• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

აპრილი 2, 2018

ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირი ფეხბურთში

2 აპრილს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირმა მინი ფეხბურთში ბიჭუნათა შორის. 
სპორტულ ღონისძიებაში ხობის მუნიციპალიტეტის ათი საჯარო სკოლის ბავშვთა გუნდი მონაწილეობს .ტურნირის გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ს თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი ესწრებოდნენ. 
საფეხბურთო ტურნირის დასკვნითი შეხვედრები 12აპრილს, დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

აპრილი 1, 2018

გილოცავთ ბზობას

მარტი 28, 2018

საკრებულოს მორიგი სხდომა

28 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის, მოსაკრებლის ოდენობის და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმადაც განხორციელდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრა და დამტკიცდა გადასახადის ამოღების ინსტრუქცია და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ნიმუში. 
სხდომაზე ასევე განიხილეს დადგენილების პროექტები „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმადაც მერიის 2 სტრუქტურულ ერთეულში და საკრებულოს აპარატში განხორციელდა თანამდებობათა 
სხდომაზე მუნიციპალიტეტის მერს მიეცა თანხმობა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნების თაობაზე, რომელიც განახორციელებს ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წყალსადენი სისტემის მოვლა-პატრონობასა და მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფას. 
განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საპრივატიზებოდ დამტკიცდა გაღმა საჯიჯაოს ხიდის დემონტაჟის, საჯიჯაოს საბავშვო ბაღის შენობის კაპიტალური რემონტისა და ხობის კინოთეატრის შენობის სახურავის დემონტაჟის შედეგად მიღებული შავი ლითონი ჯართი, რომლის წონა შეადგენს 4 ტონასა და 800 კგ-ს.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

მარტი 27, 2018

ნატოს თასის გათამაშება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტ კომპლექსში ნატოს დღეების ფარგლებში მიმდინარეობს „ნატოს თასის“ გათამაშება მინი- ფეხბურთში, რომელშიც სამეგრელო -ზემო სვანეთის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
27 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუნდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა ფოთის მერიის გუნდთან და აგრძელებს დაძაბულ შეჯიბრში ასპარეზობას.
სპორტული ღონისძიება სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

მარტი 27, 2018

გამწვანების აქცია

27 მარტს ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის ინიციატივით ბაღის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია გაიმართა, საბავშვო ბაღის თანამშრომლებთან, მშობლებთან და აღსაზრდელებთან ერთად აქციას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია შეუერთდნენ.

მარტი 27, 2018

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2018 წლის 28 მარტს 11:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის, მოსაკრებლის ოდენობის და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

2. „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);

3. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ე. ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

4. „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნებაზე ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

5. „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

6. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N77 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ე. ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: თ. გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

7. „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2018 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: შ. კანკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი);

8. პეტიციის წესით შემოსული საკითხების გადაწყვეტის შესახებ („ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ თორსის ტერიტორიაზე ცენტრალური საავტომობილო გზიდან სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრამდე არსებული საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ასევე ამავე სოფლში არსებული სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწესრიგების საკითხის საკრებულოს სხდომაზე შესწავლა, განხილვა და გადაწყვეტის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქარიატაში მდინარე ხობის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს რეაბილიტაციის საკითხის საკრებულოს სხდომაზე შესწავლა, განხილვა და გადაწყვეტის შესახებ“ პეტიციის წესით წარმოდგენილი განცხადებების თაობაზე);
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);

9. ხობის მუნიციპალიტეტის მე-4 მოწვევის საკრებულოს წევრებისთვის ე. წურწუმიას განცხადების გაცნობის თაობაზე;
(მომხსენებელი: თ. გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

