ქუჩები. ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

ივნისი 28, 2017

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2017 წლის 29 ივნისს 11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი: 
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);

2. „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლების მიზნით ნებადართული გზების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);

3. „სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის ერთეულის 100% - იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და 
პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

4. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტების განხილვა; 
(მომხსენებელი: ე. ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; 
თანამომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის 
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

5. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
6. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);

7. „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N38 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
8. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №32 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
9. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
10. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ე. ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; 
თანამომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
11. „ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
12. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამორტიზირებული ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და 
პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

13. „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და 
პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

14. „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის N71 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
15. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N44 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ე. ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; 
თანამომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის 
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
16. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №52 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - მუნიციპალიტეტის გამგებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
17. „საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო 
კომისიის თავმჯდომარე);

ივნისი 28, 2017

ბიუროს სხდომა

28 ივნისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: 1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 22 ივნისის N03/2456 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლების მიზნით ნებადართული გზების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე); (მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 2. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 22 ივნისის N03/2461 წერილის განხილვა („ქალაქ ხობში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირებისა და საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 მარტის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ); (მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 3. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 22 ივნისის N03/2462 წერილის განხილვა: • „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ; • „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე; • „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ; • „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ნოემბრის N38 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე; • „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 სექტემბრის N71 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ; (მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 4. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 22 ივნისის N05/2460 წერილის განხილვა (სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმართველობის ერთეულის 100% - იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე; (მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 5. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 23 ივნისის N05/2477 წერილის განხილვა: • „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამორტიზირებული ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე; • „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე; (მომხსენებელი: გ. სიჭინავა - ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 6. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლ. ცატავას 2017 წლის 26 ივნისის N44/08 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ); (მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 7. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 26 ივნისის N03/2528 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №52 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ); (მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 8. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 26 ივნისის N04/2529 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ); (მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე); 9. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლ. ცატავას 2017 წლის 27 ივნისის N46/08 განცხადების განხილვა: • „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე; • „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N44 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ; (მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე); 10. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის ტ. ალექსანდრიას 2017 წლის 27 ივნისის N47/05 განცხადების განხილვა: („საწვავისა და სატელეფონო მომსახურების ხარჯების ლიმიტის განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N53 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ); (მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - საფინანსო - სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე); 11. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას 2017 წლის 28 ივნისის N03/2607 წერილის განხილვა: • „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს №32 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე; • „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე; • „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №52 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“განკარგულების პროექტის თაობაზე. (მომხსენებელი: ლ. ცატავა - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).

ივნისი 28, 2017

ნოჯიხევში მცხოვრებ დევნილს სამინისტრომ სახლ-კარი შეუძინა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში აფხაზეთიდან დევნილი შონიების ოთხსულიან ოჯახს ესტუმრნენ, რომელსაც სამინისტრომ კერძო სახლი და ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეუსყიდა. აფხაზეთის ომის მონაწილე მალხაზ შონია, სახლთან ერთად, თხილისა და დაფნის ბაღების მესაკუთრე გახდა, რაც მისი ოჯახის შემოსავლის მთავარ წყაროდ იქცევა. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში კერძო სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 649 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

ივნისი 28, 2017

სამეგრელოს რეგიონში გრანტი 70 დევნილს გადაეცა

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მცირე მეწარმეობის დასაწყებად და განსავითარებლად სამეგრელოს რეგიონში 70 დევნილს გრანტი გადასცა. მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, შშმპ-ს ბესიკ ხუნწარიას, რომელმაც გრანტის საშუალებით, დაფნის გადამამუშავებელი საწარმო აამუშავა და 10 ადგილობრივი მცხოვრები დაასაქმა. დაფნის გადამუშავებისა და რეალიზაციის პარალელურად მან პროგრამის ფარგლებში მაღაზია და თონე გახსნა.
აღნიშნული საწარმო ადგილზე დაათვალიერეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
საგრანტო პროგრამა ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810,006 აშშ დოლარს შეადგენს. პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ერთობლივად ახორციელებენ. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით უკვე 475 დევნილი დაფინანსდა.
ივნისი 23, 2017

საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება

23 ივნისს, ქალაქ ხობში საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გაიმართა, სადაც აბსოლუტური ჩემპიონი 100 მეტრზე რბენაში ბექა ბუკია გახდა. ღონისძიებაში მონაწილე ყველა ახალგაზრდას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სიგელები და მაისურები გადაეცათ. ღონისძიებას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ. საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიზანი - ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში საზოგადოების ფართო მასების ჩაბმაა.

 
ივნისი 23, 2017

ორი ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ყორათზე ორი ადმინისტრაციული ერთეულის ჭალადიდი-შუა ხორგის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი ხიდის სიგრძე 55 მეტრი, ხოლო სიგანე 10.95 მეტრი იქნება. 
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 677 ათას ლარს შეადგენს და მას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა.
სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების წარმოების პერიოდში მოძრაობის გადართვა გათვალისწინებულია სპეციალურად მოწყობილ დროებით გზაზე, დროებითი სახიდე გადასასვლელით.

ივნისი 22, 2017

ნოჯიხევში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება, სოფელ ნოჯიხევში 500 მეტრ მანძილზე ხორციელდება ამორტიზირებული მილების შეცვლა, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტთა რაოდენობა გაიზრდება და მოსახლეობა სასმელ წყალს ჩვეულ რეჟიმში მიიღებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა.

ივნისი 21, 2017

ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში

21 ივნისს, ქ. ხობის N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში, ქალთა და მამაკაცთა შორის. 
სპორტული ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და დაძაბულ თამაშებში ქალბატონებში გამარჯვება მოიპოვა პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა მარინა ლაგვილავამ, ხოლო მამაკაცთა შორის პირველი ადგილი დაიკავა დავით აკობიამ.
დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელი პირები.
ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ- საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია მაგიდის ჩოგბურთის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.

ივნისი 19, 2017

ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშება მინი- ფეხბურთში

19 ივნისს, შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ნუგეში ჯობავას სახელობის სტადიონზე, დასრულდა აგვისტოს ომის დროს დაღუპული ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშება მინი- ფეხბურთში. 
ტურნირის გამარჯვებული შუა ხორგის საფეხბურთო გუნდი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ჭალადიდის გუნდი დაამარცხა.
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს საფინანსო სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. გამარჯვებულებს თასები, მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ივნისი 19, 2017

ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში

19 ივნისს, ქ. ხობის N1 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ მაგიდის ჩოგბურთში. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება და მასში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სპორტული ღონისძიების ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია 20 ივნისს გაიმართება. 
ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ- საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანია მაგიდის ჩოგბურთის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.

ივნისი 18, 2017

მინისტრი ხობში სტიქიის შედეგად არსებულ ვითარებას გაეცნო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ედიშერ ჯობავასთან, გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან და გამგებლის პირველ მოადგილესთან ვარაზ გაბედავასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო, სადაც უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ხობის წყალმა დაანგრია ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე 150 მეტრიანი საფეხმავლო ბონდის ხიდი.
ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა უახლოეს მომავალში მოხდება.

ივნისი 16, 2017

აკაკი (კაკო) ზარანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭადრაკში

16 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა, ღვაწლმოსილი პედაგოგის, აკაკი (კაკო) ზარანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი სასპორტო სკოლის შიდასასკოლო ტურნირი ჭადრაკში 7, 8, 10, 12 წლამდე ასაკის გოგონათა და ვაჟთა შორის. ტურნირში საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა.
7 წლამდე ბიჭებს შორის : ლექსო სიჭინავა I ადგილი; ნიკოლოზ ბუკია II ადგილი.
8 წლამდე ბიჭებს შორის: ალექსანდრე არჩაია I ადგილი; გიორგი ჩარგაზია II ადგილი; გაგა ცქირია III ადგილი.
8 წლამდე გოგონებს შორის: ანასტასია შარაბიძე I ადგილი.
10 წლამდე ბიჭებს შორის: სანდრო დოლბაია I ადგილი; ლევან მირცხულავა IIადგილი. 
10 წლამდე გოგონებს შორის: ნინო დოლბაია I ადგილი; ანანო ცხადაია II ადგილი; თამარ პაპავა III ადგილი.
12 წლამდე ზევით გოგონებს შორის ტურნირის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა: ლიკა ჭანტურია.
12 წლამდე ზევით ბიჭებს შორის ტურნირის აბსოლუტური ჩემპიონი გახდა: გიორგი ლატარია.
გამარჯვებულ მოჭადრაკეებს თასები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. სპორტული ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ- საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი ბორის (ბეჟან) ბერაია და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ.

  • <<
  • <
  • ...
  • 84
  • 85
  • 86
  • 87
  • 88
  • 89
  • 90
  • 91
  • 92
  • 93
  • 94
  • 95
  • 96
  • 97
  • 98
  • 99
  • 100
  • 101
  • 102
  • 103
  • 104
  • 105
  • 106
  • 107
  • 108
  • 109
  • 110
  • 111
  • 112
  • 113
  • 114
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By