სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ (ნუკრი) ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ და მერმა გოჩა ქაჯაიამ ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგა-გამოღმა შუა ხორგა-ქარიატის დამაკავშირებელი 7-კილომეტრიანი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს, აღნიშნული სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით ხორციედება, გზის მშნებებლობა დასკვნით ეტაპზეა და ის უახლოეს მომავალში დასრულდება.
ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე ხობში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნენ და გამწვანების აქციაშიც მიიღეს მონაწლიეობა.
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკითა და საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.