• ქართულად
  • English

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოKhobi Municipality Council

  • მთავარი
  • ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატი
      • მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
      • 2014 წელი
        • დეკემბერი
      • 2016 წელი
        • აპრილი
        • დეკემბერი
      • 2022 წელი
        • იანვარი
        • იანვარი 2
        • ივლისი
      • 2023 წელი
        • მაისი
      • 2024 წელი
        • ივნისი
        • ივლისი
        • აგვისტო
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
  • საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
      • საკრებულოს აპარატის უფროსი
      • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
      • აპარატის თანამშრომლები
      • სამუშაო აღწერილობები
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
      • დებულება
      • შემადგენლობა
      • სხდომის ოქმები
        • 2018 წელი
        • 2022 წელი
        • 2023 წელი
      • ანგარიში
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი“
      • ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“
      • ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „კოლხეთი“
      • შპს ხობი დასუფთავება და განათება
      • შპს „ხობის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება“
    • ოქმები
      • 2015 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2016 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2017 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2018 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2019 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2020 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2021 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2022 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2023 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2024 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
      • 2025 წელი
        • საკრებულოს სხდომის ოქმები
        • ბიუროს სხდომის ოქმები
        • საკრებულოს კომისიის სხდომის ოქმები
    • ანგარიში
      • საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში
      • საკრებულოს წევრების ანგარიში
      • ბიუჯეტის ანგარიში
  • კანონმდებლობა
    • საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე აქტები
    • ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტები
      • განკარგულებები
      • დადგენილებები
    • ბიუჯეტი
    • ბიუჯეტის პროექტი
    • საკრებულოს რეგლამენტი
  • გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
      • ხობის მუნიციპალიტეტში განათლების ხელშეწყობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • ხობის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საქმიანობის 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ფაზისი“
      • საჯარო და კერძო სკოლები
      • სკოლამდელი სააღმზდელო დაწესებულებები
      • სასპორტო სკოლა
      • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი
      • სამუსიკო სკოლა
      • კომპიუტერული სკოლა
      • კულტურის სახლები
      • კლუბები
      • ანსამბლები
      • მუზეუმები
      • ბიბლიოთეკები
      • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
    • სპორტი
      • ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის ხელშეწყობისა და განვითარების 2023 წლის მუნიციპალური პროგრამა
      • სპორტული ობიექტები
      • საფეხბურთო კლუბი
      • წარმატებული სპორტსმენები
      • საფრხბურთო სკოლა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
      • თეატრი, კინო, ცირკი
      • კაფე, რესტორანი
      • გასართობი ცენტრები
    • რელიგია
      • მოქმედი ტაძრები
      • ნატაძრალები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
      • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
      • ჯანდაცვის ობიექტები
      • სოფლის საექიმო ამბულატორიები
      • სამოქალაქო რეესტრის სამსახური
      • სოციალური მომსახურების სააგენტო
      • არქივი
      • სადაზღვევო კომპანიები
      • სტომატოლოგიური კაბინეტები
      • აფთიაქები
    • ტურიზმი
      • ტურისტული სააგენტოები
      • ტურისტული მარშუტები
      • სასტუმროები
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
      • რკინიგზის სადგურები
      • ავტოსადგურები
      • ტაქსი
    • საზოგადოება
      • პოლიტიკური პარტიები
      • არასამთავრობო ორგანიზაციები
      • მედია
      • საერთაშორისო ორგანიზაციები
    • მართლწესრიგი
      • პროკურატურა
      • პოლიცია
      • სასამართლო
      • ადვოკატურა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
      • მსხვილი საწარმოები
      • მცირე და საშუალო საწარმოები
      • ფერმერული მეურნეობა
      • სავაჭრო ობიექტები
    • ბიზნესი
      • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
      • მიწის ნორმატიული ფასი
      • გადასახდელები
      • მოსაკრებლები
  • ელექტრონული პეტიცია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • მთავარი
  • სიახლეები

სიახლეები

ივნისი 28, 2018

ბიუროს სხდომა

28 ივნისს გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
1. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2018 წლის 19 ივნისის N63/01 განცხადების განხილვა:
• „ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
• „ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 სექტემბრის N34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ;
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

2. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 22 ივნისის N03/2877 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის შესახებ);
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

3. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 25 ივნისის N05/2891 წერილის განხილვა:
• „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 მარტის N16 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის (უსასყიდლო უზუფრუქტის) უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
• „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტის თაობაზე;
(მომხსენებლები: ვ. ქანთარია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე;

4. ხობის მუნიციპალიტეტის მერის გ. ქაჯაიას 2018 წლის 25 ივნისის N03/2892 წერილის განხილვა („ხობის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის ანგარიშის მოსმენის თაობაზე);
(მომხსენებელი: თ. გელანტია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე);

5. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის დ. ბერაიას 2018 წლის 26 ივნისის N65/01 განცხადების განხილვა („ცოტნე დადიანის სახელობის ჯილდოს მფლობელის გამოსავლენი და სარეკომენდაციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N61 განკარგულებაში ცვლიელბის შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტის შესახებ).
(მომხსენებელი: დ. ბერაია - ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 
იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე).
საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით და ბიუროს გადაწყვეტილებით ივნისის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში.

