• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

მაისი 29, 2018

"კოლხეთი"ხობი 3:2 "მარკ სტარსი" თბილის

29 მაისს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ლიგის მორიგი მატჩში ხობის „კოლხეთმა“ თბილისის „მარკ სტარს“ უმასპინძლა. შეხვედრა, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3-2 დასრულდა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია დაესწრო.
მორიგ მატჩს, ხობის “კოლხეთი”, 4 ივნისს, სტუმრად, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის სტადიონზე ხონის „იმერეთთან“ გამართავს.

მაისი 29, 2018

კომისიებმა მერიის სამსახურების ანგარიშები მოისმინეს

25-28-29 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს კომისიების მხრიდან გაიმართა მერიის სამსახურების მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მოსმენა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურმა ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა შესაბამის კომისიას და ბიუროს წევრებს, სადაც ისაუბრეს სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობაზე და განხორციელებულ პროექტებზე. კომისიის წევრების მხრიდან სამსახურის მიმართ გაიცა გარკვეული რეკომენდაციები და სამსახურის მუშაობა შეფასდა დადებითად. ანგარიში წარადგინა მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურმაც, სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე. კომისიის წევრების მიერ სამსახურის მუშაობა შეფასდა დადებითად. 
ანგარიში წარადგინა კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა, სამსახურის ხელმძღვანელმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა განყოფილების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე. კომისიის წევრების მიერ გაიცა რეკომენდაცია, უფრო მჭიდრო და შეთანხმებულად მუშაობის კუთხით, სამსახურის მუშაობა შეფასდა დამაკმაყოფილებლად. საკრებულოს კომისიისა და ბიუროს წევრების მიერ ასევე მოსმენილ იქნა მერიია შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის ანგარიში, საბოლოოდ მერიის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის მუშაობა კომისიის მიერ დადებითად შეფასდა. 
ანგარიში წარადგინა ადმინისტრაციულმა სამსახურმაც, სამსახურის ხელმძღვანელმა და მის დაქვემდებარებაში მყოფმა განყოფილების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე, სამსახურის მუშაობა შეფასდა დადებითად.
ერთწლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა საკრებულოს შესაბამის კომისიებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა, შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურმა და წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურმა, სადაც ისაუბრეს წლის განმავლობაში განხორციელებულ პროგრამებზე, საბოლოოდ ამ სამსახურების მუშაობა კომისიების წევრების მხრიდან დადებითად შეფასდა.

მაისი 26, 2018

დამოუკიდებლობის დღე ხობში გალა კონცერტით დასრულდა

აქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, ხობში ჯგუფების - „ურსასა “ და „ოჩოს ქოხის “ გალა კონცერტი გაიმართა. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე მიულოცა. გალა კონცერტის დასასრულს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულდა.

მაისი 26, 2018

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერმა გოჩა ქაჯაიამ საზეიმო ვითარებაში გახსნეს ხობის კულტურის სახლი, რის შემდეგაც შეკრებილი მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“, ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“ და სამუსიკო სკოლის ნორჩ მომღერალთა გუნდი წარსდგნენ. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართული კულტურის ოქროს ფონდის რჩეული ნიმუშები - ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები. „რუსთავის“ უმაღლესმა საშემსრულებლო ოსტატობამ წარუშლელი კვალი დატოვა მაყურებელზე. კონცერტის დასასრულს ფეხზე წამომდგარი მაყურებელი დიდხანს უკრავდა ტაშს ყველასთვის საყვარელ ანსამბლ „რუსთავს“. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდება ახალგაზრდული კონცერტით ჯგუფების - „ურსას“ და „ოჩოს ქოხის“ მონაწილეობით.

