5-6 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტში, სპორტის საერთაშორის დღისადმი მიძღვნილი შეჯიბრებები გაიმართა მაგიდის ჩოგბურთსა და მძლეოსნობაში. სპორტის საერთაშორისო დღის სლოგანია - „სპორტის საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“. ხობის მუნიციპალიტეტის მერია პირველად შეუერთდა „თეთრი ბარათის“ (#WhiteCard”) საერთაშორისო კამპანიას, რომლის მიზანიც სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისებაა. ის არის ე.წ. "წითელი ბარათის" საპირისპირო სიმბოლო და გამოხატავს ტოლერანტობასა და მშვიდობას. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხობის მუნიციპალიტეტის მერია და ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“. #WhiteCard.