ძვირფასო ახალგაზრდებო!
ბოლო ზარი მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მოვლენაა თქვენს ცხოვრებაში, ვინაიდან სევდანარევი სიხარულით ემშვიდობებით მშობლიურ სკოლას და გარემოს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თქვენს მომავალს.
დიდი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ სკოლის დამთავრებას, დაგილოცავთ გზას ბედნიერი სტუდენტური ცხოვრებისაკენ.
თქვენს წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას იღებს ხელისუფლება, რათა შეგიქმნათ ყველა პირობა და კომფორტული გარემო, განათლების მიღებისა და ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებად ჩამოყალიბებისათვის. გამარჯვებებით და მიღწევებით გევლოთ მეცნიერების მწვერვალების დაძლევის რთულ, მაგრამ ღირსეულ გზაზე.
ედიშერ ჯობავა
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.