ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერმა გოჩა ქაჯაიამ საკრებულოს წევრებთან და მერის წარმომადგენლებთან ოპერატიული თათბირი გამართეს.
თათბირზე განხილულ იქნა, 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარების მისაღებად ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ხელშეწყობის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების დაეხმარება.
თუ ხობის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე (https://daxmareba.moh.gov.ge/) რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, მას შეუძლია მიმართოს ხობის მუნიციპალიტეტის მერიას (მისამართი: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. №189, მე-3 სართული, ოთახი №304), მუნიციპალიტეტის საკრებულოს (მისამართი: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. №189, მე-2 სართული, ოთახი №211), ან მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმოადგენელს.
რეგისტრაციისთვის ხელშეწყობისა და დახმარებისთვის მოქალაქეს შეუძლია ასევე მიმართოს
• სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს;
• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს;
• საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს;
• „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.
ელექტრონულ პორტალზე პირის რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდგი ინფორმაცია:
• მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადი ნომერი;
• მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გვარი;
• მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი;
• მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
• მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი მისამართი (მუნიციპალიტეტი)
• ბავშვის პირადი ნომერი;
• ბავშვის გვარი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით გათვალისწინებულ იქნა 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარება 200 ლარის ოდენობით.