13 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ბიუჯეტის დაგეგმარების მიზნით ადგილობრივ მოსახლეობას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს პრიორიტეტულ და მნიშვნელოვან საკითხებზე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება მოსახლეობისგან მოისმინეს სოფელში არსებული პრობლემები და მათთან ერთად განიხილეს მათი გადაჭრის გზები.
მოსახლეობათან შევედრები სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მომავალშიც გაგრძელდება.