9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა, ეს არის დღე უდიდესი ტკივილისა და სიხარულისა. 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით, რუსთაველის ქუჩაზე შეკრებილი მანიფესტანტები საბჭოთა ხელისუფლებამ დაარბია და ათობით ადამიანი დახოცა. 9 აპრილის დახღუპულებს პატივი მიაგეს ხობის მუნიციპალიტეტში, კულტურის სახლის მცირე დარბაზში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია გაიმართა სახელწოდებით „საქართველო ჩვენ გვეკუთვნის, საქართველო ჩვენია...“ მოეწყო 9 აპრილის თემატიკაზე ნახატების გამოფენა, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლეებმა ფლეშ მობი წარმოადგინეს. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საზოგადოებასთან ერთად ხობის წმინდა სამების სახელობის ტაძარში - 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსნებელ პანაშვიდს დაესწრნენ, ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას. რის შემდეგაც მსვლელობა მოეწყო ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც 9 აპრილს დაღუპული გმირის ხობელი ნათია ბაშალეიშვილის სახელობის წყარო მდებარეობს.