• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

მაისი 9, 2019

ხობში, ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერმა გოჩა ქაჯაიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ეზოში - ,,ხსოვნის ველზე“ მდებარე სიმბოლური საფლავები. ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მუზეუმში ანსამბლ „კოლხეთის“ და ხობის სამუსიკო სკოლის მომღერალთა გუნდის მონაწილეობით კულტურული ღონისძიება გაიმართა. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე კაპიტონ ცხადაიას ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარი, ხოლო შპს „შავი ზღვის ტერმინალისგან“ 100 ლარი ჩაერიცხა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 600 ლარის, ხოლო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახები - 300 ლარის ოდენობით.

მაისი 7, 2019

მინისტრმა ძველ ხიბულაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

მაისი 6, 2019

IDFI – ის კვლევის მიხედვით, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა

3 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებაზე 259 საჯარო დაწესებულებიდან 43 ყველაზე ღია საჯარო დაწესებულება დასახელდა. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო სამ შეფასებით კრიტერიუმში მიღებული უმაღლესი ქულებითა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებლით სიგელით დაჯილდოვდა.

მაისი 6, 2019

გილოცავთ გიორგობას!

მაისი 1, 2019

საკრებულოს წარმომადგენლები კოლეჯ ფაზისს სტუმრობდნენ

ირებს შესაძლებლობას აძლევს დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას და გახდნენ კონკრეტული დარგის პროფესიონალები.
საზოგადოებრივ კოლეჯის „ფაზისი“ ხობი-ნოჯიხევიის განყოფილებაში ფუნქციონირებს ისეთი გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები,
როგორიცაა:
✔ ელექტროობა 
✔ თმის მომსახურება, რომლებზეც გაიცემა სახელმწიფო დიპლომი.
✔ინფორმაციული ტექნოლოგიები
✔ბუღალტერია
✔ბუღალტრული პროგრამა „ორისი“
✔ოფისის მენეჯერი
✔ფერმერობა-მეთევზეობა
✔სტილისტი
✔ჭრა-კერვა ამ პროგრამებზე კი გაიცემა სერთიფიკატები.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ პირს (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს), რომელთაც აქვთ ზოგადი საბაზისო განათლების (9 კლასი) დამადასტურებელი დოკუმენტი. პროგრამებზე რეგისტრაციის ასაკი შეზღუდული არ არის.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
 
აპრილი 28, 2019

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ქრისტე აღდგა!

აპრილი 26, 2019

სააღდგომო საჩუქარი 135 ბენეფიციარს გადაეცა

ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია და საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია ხობის მუნიციპალიტეტის უმწეოთა სასადილოს ეწვივნენ, ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
„სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში საჩუქრები 135 ბენეფიციარს გადაეცა. პროგრამა ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სათნოების სახლის ბენეფიციარებს ასევე, „შავი ზღვის ტერმინალის“ სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ.

აპრილი 21, 2019

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

აპრილი 18, 2019

პოეზიის საღამო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში ქართველი პოეტების; ტარიელ ხარხერაულის, ნინო კემულარიას და მამა პეტრე კვარაცხელიას პოეზიის საღამო გაიმართა. ფართო აუდიტორიის წინაშე ცნობილმა პოეტებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს. საღამოს მოწვეულ სტუმრებთან ერთდ ხობის მუნიციპალიტეტიდან, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათებლო საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორი ბორის ბერაია და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მენეჯერი ბეჟან ნადარაია ესწრებოდნენ. აღნიშნული ღონისძიება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

აპრილი 15, 2019

ადგილობრივ მოსახლეობას ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია გააცნეს

