თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო „სულ ჩემი გულის მონაწურია, რაც დაეპწკარა ქაღალდს ლექსები“ გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა დიდი ქართველი პოეტის საუკეთესო ნიმუშები წაიკითხეს.
ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია დაესწრო.