• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

თებერვალი 7, 2019

ცოტნე დადიანის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება

ქალაქ ხობში ცოტნე დადიანის ქუჩაზე მიმდინარეობს ეზოებთან მისასვლელ სანიაღვრე არხებზე ხიდ-ბოგირების მოწყობითი სამუშაოები. 
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 36,2 ათას ლარს შეადგენს.
სამუშაობს შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავჯდომარე ტარიელ ალექსანდრია და მერის წარმომადგენელი ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში კობა თუთბერიძე გაეცნენ.

იანვარი 29, 2019

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმის შეხვედრა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში მოსახლეობასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. 
კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ და კომიტეტის წევრმა დაჩი ბერაიამ ისაუბრეს კომიტეტის მიერ 2018 წელს განხორციელებული რეფორმების, ამ რეფორმებით მიღებული სიკეთეების და სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ. 
შეხვედრაზე მოქალაქეებს გააცნეს „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონი და ოჯახში ძალადობის პრევენციისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებები. 
შეხვედრის მიზანი იყო მოქალაქეებს უშუალოდ კანონმდებლებისგან მიეღოთ ინფორმაცია ორი მთავრი რეფორმის შესახებ, რომელიც კომიტეტმა 2018 წელს განახორციელა და მეორე მხრივ, დეპუტატებს მოსახლეობისგან მოესმინათ მათი წინადადებები და კომენტარები შემდგომი რეაგირების მიზნით. 
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, დამსწრე საზოგადოებამ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღო. სტუმრებმა უშუალოდ მოსახლეობის მხრიდან მოისმინეს პრობლემები და ისაუბრეს მათი აღმოფხვრის გზებზე.
შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, მაჟორიტარი დეპუტატის და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით გაიმართა.
იანვარი 28, 2019

შეხვედრა ,,აჭარა ტექსტილის" დამფუძნებელთან

"აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი ემალ ბილ გინ გულლუ ოღლუ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია მერის წარმომადგენლებს და საკრებულოს წევრებს შეხვდნენ. კომპანიის დამფუძნებელმა სამკერვალო ქარხანაში არსებულ სამუშაო გარემოზე, შრომის ანაზღაურების ოდენობაზე, ვაკანსიებზე და დასაქმებულთა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. კომპანიამ ბიზნეს-პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, პროგრამის ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში განახორციელა და საექსპორტო სპორტულ სამოსს აწარმოებს. ამჟამად, ფაბრიკაში სამეგრელოს სხვა და სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები 900-მდე მოქალაქეა დასაქმებული. დასაქმებულების ტრანსპორტირებას ორგანიზაცია უზრუნველყოფს. სამკერვალო ფაბრიკა დღეში 20 ათასამდე ერთეულ სპორტულ სამოსს აწარმოებს. პროდუქცია საერთაშორისო ბრენდების დაკვეთით იკერება და მისი რეალიზაცია ამერიკის, ჩინეთისა და ევროპის ბაზარზე ხდება. ფაბრიკაში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ინვესტიცია 25 მილიონ ლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებს სწორედ "აჭარატექსტილის" მიერ შეკერილი ფორმა აცვია, წარწერით "Made in Georgia". სამკერვალო ქარხანაში დასაქმების მსურველები უნდა მიბრძანდნენ ქალაქ ფოთში, მოწერელიას ქუჩაN31-ში ან დარეკონ ტელეფონის ნომრებზე: 577 96 22 66, 599 06 02 27.

იანვარი 24, 2019

,ორი ჯუჯა“ ხობის კულტურის ცენტრში.

24 იანვარს ქ. ხობის კულტურის ცენტრის დიდ დარბაზში ყველა თაობის მსმენელთათვის საახალწლო კონცერტი ჩატარდა. მაყურებლის წინაშე გასართობი შოუ პროგრამით ყველასათვის საყვარელი ორი ჯუჯა: ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი და ზურაბ კობეშავიძე წარსდგნენ. მომღერლებმა ცნობილი კომპოზიტორისა და ხობის საპატიო მოქალაქის ალექსანდრე ბასილაიას მიერ შექმნილი დაუვიწყარი სიმღერები შეასრულეს. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ასევე ზრუნავდა ჯამბაზი „ვოვა“. ანსამბლი ,,ივერიის’’ წევრები მსგავსი ღონისძიების ჩატარებას 25 იანვარს მარტვილშიც გეგმავენ.

იანვარი 23, 2019

2019 წლის საკრებულოს პირველი სხდომა

23 იანვარს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა 2019 წლის საკრებულოს პირველი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“, რომელიც მომზადდა საკრებულოს კომისიების წლიური გეგმისა და მერიის მიერ 2019 წელს მოსამზადებელი პროექტების გათვალისწინებით. განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერის დასამტკიცებლად ხობის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ მერიის მიერ წარმოდგენილ იქნა ადგილობრივი ბიუჯეტის კვარტალური განწერა, რაც გულისხმობს ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ყოველკვარტალურად განაწილებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციისა) მიხედვით. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (თხოვების) ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულებით მერს მიეცა თანხმობა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი ქონების სახით გადმოცემული 150 ერთეული პლასტმასის ნაგვის ურნის „ხობი დასუფთავება და განათებაზე“ გადაცემის თაობაზე, ურნების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსების მიზნით. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ პროექტებს დაემატა ქ. ხობში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის თაობაზე პროექტის დაფინანსება. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

იანვარი 23, 2019

ბიუროს სხდომა

23 იანვარს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

1. ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ვ. გაბედავას 2019 წლის 14 იანვრის  N04/50 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერის დასამტკიცებლად ხობის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“  განკარგულების პროექტის შესახებ);

(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);

 

2. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თ. გელანტიას 2019 წლის 17 იანვრის  N6/01 განცხადების განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);

(მომხსენებელი: თ. გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

საპროცედურო  საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

 

3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 22 იანვრის  N04/141 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);

(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);

 

4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 22 იანვრის  N09/145 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2019 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N48 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);

(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ

 საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

 

5. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 22 იანვრის  N06/146 წერილის განხილვა („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 დეკემბრის N44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ);

(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);

 

6. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2019 წლის 22 იანვრის  N05/152 წერილის განხილვა („ხობის  მუნიციპალიტეტის  მერისთვის  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული  დამატებითი  ქონების  სარგებლობის  უფლებით  (თხოვების)  ფორმით გადაცემაზე   თანხმობის  მიცემის  შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე);

(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);

 

7. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის 2019 წლის სამუშაო გეგმა;

(მომხსენებელი: თ. გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

 

8. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის 2019 წლის სამუშაო გეგმა;

(მომხსენებელი: ტ. ალექსანდრია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე);

 

9. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის 2019 წლის სამუშაო გეგმა;

მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

 

10. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის 2019 წლის სამუშაო გეგმა;

(მომხსენებელი: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე);

 

11. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის 2019 წლის სამუშაო გეგმა.

(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).

იანვარი 22, 2019

განცხადება ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 2019 წლის 23 იანვარს 11:30 საათზე. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

სხდომის დღის წესრიგი:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის განხილვა;

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია -  ხობის მუნიციპალიტეტის მერი;

თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის

საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);

 

2. „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;

(მომხსენებელი: თ. გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

საპროცედურო  საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

 

3. „ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერის დასამტკიცებლად ხობის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“  განკარგულების პროექტის განხილვა;

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია -  ხობის მუნიციპალიტეტის მერი;

თანამომხსენებელი: დ. ჭოჭუა - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის

საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსი);

 

4. „ხობის  მუნიციპალიტეტის  მერისთვის  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული  დამატებითი  ქონების  სარგებლობის  უფლებით  (თხოვების)  ფორმით გადაცემაზე   თანხმობის  მიცემის  შესახებ“ განკარგულების პროექტის განხილვა;

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;

თანამომხსენებელი: ა. ვარდია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური

განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი);

 

5. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 20 დეკემბრის N44 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა;

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;

თანამომხსენებელი: ზ. ბუკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული  განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი);

 

6. „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2019 წლის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N48 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის განხილვა.

(მომხსენებელი: გ. ქაჯაია - ხობის მუნიციპალიტეტის მერი;

თანამომხსენებელი: შ. კანკია - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი).

იანვარი 17, 2019

საკონსულტაციო შეხვედრა ზუგდიდში

იანვარი 11, 2019

საახალწლო-საშობაო კონცერტი „ზამთრის ჰანგები“

11 იანვარს ხობის კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში საახალწლო-საშობაო კონცერტი „ზამთრის ჰანგები“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კულტურის სახლთან არსებული ქორეოგრაფიული ჯგუფების აღსაზრდელებმა. ასევე, ახალგაზრდა შემსრულებლების მიერ წარმოდგენილ იქნა ქართული და უცხოური მუსიკალური კომპოზიციები.

იანვარი 10, 2019

ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ შვიდ მოქალაქეს მოტობლოკები გადასცა

ფონდმა „აფხაზინტერკონტმა“ (AIC) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროექტი: „რეგიონში დაბრუნებული მიგრანტებისათვის – ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა“ განახორციელა. აღნიშნული პროექტის მეშვეობით 7 ბენეფიციარს (მათ შორის 6 ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებია) მოტობლოკები მისაბმელებით უსასყიდლოდ გადაეცა.
პროექტის ბენეფიციარებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მახარეში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ.
პროექტი ითვალისწინებდა ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას (მწვავე, ქრონიკული სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე პირებისათვის); ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციას; სოციალური პროექტების დაფინანსებას შემოსავლის წყაროების გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით; სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში მონაწილეობას.
აღნიშნული პროგრამით 2017 წელს, ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ექვსმა მოქალაქემ ისარგებლა და 18356 ლარის დაფინანსება მიიღო.

იანვარი 7, 2019

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს!

დეკემბერი 31, 2018

ძვირფასო ხობელებო! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

ძვირფასო ხობელებო! დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! ეს დღესასწაული ტრადიციულად ასორცირდება უკეთესობისკენ მუდმივ სწრაფვასთან, საუკეთესო შედეგების მისაღწევად. ესაა ღირებულებები, რომლებმაც ჩვენს ხალხს ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა მსოფლიო ცივილიზაციაში და მოგვიყვანა დღემდე. ეს გენეტიკური ძალა გვაერთიანებს ჩვენი მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის ბრძოლაში, რათა ვაშენოთ ქართულ ტრადიციებზე და ღირებულებებზე დაფუძნებული ძლიერი სახელმწიფო. ხობის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას გვაქვს რეალური საფუძველი მოგმართოთ ჩვენს მოქალაქეებს საახალწლო დაპირებებით, რომ თქვენი კეთილდღეობისა და ეკონომიკური აღმავლობის გასაუმჯობესებლად კიდევ უფრო მეტი ეფექტური და მნიშვნელოვანი სამომავლო პროექტები განვახორციელოთ...გილოცავთ და გისურვებთ, რომ დამდეგი ახალი წელი ყოფილიყოს მშვიდობის, ბედნიერების, დღეგრძელობის, კეთილდღეობისა და წარმატების მომტანი ჩვენი ქვეყნისა და ყოველი თქვენთაგანისათვის! პატივისცემით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა

დეკემბერი 31, 2018

საახალწლო საჩუქრები უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ქანთარიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა ქაჯაიასთან და მერის მოადგილეებთან ერთად ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი და საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.
საახალწლო სასაჩუქრე პაკეტი 120 ბენეფიციარმა მიიღო. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას და საქველმოქმედო აქციების ხელშეწყობას.

დეკემბერი 30, 2018

ახალი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი

ხობის კულტურის სახლის საკონცერტო დარბაზში შობა-ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. დარბაზში შეკრებილი მაყურებლის წინაშე ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“ და ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ წარსდგნენ.
დამდეგი ახალი წელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ მიულოცეს.
კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

დეკემბერი 28, 2018

2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცდა

28 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები. 
საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, რომლითაც შემოსავლები განისაზღვრა 8514,6 ათასი ლარით, აქედან: გადასახდელები 8514,6 ათასი ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი 210,0 ათასი ლარი, მათ შორის: მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად 210,0 ათასი ლარი; სარეზერვო ფონდი 90,0 ათასი ლარი. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2019 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში უმთავრეს პრიორიტეტად მიჩნეულია სოციალური სფერო, ჯანდაცვის, განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მომავალი წლისთვის დაგეგმილია მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

სხდომაზე ასევე დამტკიცდა ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის 2018 წლის მუნიციპალური პროგრამა, რომლის ბიუჯეტი განისაზღვრა 473800 ლარით, პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება ყველა ის პროგრამა რაც გათვალისწინებული იყო 2018 წელს, ამასთან პროგრამას დაემატა 0-18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის არასამთავრობო ორგანიზაციების სოციალური პროგრამის კერძოდ: დღის ცენტრის თანხის (კომუნალური ხარჯების) თანადაფინანსება; საოპერაციო (გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციები) ქიმიო, იოდო და სხივური თერაპიის მკურნალობის ხარჯების დაფინანსება განისაზღვრა ანგარიშ-ფაქტურით წარმოდგენილი ხარჯების 0%-იდან 50%-ის ფარგლებში და არაუმეტეს 1000 ლარისა, ერთჯერადად, სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, ავადმყოფის საავადმყოფოდან გაწერამდე, მხოლოდ პაციენტის მიერ გადაუხდელი თანხის მიხედვით. ასევე ერთჯერადი ფულადი დახმარება ეკონომიკურად შეჭირვებული მოქალაქეებისთვის, განისაზღვრა 100 ლარის ოდენობით.

ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე ე. ჯობავამ საკრებულოს წევრებს, დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და წარმატებები უსურვა მათ, როგორც პირად ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში. 2018 წლის საკრებულოს ბოლო სხდომა სახელმწიფო ჰიმნის მოსმენის შემდეგ დახურულად გამოცხადდა.

  • <<
  • <
  • ...
  • 58
  • 59
  • 60
  • 61
  • 62
  • 63
  • 64
  • 65
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • 80
  • 81
  • 82
  • 83
  • 84
  • 85
  • 86
  • 87
  • 88
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By