ქალაქ ხობში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა, სიმინდის მასივების მფლობელ ფერმერებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა შალამბერიძემ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის დეტალებზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა. შეხვედრას სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან თოლორდავა, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები ოთხ ძირითადი მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია - მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა; მონიტორინგი - გულისხმობს აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის დადგენას, მავნებლის განვითარების ფაზების, პოპულაციის რიცხოვნობის დინამიკის და ღონისძიებების ჩატარების ვადების განსაზღვრას; აზიური ფაროსანას კონტროლის ღონისძიებები-მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა; სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები - მიზნად ისახავს, საქართველოს პირობებში, აზიური ფაროსანას ბიოლოგიის შესწავლას, ბიოლოგიური მტრების გამოვლენას, მცენარეთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანიობის დადგენას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო განახორციელებს მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებსა და კერძო საკუთრებაში არსებულ ერთწლიანი კულტურების დიდ მასივებში მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით თხილის კულტურაში, სახელმწიფომ, ტექნიკური საშუალებების გადასცა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციას; სახელმწიფო მოსახლეობას აძლევს რეკომენდაციებს პრეპარატების, მათ შორის ბიოლოგიური და მექანიკური საშუალებების გამოყენების შესახებ; მავნებელთან ბრძოლისას მაქსიმალური ეფექტის მისაღებად უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის მონაწილეობა. ღონისძიებების განხორციელების პროცესს კოორდინაციას უწევს სპეციალური სამთავრობო კომისია. 2019 წელს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 45 მილიონი ლარია გამოყოფილი. ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოში, აზიური ფაროსანას ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა, მავნებლის იდენტიფიკაციას და ზუსტი არეალის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა საკარმიდამო ნაკვეთები, საცხოვრებელი და მიტოვებული შენობები ვიზუალურად დაათვალიერეს და აღწერეს. პირველი ეტაპის მონიტორინგის შედეგების გათვალისიწინებით, დასავლეთ საქართველოს იმ სოფლებში სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდება.

აპრილი 15, 2019

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

15 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი, „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის (აღნაგობის) უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის თანახმადაც სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ გადაეცემა ქ. ხობში ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობისთვის. სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადებების მოწონების შესახებ“, რომლის თანახმადაც განხორციელდება საჯიჯაოს, ახალი ხიბულის, ძველი ხიბულის, ხამისკურისა და პირველი მაისის ამბულატორიების რეაბილიტაცია. განკარგულების პროექტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 დეკემბრის N44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საკრებულოს მიერ 2018 წლის 20 დეკემბერს მიღებულ N44 განკარგულებას ემატება 7 ობიექტი: ქალაქ ხობში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები, ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინაგოლაში გზის რეაბილიტაციის (ასფალტო-ბეტონი) სამუშაოები, ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში აია სოფიას ტაძართან მისასვლელი გზის მოწყობის (ცემენტო-ბეტონი) სამუშაოები, ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ დურღენაში სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწყობის (ასფალტო-ბეტონი) სამუშაოები, ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის მოწყობის (ცემენტო-ბეტონი) სამუშაოები, ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგისა და ახალი სოფლის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის მოწყობის (ასფალტო-ბეტონი) სამუშაოები და „სენაკი-ფოთი-სარფი“ საერთაშორისო საავტომობილო გზის ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (ქვემო ქვალონის, საგვიჩიოს, ჭალადიდისა და პატარა ფოთის ადმინისტრაციული ერთეულები) გარე განათების მოწყობის სამუშაოები. დღევანდელ სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი ,,სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“, რომლის მიხედვითაც ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადდა წინადადებები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2019 წლისთვის განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფისათვის უნდა წარედგინოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.

აპრილი 15, 2019

ბიუროს სხდომა.

15 აპრილს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 11 აპრილის N06/1139 წერილის განხილვა („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადებების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 დეკემბრის N44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 11 აპრილის N06/1140 წერილის განხილვა („სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადებების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 11 აპრილის N05/1144 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის (აღნაგობის) უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);

4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 12 აპრილის N06/1171 წერილის განხილვა (,,ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადებების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე).

აპრილი 14, 2019

14 აპრილი დედა ენის დღეა, გილოცავთ!

აპრილი 12, 2019

დასრულდა ანრი ჯგერენაიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში

12 აპრილს, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე დასრულდა ანრი ჯგერენაიას სახელობის პირველობა მინი ფეხბურთში. ტურნირი ჯგუფური ეტაპის პრინციპით ჩატარდა და მასში მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების რვა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალში ერთმანეთს ხობის პირველი საჯარო სკოლისა და ჭალადიდის საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ. ტურნირის გამარჯვებული და ანრი ჯგერენაიას სახელობის თასის მფლობელი ხობის პირველი საჯარო სკოლის ფებურთელთა გუნდი გახდა. ფინალურ შეხვედრებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ბერაია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ. სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.

აპრილი 12, 2019

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2019 წლის 15 აპრილს 11:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის (აღნაგობის) უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
2. „სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადებების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);
3. ,,ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადებების მოწონების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);
4. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადებების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 დეკემბრის N44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი).

  • <<
  • <
  • ...
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • 80
  • 81
  • 82
  • 83
  • 84
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By