ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომლის გოგიტა ჩიტაიას ინიციატივითა და ა(ა)იპ „კულტურულ საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით, ქ. ხობის ცენტრალურ პარკში გაიმართა ღონისძიება ,,დიალოგი ჭადრებთან’’. რომელიც მიეძღვნა ქალაქ ხობის ისტორიას. საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ღონისძიება ჩატარდება პერიოდულად სხვადასხვა თემებზე, მოწვეულ იქნებიან სამეგრელოში მცხოვრები მეცნიერებისა და ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების თანამდებობის პირები დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ.