ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის მინი სტადიონზე, მერაბ კიტიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა მინიფეხბურთში. ტურნირის დაწყებამდე, მონაწილეებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მერაბ კიტიას ხსოვნას. შეჯიბრში ქ. ხობის N1, ხობის N2, პირველი მაისის და ნოჯიხევის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ. პირველობის გამარჯვებული და მერაბ კიტიას სახელობის თასის მფლობელი ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილი, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ბერაია ესწრებოდნენ.