მაისი 26, 2018

საფეხბურთო პირველობის პირველობის გამარჯვებული ხეთის „ხეთა“ გახდა

26 მაისს, ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო ჩემპიონატის -„მოყვარულთა თასი 2018“-ის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა. ფინალურ მატჩში ხეთის „ხეთამ“ შუა ხორგის „შევარდენი“, ანგარიშით 2-0 დაამარცხა და პირველობის გამარჯვებული გახდა; ხოლო, მესამე ადგილი ახალი ხიბულის ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს, ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესო მოთამაშეებად დასახელებულებს თასები და სიგელები გადაეცათ. სპორტულ ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ს თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი და საკრებულოს ფრაქცია „სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე კახა ლატარია ესწრებოდნენ. ხობის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო პირველობა საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით განხორციელდა.

მაისი 26, 2018

საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა სხვადასხვა კომპოზიციები შეასრულეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა, პროგრამის ფარგლებში ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისა და მათი პედაგოგების მონაწილეობით 
მხატვრულ-მუსიკალური კომპოზიციები შესრულდა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია საზოგადოებასთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

მაისი 26, 2018

გილოცავთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ძვირფასო ხობელებო, თანამოქალაქენო!
გილოცავთ ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
26 მაისი არის ჩვენი ქვეყნის გმირული ისტორიული წარსულის, სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი სახელოვანი წინაპრებისა და „ყოველთა ქართველთა“ სანუკვარი ოცნებისა და გამარჯვების სიმბოლო. სწორედ დამოუკიდებლობის ამ აქტის საფუძველზე მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს. დღესაც უდიდესი გამოწვევების წინაშეა ჩვენი ქვეყანა... ჩვენს თაობას წილად ხვდა, საქართველოსათვის უმძიმეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, დაიცვას სახელმწიფოს სუვერენიტეტი და აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, ყოველი ჩვენთაგანის ვალია გავუფრთხილდეთ წინაპართა მონაპოვრებს, გავაგრძელოთ და ბოლომდის მივიყვანოთ ჩვენი ქვეყნის განვითარების ისტორიული მემკვიდრეობის -ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, რათა დავუმკვიდროთ ჩვენს სამშობლოს და მომავალ თაობას ღირსეული ადგილი ცივილიზებულ და თავისუფალ სამყაროში. 
აქვე უნდა აღვნიშნოთ ეროვნული გმირის, ერის სინდისად აღიარებული მერაბ კოსტავას დაბადების დღე, რომელიც ასევე სიმბოლურად და განგების ნებით ემთხვევა ამ თარიღს... შევეხმიანოთ მის ზეციურ ხმას „ჩვენთან არს ღმერთი“ - არს და იქნება!
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

ედიშერი ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

მაისი 24, 2018

მუნიციპალური პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია „სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიის“ თავმჯდომარე ვარაზ გაბედავა, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ს თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი და შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის თავმჯდომარე შოლინა კანკია ჭალადიდისა და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების მომართვის საფუძველზე ადგილზე გაეცნენ მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. 
ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი სახლების შესაკეთებლად ერთჯერად ფულად დახმარებას ითვალისწინებს. 2018 წელს, აღნიშნული პროგრამით 8 ბენეფიციარმა ისარგებლა

მაისი 22, 2018

„პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ შემაჯამებელი შეხვედრა

22 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ბერაია და საკრებულოს აპარატის უფროსი ლელა შამათავა ასოციაცია „ათინათის“ წარმომადგენელს აკაკი კოროშინაძეს და არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის“ იურისტს რამინ გვარიშვილს შეხვდნენ. 
შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში მუნიციპალიტეტში ინიცირებული პეტიციების განხილვის შედეგები, დღემდე პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები. 
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უკვე დანერგილ პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის თაობაზე, რომელიც საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე ადაპტირებულია და რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.
შეხვედრის ბოლოს გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა პეტიციების ინსტრუმენტის სისტემური გაძლიერებისა და პეტიციების განხილვის პრაქტიკის გაუმჯობესების მიმართულებით.

