24 იანვარს ქ. ხობის კულტურის ცენტრის დიდ დარბაზში ყველა თაობის მსმენელთათვის საახალწლო კონცერტი ჩატარდა. მაყურებლის წინაშე გასართობი შოუ პროგრამით ყველასათვის საყვარელი ორი ჯუჯა: ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი და ზურაბ კობეშავიძე წარსდგნენ. მომღერლებმა ცნობილი კომპოზიტორისა და ხობის საპატიო მოქალაქის ალექსანდრე ბასილაიას მიერ შექმნილი დაუვიწყარი სიმღერები შეასრულეს. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ასევე ზრუნავდა ჯამბაზი „ვოვა“. ანსამბლი ,,ივერიის’’ წევრები მსგავსი ღონისძიების ჩატარებას 25 იანვარს მარტვილშიც გეგმავენ.