ივნისი 28, 2018

შეხვედრა კულტურის სფეროს მუშაკებთან

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ- საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ისაუბრეს ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე, საუბარი შეეხო კულტურის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს.

ივნისი 23, 2018

დასრულდა ნოდარ შენგელიას სახელობის პირველობა მინიფეხბურთში

23 ივნისს, ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა. ტურნირში ხობის, მარტვილის, ფოთის და ზუგდიდის საფეხბურთო სკოლების 2007-2008 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული რვა გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ მატჩში ფოთელმა საფეხბურთო სკოლის ნორჩმა ფეხბურთელებმა ზუგდიდელი თანატოლები, ანგარიშით 4-1 დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებული გახდნენ. ხოლო, მესამე ადგილი მარტვილის საფეხბურთო აკადემიის გუნდმა დაიკავა. საფეხბურთო პირველობის დასკვნით ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ნოდარ შენგელიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს თასები, მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

ივნისი 22, 2018

ოფთალმიჯის ექიმებმა მოსახლეობას გამოკვლევები ჩაუტარეს

22 ივნისს თვალის მიკროქირურგის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ ექიმებმა ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო გამოკვლევები და კონსულტაციები გასწიეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აქციას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთდ შეუერთდა.
როგორც "ოფთალმიჯის" წარმომადგენლება აღნიშნეს მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

ივნისი 21, 2018

ნოდარ შენგელიას სახელობის პირველობა მინიფეხბურთში

ქალაქ ხობში, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე სტარტი აიღო ნოდარ შენგელიას სახელობის პირველობამ მინიფეხბურთში. ტურნირში ხობის, მარტვილის, ფოთის და ზუგდიდის საფეხბურთო სკოლების 2006-2007 წლებში დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული რვა გუნდი მონაწილეობს.
საფეხბურთო პირველობის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა , მერი გოჩა ქაჯაია და ნოდარ შენგელიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ფინალური შეხვედრები 23 ივნისს, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ივნისი 20, 2018

ადგილობრივებს პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ გააცნეს

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში ზუგდიდის ტექნოპარკის მენეჯერი ანუკი ასათიანი ადგილობრივებს შეხვდა და პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ გააცნო. 
სტარტაპ საქართველო" სს „საპარტნიორო ფონდის" მიერ დაფუძნდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას საქართველოში.
ინოვაციურ კომპონენტში დაფინანსების მოპოვება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ან პირთა ჯგუფს, რომელთაც აქვთ ინოვაციური ბიზნეს იდეა. დასაშვებია ნებისმიერი სფეროს/დარგის დაფინანსება, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით. ინოვაციური იდეა გულისხმობს - ეკონომიკური ან სოციალური ღირებულების მქონე გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტის, პროცესის, ან მომსახურების დანერგვას.
ბიზნეს იდეა უნდა იყოს ეკონომიკურად დასაბუთებული და საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველი.
27-29 ივნისს, ზუგდიდის ტექნოპარკში გაიმართება სტარტაპ კვირეული, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მათ საკუთარი იდეები გააცნონ. 
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა 

ივნისი 19, 2018

19 ივნისი მამის საერთაშორისო დღეა

19 ივნისი მამის საერთაშორისო დღეა. დღესასწაული, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მათ შორის 2016 წლიდან საქართველოშიც აღინიშნება, რომლის ინიციატივა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ქართულ ოფისსა და ორგანიზაცია We Care -ს ეკუთვნის.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ მამის საერთაშორისო დღე საკრებულოს თანამდებობის პირებთან ერთად მიულოცა დამსახურებულ ექიმს, უხუცეს ხობელს, ხობის საპატიო მოქალაქეს, მამას და ბაბუას ლუთინი ქავთარაძეს.

ივნისი 16, 2018

დასრულდა ზვიად დათუაშვილის სახელობის პირველობა ფეხბურთში

16 ივნისს, შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის, ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ტურნირის გამარჯვებული შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ახალსოფელმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე საგვიჩიოელები გავიდნენ. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულ ფეხბურთელებს თასები და სიგელები გადაეცათ. ღონისძიებას, ზვიად დათუაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.

ივნისი 14, 2018

ტრენინგი ,,გენდერული თანასწორობა ადგილობრივ დონეზე“

 ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, 12 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ტრენინგი ,,გენდერული თანასწორობა ადგილობრივ დონეზე“. ტრენინგის მიზანი იყო ხობის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების მიმღები პირების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებებისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე. 
ტრენინგს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოსა და მერიის საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. 
ქალთა საინფორმაციო ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს თვითმმართველობებთან გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციის მიმართულებით. ხელს უწყობს მუნიციპალიტეტებს და ეხმარება გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნასა და გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში ჩატარდა

ივნისი 13, 2018

13 ივნისის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგიკული მოვლენებიდან სამი წელი შესრულდა, თბილისში ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად დაღუპული დების ლიზი და ინდირა ზარანდიების ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავები ყვავილებით შეამკეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერმა გოჩა ქაჯაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
ხოლო, თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა მოეწყო

ივნისი 13, 2018

პირველი მაისის საბავშვო ბაღში ,,მხიარული თამაშები“ გაიმართა

პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღში ,,მხიარული თამაშები“ გაიმართა, რომელშიც პატარებთან ერთად, მათმა აღმზრდელებმა და მშობლებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი როზეტა შულაია და ა(ა)იპ ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.

ივნისი 12, 2018

ტრენინგი „ქალთა ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“

12 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციის - „ქალები სამართლიანობისთვის“ წარმომადგენლებმა თემაზე - „ქალთა ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია“ ტრენინგი ჩაატარეს. 2014 წლიდან, ორგანიზაცია „ქალები სამართლიანობისთვის“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით საქართველოს რეგიონებში ახორციელებს პროექტს „გენდერი და არჩევნები რეგიონებში“. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქალების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში.

ტრენინგს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებში პასუხისმგებელი პირი თამუნა სიჭინავა და ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

ივნისი 12, 2018

ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშება მინი- ფეხბურთში

12 ივნისს, შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ნუგეში ჯობავას სახელობის სტადიონზე, სტარტი აიღო აგვისტოს ომის დროს დაღუპული ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშებამ მინი- ფეხბურთში. 
ტურნირში ექვსი გუნდი იღებს მონაწილეობას (შუა ხორგა, ქარიატა, ყულევი, ახალი სოფელი, საგვიჩიო და ჭალადიდი).
სპორტულ ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანოზებით იმართება. ფინალური შეხვედრა 16 ივნისს შუა ხორგაში გაიმართება.

ივნისი 11, 2018

შეხვედრა დიანა ლომაიასთან

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ბერაია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია და ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია ჭადრაკში 14 წლის გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონს, ხოლო16 წლის გოგონათა შორის საქართველოს ვიცე-ჩემპიონს დიანა ლომაიას შეხვდნენ, გამარჯვება მიულოცეს და მომავალი წარმატებები უსურვეს მას. 
დიანა ლომაიამ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურთან (საბერძნეთი, 19-31 ოქტომბერი) ერთად ევროპის ჩემპიონატის საგზურიც (ლატვია, 19-30 აგვისტო) მოიპოვა.

ივნისი 8, 2018

საზეიმო კონცერტი „ყვავილების მეჯლისი“

8 ივნისს, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭადრების ხეივანში, ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა კონცერტი „ყვავილების მეჯლისი“. მეჯლისის მონაწილეები მაყურებელთა წინაშე ლამაზი კოსტუმებითა და მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ , ასევე მოეწყო ხალხური ყოფისა და რეწვის ნიმუშების, ნახატების, ხეზე კვეთის ნიმუშების და ფერწერული ტილოების გამოფენა.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერი გოჩა ქაჯაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  • <<
  • <
  • ...
  • 66
  • 67
  • 68
  • 69
  • 70
  • 71
  • 72
  • 73
  • 74
  • 75
  • 76
  • 77
  • 78
  • 79
  • 80
  • 81
  • 82
  • 83
  • 84
  • 85
  • 86
  • 87
  • 88
  • 89
  • 90
  • 91
  • 92
  • 93
  • 94
  • 95
  • 96
  • ...
  • >
  • >>
search

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი
ჩვენი მუნიციპალიტეტი
    • გეოგრაფია
    • ისტორია
    • სიმბოლიკა
    • მაჟორიტარი დეპუტატი
    • საპატიო ხობელები
    • ცოტნე დადიანის საპატიო ჯილდოს მფლობელები
    • დამეგობრებული ქალაქები
    • ვაკანსიები
    • ფოტოგალერეა
    • კონტაქტი
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულო
    • საკრებულოს წევრები
    • საკრებულოს თავმჯდომარე
    • საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
    • საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
    • საკრებულოს კომისიები
    • საკრებულოს ფრაქციები
    • საკრებულოს აპარატი
    • ანგარიში
    • ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო
    • თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები
    • ოქმები
    • ანგარიში
გზამკვლევი
    • კულტურა, განათლება და ახალგაზრდული საქმიანობა
    • სპორტი
    • კულტურა
    • შემეცნებითი-გასართობი ადგილები
    • რელიგია
    • მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები
    • ჯანდაცვა და სოციალური სფერო
    • ტურიზმი
    • ბანკები
    • ტრანსპორტი
    • საზოგადოება
    • მართლწესრიგი
    • კავშირგაბმულობა
    • საქართველოს ფოსტა
    • საწარმოები
    • ბიზნესი
ბიზნესი
    • ხობის მუნიციპალიტეტის განაშენიანების გეგმა
    • მიწის ნორმატიული ფასი
    • გადასახდელები
    • მოსაკრებლები
2013 © ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო Created By