მაისი 18, 2018

მილოცვა საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს

▶️გილოცავთ, სკოლის დამთავრებას! სკოლა... ბავშვობის წლები... საუკეთესო წლებია. ცოდნის ამ პატარა ტაძარში იწყება თვალსაწიერის გაფართოება, ახლის შეცნობა... ბოლო ზარი მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მოვლენაა თქვენს ცხოვრებაში, ვინაიდან ემშვიდობებით მშობლიურ სკოლას და გარემოს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თქვენს ინტელექტუალურ მომავალს. 
▶️ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, ყოველივე თქვენგანს გისურვებთ წარმატებებს, როგორც საატესტატო ასევე ეროვნულ გამოცდებზე.
▶️ დაგილოცავთ გზას ბედნიერი და ბრწყინვალე სტუდენტური ცხოვრებისკენ... იმედი მაქვს, რომ საკუთარი მიღწევებით ასახელებთ მშობლიურ სკოლას, მუნიციპალიტეტსა და ქვეყანას. მშობლებსა და პედაგოგებს კი, მადლობას ვუხდი გაწეული შრომისათვის.
პატივისცემით,
ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

მაისი 17, 2018

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს!

მაისი 16, 2018

ნატოს წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი,
მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის ვიცე მერი გიორგი ფარეშიშვილი, ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე შენაერთის კომოდორი მაიკლ უტლი და ბრიტანული გემის ,,დუნკანი" მეთაური ელეანორ სტაკი ხობის მუნიციპალიტეტში, ნოჯიხევის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ, სტუმრებმა სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს და კიდევ ერთხელ გაეცნენ ქართულ კულტურას. ნატოს კვირეულის გამოსამშვიდობებელ საღამოზე ისაუბრეს მომავალი ურთიერთობების გაგრძელებაზე რაც მიზნად ისახავს საქართველოს და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას. 
სტუმრებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს გულთბილი მიღებისთვის და წარმატებები უსურვეს მათ

მაისი 15, 2018

კონფერენცია - „გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში

15 მაისს, ქალაქ თბილისში მიმდინარეობს კონფერენცია „გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში“. შეხვედრის მიზანია გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური უზრუნველყოფა და ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე, მისი რეალიზების ძლიერი მექანიზმების შექმნა. შეხვედრაზე ისაუბრეს თვითმმართველი ერთეულების როლზე, უზრუნველყონ ქალებისა და მამაკაცების თანაბარი ჩართვა თვითმმართველობის საკითხებში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
როგორც კონფერენციაზე აღნიშნეს, ქალების ჩართულობის გაძლიერება უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების შენებისა და ნებისმიერი საზოგადოებრივი სფეროს გაუმჯობესებისთვის. 
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში შეიქმნა გენდერული თანასწორობის პლატფორმა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ნორვეგიის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა ასოციაციასთან თანამშრომლობით, პლატფორმის მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის ხელშეწყობა.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტის მერებთან, ადგილობრივი საკრებულოების თავმჯდომარეებთან და გენდერული თანასწორობის მუნიციპალური საბჭოების თავმჯდომარეებთან ერთად ესწრებიან ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია.
კონფერენცია საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით იმართება.

მაისი 12, 2018

გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს

მაისი 10, 2018

ბარბარე ლოლუას სოლო კონცერტი

10 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის სამუსიკო სკოლის დარბაზში გაიმართა, ამავე სკოლის მოსწავლის ბარბარე ლოლუას სოლო კონცერტი. მონაწილეთა წინაშე ბარბარე ლოლუა წარსდგა, როგორც საფორტეპიანო ასევე საესტრადო ნომრებით. კონცერტს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია ესწრებოდნენ. დოდო გაბუნიამ ახალგაზრდა, დამწყებ მომღერალს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და შემდგომი წარმატებები უსურვა მას.

  • <<
  • <
  • ...
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • 80
  • 81
  • 82
  • 83
  • 84
  • 85
  • 86
  • 87
  • 88
  • 89
  • 90
  • 91
  • 92
  • 93
  • 94
  • 95
  • 96
  • 97
  • 98
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By