მარტი 27, 2018

ბიუროს სხდომა

27 მარტს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ქ. ხობში ა. წერეთლის N12 მცხოვრები ე. წურწუმიას 2018 წლის 17 იანვრის N48 განცხადების განხილვა (ხობის მუნიციპალიტეტის მე-4 მოწვევის საკრებულოს წევრებისთვის ე. წურწუმიას განცხადების გაცნობის თაობაზე);
(მომხსენებელი: თ. გელანტია - საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის რ. სერგიას 2018 წლის 27 თებერვლის N124 და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თ. გელანტიას 2018 წლის 23 მარტის N36/01 განცხადებების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 18 დეკემბრის N77 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: თ. გელანტია - საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 9 მარტის N06/1131 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ თორსის ტერიტორიაზე ცენტრალური საავტომობილო გზიდან სოფლის ადმინისტრაციულ ცენტრამდე არსებული საავტომობილო გზის მონაკვეთზე, ასევე ამავე სოფლში არსებული სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწესრიგების საკითხის საკრებულოს სხდომაზე შესწავლა, განხილვა და გადაწყვეტის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქარიატაში მდინარე ხობის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს რეაბილიტაციის საკითხის საკრებულოს სხდომაზე შესწავლა, განხილვა და გადაწყვეტის შესახებ“ პეტიციის წესით წარმოდგენილი განცხადებების თაობაზე);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);

4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2018 წლის 13 მარტის N09/1166 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2018 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N82 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

5. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 23 მარტის N03/1384 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

6. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 26 მარტის N05/1439 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის, მოსაკრებლის ოდენობის და მოსაკრებლის გადახდის ქვითრის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის
კომისიის თავმჯდომარე);

7. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2018 წლის 27 მარტის N38/01 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ივნისის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: დ. ბერაია - იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

8. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 27 მარტის N05/1481 წერილის განხილვა („შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნებაზე ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის
კომისიის თავმჯდომარე);

მარტი 24, 2018

შეხვედრა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე

24 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ბერაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს და საკრებულოს წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა, ინვაზიური მავნებლის განადგურების მექანიკური საშუალებები და მოსახლეობის ინფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. 
შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საკონსულტაციო სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
„იმისათვის, რომ ფაროსანასთან ბრძოლა იყოს ეფექტური აუცილებელია კოორდინირებული მოქმედება. მხოლოდ სახელმწიფო რესურსებით ვერ მივაღწევთ სასურველ შედეგს, აუცილებელია საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და ინფორმირებულობა. უნდა შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც შესაბამისი პრეპარატებით შეწამლავენ მიტოვებულ ოჯახებს და ეზოებს. სახელმწიფო სტრუქტურებმა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ და მოსახლეობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ზარალი და მავნებლის გავრცელების არეალი“ - აღნიშნა შეხვედრაზე მაჟორიტარმა დეპუტატმა.
მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, სრულმასშტაბიან მონიტორინგს და მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს (ქიმიური წამლობა). მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო 50 მილიონ ლარამდე დახარჯავს. გაძლიერდება მონიტორინგი, დამონტაჟდება 100 ათასზე მეტი ფერომონი და იმუშავებს 120 ერთეული მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა) ავტომობილი.
მარტი 23, 2018

„მწვანე მომავლის“ მიერ განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია.

23 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მომავლის“ მიერ ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს 2017 წელს ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და პროექტის ასპექტებზე ისაუბრეს. 
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა , მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ. 
შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ჯობავამ მადლობა გადაუხადა „მწვანე მომავლის“ წარმომადგენლებს ხობის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით და მომავალ თანამშრომლობაზე გამოთქვა მზაობა.
როგორც ცნობილია გარემოსდაცვით სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მომავლმა“ ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მზის ენერგიაზე მომუშავე 12 მოწყობილობა დაამონტაჟა, მათ შორის ხუთი - ხეთის, ქვემო ქვალონისა და საჯიჯაოს საბავშვო ბაღებში.

მარტი 22, 2018

დასუფთავების აქცია ხობის მუნიციპალიტეტში.

