18 თებერვალს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის ბიის, ზემო ქვალონის, ნოჯიხევისა და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.
დასახლების საერთო კრებებს და მოსახლეობასთან კონსულტაციებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა და მერის მოადგილე ვარაზ გაბედავა ესწრებოდნენ.
კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით სოფლისათვის პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირეს მხარი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N2752 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოეყო.