• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

სექტემბერი 20, 2019

დასუფთავების აქცია ხობის მუნიციპალიტეტში

20 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია სახელწოდებით „დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო“ გაიმართა. აქციაში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს აპარატის, მერიის და თვითმმართველობის იურიდიული პირების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. აქციაში მონაწილეებმა ქალაქ ხობში წინასწარ განსაზღვრული ადგილები დაასუფთავეს.

სექტემბერი 19, 2019

მსოფლიო ჩემპიონს ხობში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

საზეიმო დახვედრა მოუწყვეს დღეს ხობელებმა მსოფლიო ჩემპიონს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრს, ხობელ ნუგზარ წურწუმიას, რომელმაც ყაზახეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის ფლობელი გახდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით ფარცვანიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერმა გოჩა ქაჯაიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წამომადგენლებმა, ნუგოს მწვრთნელებმა და გულშემატკივრებმა ერთად მიულოცეს ხობელ ფალავანს გამარჯვება და მომავალი წარმატებები უსურვეს მას.

სექტემბერი 16, 2019

ზემო ქვალონში კეთილმოწყობილი ბაღი გაიხსნა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ, მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ზემო ქვალონში, კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მათ.
საბავშვო ბაღი, რომლის რეაბილიტაციაზეც 50 ათას ლარამდე დაიხარჯა, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

სექტემბერი 16, 2019

ახალი სასწავლო წელი დაიწყო

16 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სასწავლო პროცესს 311 პირველკლასელი მოსწავლე შეუდგა, მათ შორის 273 საჯარო სკოლებში, რომელთაც სახელმწიფოსგან საჩუქრად წიგნები და ნეტ-ბუკები გადაეცა, გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებითა და პროგრამებით. 38 პირველკლასელი სწავლას კერძო სკოლაში შეუდგა.
მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ბეატრისა რუსიამ, საკრებულოს მაჟორიტარ წევრებთან ერთად მიულოცეს.

სექტემბერი 11, 2019

შუა ხორგისა და ახალსოფლის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია

ქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე იქნება ადაპტირებული, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 44131 ლარს შეადგენს.
სამშენებლო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება ახალსოფლის საჯარო სკოლაში. სადაც პროექტის ფარგლებში იცვლება კარები, მოწესრიგდება ელექტროგაყვანილობა, წყლისა და კანალიზაციის სისტემები. გარემონტდება სველი წერტილები, ფოიე, კორიდორი, ოთახების ჭერი, იატაკი და კედლები,პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 104397 ლარს შეადგენს, ორივე საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის N207 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობისთვის 530 ათასი ლარი გამოეყო
 
სექტემბერი 9, 2019

ბიასა და ხამისკურში ბაღების რეაბილიტაცია დასრულდა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ მოსახლეობის მოთხოვნითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, საბავშვო ბაგა-ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორცილედა ხობის მუნიციპალიტეტის ბიისა და ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ორივე საბავშვო ბაგა-ბაღის სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებამ 47 816 ლარი შეადგინა.
დასრულებული სამუშაოები დღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დოდო გაბუნიამ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ელისო კვიკვინიამ, სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორმა ეკა ხასიამ, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებთან ერთად დაათვალიერეს.
აღნიშნულ სამუშაოებზე დასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა. ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები სწავლას კეთილმოწყობილ და მყუდრო გარემოში გააგრძელებენ.

სექტემბერი 6, 2019

მარიამ მიქაძე გარდაიცვალა

67 წლის ასაკში გარდაიცვალა ხობის საპატიო მოქალაქე, განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ხობის“ დირექტორი მარიამ მიქაძე.
ქალბატონ მარიამს 2011 წელს, ხობის საერთაშორისო ფესტივალის - „სიმღერა სამეგრელოზე“ ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო სამძიმარს უცხადებს მარიამ მიქაძის ოჯახს.

სექტემბერი 4, 2019

დასრულდა ნუტი ლემონჯავას სახელობის ტურნირი

4 სექტემბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე დასრულდა ხობის „კოლხეთი-2“-ის ახალგაზრდა ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში. ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ზუგდიდის სასპორტო სკოლის ნორჩი ფეხბურთელები და დინამოს აკადემია მარტვილის ნორჩი ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ. სადც გამარჯვება ზუგდიდის ნორჩ ფეხბურთელთა გუნდმა მოიპოვა და შესაბამისად ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის მფლობელი გახდა. სპორტული ღონისძიების დაჯილდოების ცერემონიას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ბერაია, ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ლევან ლატარია, ნუტის ოჯახის წევრები, მეგობრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. სპორტული ღონისძიება, სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციისა და „საფეხბურთო კლუბ ხობის კოლხეთის“ ოგანიზებით განხორციელდა.

აგვისტო 30, 2019

შეხვედრები ყულევის, ქარიატის და შუა ხორგის მოსახლეობასთან

ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის, ქარიატის და შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი (დაჩი) ბერაია და ბექა ოდიშარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია,საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია შეხვდნენ. ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებს შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის პროექტებზე გამახვილდა. მოსახლეობამ ყულევში მთავარ საჭიროებად ამბულატორიის და ზღვის სანაპირო ზოლთან გზის რეაბილიტაცია, ქარიატაში - ხიდის და საბავშვო ბაღის მშენებლობა, ხოლო შუა ხორგაში - ბაღის კეთილმოწყობა და გაზიფიცირება დაასახელა. მოსახლეობის მიერ დასმული საკითხების მოგვარებისთვის საჭირო თანხები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში.

აგვისტო 30, 2019

საკრებულოს სხდომა

30 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ბიუჯეტის შემოსავლები გაიზარდა 1570,4 ათასი ლარით.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლისთვის ილია ქვარცხავას სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“. საკრებულოში წარმოდგენილ იქნა სოფელ საჯიჯაოს N 2 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი , სადაც განხილულია სოფლის მკვიდრის არველოდი ნანეიშვილის ინიციატივა სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N 2 საჯარო სკოლისთვის პროფესორის, დიდი მეცნიერის ილია ქვარცხავას სახელის მინიჭების შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით სახელდებასთან დაკავშირებული ინიციატივა, სამეურვეო საბჭოს ოქმი და საკრებულოს განკარგულება სამეურვეო საბჭოს მიერ წარედგინება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. 
„ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე რკინიგზის გადასასვლელებთან საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ განკარგულების შესაბამისად ქვემო ქვალონის, ნოჯიხევის და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში რკინიგზის გადასასვლელთან დამონტაჟდება საგზაო ნიშანი 1.2 „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი“. 
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.

აგვისტო 30, 2019

ბიუროს სხდომა

30 აგვისტოს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: 
1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელის ვ. გაბედავას 2019 წლის 6 აგვისტოს N09/2688 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოს ბენეფიციართა შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: დ. გაბუნია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების,
კულტურის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

2. სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის დირექტორის ი. გოგოლაძის 2019 წლის 8 აგვისტოს N MES619010227403 და 14 აგვისტოს N MES91901044876 და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2019 წლის 27 აგვისტოს N70/01 განცხადებების განხილვა („სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლისთვის ილია ქვარცხავას სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ 
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 15 აგვისტოს N03/2830 და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2019 წლის 26 აგვისტოს N03/3021 წერილების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ 
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 17 აგვისტოს N06/2876 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე რკინიგზის გადასასვლელებთან საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);

5. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელის ვ. გაბედავას 2019 წლის 26 აგვისტოს N04/3009 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: მ. ქარდავა - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
თავმჯდომარის მოადგილე);

6. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელის ვ. გაბედავას 2019 წლის 27 აგვისტოს N05/3034 წერილის განხილვა (,,ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარით) აუქციონის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე).
(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე).

აგვისტო 29, 2019

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2019 წლის 30 აგვისტოს 11:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომის დღის წესრიგი:
1.„ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის
შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის 
საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);
2.„ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 30 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის 
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი);
3.„სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლისთვის ილია ქვარცხავას სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა; 
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);
4.,,ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარით) აუქციონის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერის 
მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური
განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი);
5.„ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე რკინიგზის გადასასვლელებთან საგზაო ნიშნების განთავსების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერის 
მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);
6.„ხობის მუნიციპალიტეტში უმწეოთა სასადილოს ბენეფიციართა შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა.
(მომხსენებელი: ვ. გაბედავა - ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
თანამომხსენებელი: შ. კანკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი).

აგვისტო 28, 2019

გილოცავთ მარიამობას!

აგვისტო 24, 2019

ნუგზარ ლემონჯავას სახელობის ტურნირი ფეხბურთში

24 აგვისტოს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო, ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის, ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშებამ ფეხბურთში. საფეხბურთო ტურნირში ხობის „კოლხეთის“, ფოთის „კოლხეთის“, „სამტრედიის", სენაკის „ქუჯის", ხონის, ოზურგეთის, ზუგდიდის სასპორტო სკოლების და დინამოს აკადემიის (მარტვილი) ნორჩი ფეხბურთელები მონაწილეობენ. 
სპორტული ღონისძიების ორგანიზატორები სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაცია და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ ხობის კოლხეთი“ არიან. 
ფინალური შეხვედრები (16 და 17 საათზე) და დაჯილდოების ცერემონია 29 აგვისტოს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.

აგვისტო 22, 2019

გლობალური დათბობის კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (GSRDG), გაეროს მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით პროექტი სახელწოდებით „გლობალური დათბობის კამპანია-შესაძლებლობა შეცვალოთ მომავალი“ საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.
პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ტექნოლოგიების და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა.
პროექტი საქართველოს სამი რეგიონის, 7 მუნიციპალიტეტის, 17 თემშია წარმოდგენილი, მათ შორისაა ხობის მუნიციპალიტეტის სამი თემი; პირველი მაისი, თორსა და ხამისკური.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ბერაია, საგანმანათლებლო და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისა და ორგანიზაცია „თოლისკურის“ წარმომადგენლები, ასევე სათემო ლიდერები და ეკო კლუბის წევრები ესწრებოდნენ.

  • <<
  • <
  • ...
  • 48
  • 49
  • 50
  • 51
  • 52
  • 53
  • 54
  • 55
  • 56
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By