22 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა მდინარე ხობის სანაპირო ზოლი. აქციაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს წევრები, თვითმმართველობის მოსამსახურეები და იურიდიული პირების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. 
22 მარტი წყლის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი წყალი კაცობრიობისათვის და რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების მოფრთხილებასა და დაცვას.

მარტი 21, 2018

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის განხილვა

21 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის განხილვა გაიმართა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს ინვაზიურ მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია გააცნეს და პროგრამის დეტალები განიხილეს. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ. მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო 50 მილიონ ლარამდე დახარჯავს. გაძლიერდება მონიტორინგი, დამონტაჟდება 100 ათასზე მეტი ფერომონი და იმუშავებს 120 ერთეული მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა) ავტომობილი.

მარტი 21, 2018

ტრენინგი ოჯახისა და სასოფლო ამბულატორიების ექიმებისთვის.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა ოჯახისა და სასოფლო ამბულატორიების ექიმებისთვის ტუბერკულოზის, შიდსისა და „ც“ ჰეპატიტის გამოვლენისა და სკრინინგის საკითხებზე ტრენინგი გამართეს. პირველი აპრილიდან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებში „ც“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესაბამისად, მოხდება ინფიცირებულ პირთა გამოვლენა და მკურნალობა. პროგრამა, ასევე ითვალისწინებს ტუბერკულოზისა და შიდსის დიაგნოსტიკას. ხობის მუნიციპალიტეტში “ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის, ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში და პატრნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში” პროგრამა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება.

მარტი 20, 2018

„რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში

20 მარტს, ქალაქ თბილისში გაიმართა კონფერენცია „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში". კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ნილ სკოტმა და საერთაშორისო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებმა. კონფერენციის დასასრულს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრსა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელს შორის გაფორმდა შეთანხმება ახალი პროექტის დაწყების შესახებ, რომელიც საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. 
კონფერენცია „გაეროს განვითარების პროგრამის“ (UNDP) ორგანიზებით, „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის“ (ADC) ხელშეწყობით გაიმართა. კონფერენციას საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია.

მარტი 20, 2018

„კოლხეთის“ გოგონათა გუნდის გამარჯვება.

20 მარტს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ქალთა ლიგის მესამე გათამაშებამ აიღო სტარტი. 2018 წლის სეზონის გახსნის ოფიციალური ცერემონია ქალაქ ხობში გაიმართა. პირველი ტურის შეხვედრაში ხობის „კოლხეთმა“ ხაშურის „ივერიას“ უმასპინძლა. მატჩი, ხობელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პირველობაზე ხობელ გოგონათა გუნდი პირველად ასპარეზობს. სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მახარე ჩოკორაია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, როზეტა შულაია და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2018 წლის სეზონში 10 გუნდი მონაწილეობს და ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარდება. მორიგ მატჩს „კოლხეთი“ 25 მარტს, სტუმრად ქუთაისის „მართვესთან“ გამართავს.

მარტი 15, 2018

მდინარე ყორათზე ხიდის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ დავით კოდუამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-2 კმ-ზე, მდინარე ყორათზე აშენებული ხიდი დაათვალიერეს. მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა ავარიულ მდგომარეობაში არსებული ხიდი, პრობლემის მოსაგვარებლად აშენდა ახალი სამმალიანი სახიდე გადასასვლელი. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები და ახალი საგზაო ნიშნები. ხიდის სიგრძე 55 მეტრი, ხოლო სიგანე 10.95 მეტრია. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა და მისმა ღირებულებამ 1 677 000 ლარი შეადგინა. მშენებლობაზე დასაქმებული იყო 22 ადამიანი.

  • <<
  • <
  • ...
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • 80
  • 81
  • 82
  • 83
  • 84
  • 85
  • 86
  • 87
  • 88
  • 89
  • 90
  • 91
  • 92
  • 93
  • 94
  • 95
  • 96
  • 97
  • 98
  • 99
  • 100
  • 101
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By