პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბიაში, ნოჯიხევში,გურიფულსა და პირველ ხორგაში მოსახლეობას საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია შეხვდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივებმა დასვეს მათთვის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, რომელთა შორის პრიორიტეტულად შიდა გზების, წყლის სისტემის, გარე განათების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია დასახელდა.
გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებისთვის თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.