ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი და საკრებულოს წევრები მზია ლემონჯარია და გიგა ნასარაია, ხობელ მკლავჭიდელებს შეხვდნენ. ხობელმა სპორტსმენებმა რუმინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულთან ერთად ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ. მწვრთნელი კობა თუთბერიძე.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამარჯვება მიულოცეს ბიჭებს და მომავალი წარმატებები უსურვეს მათ.