• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

აგვისტო 26, 2018

შეხვედრა ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში

26 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია,ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე ვარაზ გაბედავა და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს სოფელში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ფაროსანასთან დაკავშირებით ჩატარებულ შეწამვლით სამუშაოებზე. განიხილეს მომავალში დაგეგმილი პროექტები. ადგილობრივებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. შეხვედრის დასასრულს მოსახლეობამ მადლიერება გამოხატა ქარიატაში გატარებული სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამო.

აგვისტო 24, 2018

დაიწყო ნუტი ლემონჯავას სახელობის საფეხბურთო ტურნირი

24 აგვისტოს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო ხობის „კოლხეთი-2“-ის ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ნუტი (ნუგზარ) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობენ: ხობის („კოლხეთი“), მარტვილის („სალხინო“), ხონის („იმერეთი“), მარტვილი („დინამო-აკადემია“), ლიას (“ენგური“), ბათუმის სასპორტო სკოლა, ფოთის („კოლხეთი“), ზუგდიდის საფეხბურთო სკოლის 2006-2007 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდები. ღონისძიების გახსნის ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილეები: ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ბერაია, ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე მერაბ ფილიპია, მოწვეულ სტუმრებთან და ოჯახის ახლობლებთან ერთად ესწრებოდნენ. ტურნირი საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთი“ სა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით მიმდინარეობს და ის 29 აგვისტოს (ნუტის დაბადების დღეზე)დასრულდება.

აგვისტო 16, 2018

შეხვედრა გია ჟორჟოლიანთან

ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის წევრთან, ფრაქცია“ ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატები“-ს თავმჯდომარესთან გია ჟორჟოლიანთან. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია და გენდერულ საკითხებში პასუხისმგებელი პირი თამუნა სიჭინავა ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ აქტიურ ქალბატონებთან და საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებთან ერთად ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს პარტია „ სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მიერ შემუშავებულ საპენსიო რეფორმაზე, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქალები სამართლიანობისთვის“ ხობის მუნიციპალიტეტში 5 სტრუქტურული ერთეული სახელწოდებით „ქალთა სახლები“ დააფუძნა, რომელშიც ერთიანდებიან სოფლად მცხოვრები ქალები, რომლებიც მოხალისეობრივად იმუშავებენ სოფლის და კერძო პრობლემებზე.

აგვისტო 9, 2018

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 აგვისტოს N37 განკარგულება

„საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 აგვისტოს N37 განკარგულება.

აგვისტო 9, 2018

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

9 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტი „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის შესაბამის საარჩევნო კომისიებს დროებით, უსასყიდლოდ გადაეცათ ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, ასევე საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრების, კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიებისთვის გამოეყოთ ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები. დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.

აგვისტო 9, 2018

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2018 წლის 9 აგვისტოს 12:00 საათზე.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური 
განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი).

აგვისტო 9, 2018

ბიუროს სხდომა

9 აგვისტოს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა ერთი საკითხი:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 7 აგვისტოს N05/3494 წერილის განხილვა („საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).

აგვისტო 3, 2018

8 აგვისტო

აგვისტო 3, 2018

პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში

1 აგვისტოს, ქ. ზუგდიდში ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა USAID -ის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ შედეგების პრეზენტაცია.
შეხვედრას ესწრებოდა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ლელა შამათავა, რეგიონის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად.

ივლისი 31, 2018

საკრებულოს სხდომა

31 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე მოისმინეს ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-ივნისის შესრულების ანგარიში, რომლის თანახმადაც ბიუჯეტის დაზუსტებულმა გეგმამ, საშემოსავლო ნაწილში შეადგინა 10779,9 ათასი ლარი, ხოლო საგასავლო ნაწილში 12682,2 ათასი ლარი. 6 თვის შედეგებით შემოსულობების გეგმა შესრულებულია 50,6%-ით. საკრებულოს წევრების მიერ 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-ივნისის შესრულების ანგარიში დამაკმაყოფილებლად იქნა შეფასებული. 
სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“, რომელიც მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მხარდაჭერით. წარმოდგენილი განკარგულების პროექტით გაწერილია კანონით გათვალისწინებული ის აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც უნდა გატარდეს მუნიციპალიტეტის მხრიდან გენდერულ ჭრილში, გეგმით დადგენილ პერიოდში. 
დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

ივლისი 30, 2018

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება
2018 წლის 31 ივლისს 11:00 საათზე 
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);

2. „ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის N10 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსი);

3. „ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული
სამსახურის უფროსი);

4. „ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა:
(მომხსენებელი: ე. ჯობავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: ლ. შამათავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
აპარატის უფროსი, ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი);

5. „ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ - ივნისის შესრულების შედეგების შესახებ“ ანგარიშის მოსმენა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი).

ივლისი 30, 2018

ბიუროს სხდომა

30 ივლისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 11 ივლისის N04/3111 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ - ივნისის შესრულების ანგარიშის შესახებ“ ანგარიშის მოსმენის თაობაზე);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელის ვ. გაბედავას 2018 წლის 17 ივლისის N03/3227 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის N10 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 23 აპრილის N04/1886 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);

4. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის და ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივნის ლ. შამათავას 2018 წლის 30 ივლისის N79/03 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).

ივლისი 30, 2018

დეპუტატი ჰიდროკვანძის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

ქალაქ ფოთთან, მდინარე რიონის წყალგამყოფი ჰიდროკვანძის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, წყალგამყოფი ჰიდროკვანძის რეაბილიტაციის პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში აღდგება სარეგულაციო ჰიდროკვანძი, კაშხლისა და რეგულატორის ელექტრომექანიკური მოწყობილობები, გარემონტდება წყალგამყოფი კვანძის კონსტრუქცია და დამხმარე ნაგებობები.
► მდინარე რიონის ადიდების დროს ჰიდროკვანძი უზრუნველყოფს პატარა ფოთის და ჭალადიდის ტერიტორიების დაცვას.
► პროექტს, რომლის ღირებულებაც 1 340 000 ლარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.

ივლისი 28, 2018

გურიფულში კვირიკობა აღნიშნეს

28 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამეთა კვირიკეს და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში მშენებარე წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიაში დეკანოზმა კირიონ დარასელიამ პარაკლისი გადაიხადა, ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
სტუმრებმა ადგილობრივ მოსახლეობას წმინდა მოწამეთა ხსენების დღე მიულოცეს.

ივლისი 28, 2018

28 ივლისი ც ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

▶„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი“ და ადგილობრივი თვითმმართველობა ხობის მუნიციპალიტეტში ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და „ც“ ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის მიზნით საპილოტე პროგრამას ახორციელებენ
▶ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ტუბერკულოზის, აივ/ინფექცია შიდსის და „ც“ ჰეპატიტის ანალიზი უფასოდ ჩაიტაროს
▶გამოკვლევა ჩაუტარდა 5000 მოქალაქეს
▶ პროგრამა 1 აპრილს დაიწყო და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება
▶ადგილობრივ ბიუჯეტიდან ფინანსდება „ც“ ჰეპატიტით დაავადებულთათვის საჭირო გამოკვლევები
▶2017 წელს, „ც“ ჰეპატიტით ინფიცირებულ 151 ბენეფიციარზე გაიცა 29500 ლარი

  • <<
  • <
  • ...
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • 80
  • 81
  • 82
  • 83
  • 84
  • 85
  • 86
  • 87
  • 88
  • 89
  • 90
  • 91
  • 92
  • 93
  • 94
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By