27 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები. მათ შორის: დადგენილების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მერიის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს განესაზღვრათ კანონით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მუნიციპალიტეტის სახელით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების გამოცემის უფლებამოსილება.
საკრებულოს სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ რომლის საფუძველზეც განისაზღვრა ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმები.
განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სარგებლობის უფლებით, აუქციონის წესით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე არსებული საბავშვო ბაღის შენობა-ნაგებობა სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით, არსებობის ვადით, გადაეცა ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებას.
საკრებულოს გადაწყვეტილებით ქ. ხობში ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე 1976 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის გადასაცემად, სადაც ამ ეტაპზე განთავსებულია ხობის საზოგადოებრივი ცენტრის შენობა-ნაგებობა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.