27 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებო საზოგადოებრივი ცენტრის სამუსიკო სკოლაში "მუსიკალური კვირეული" მიმდინარეობს. დღევანდელ კონცერტს ხობის მუნიცუპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია სტუმრებთან ერთად დაესწრო. კონცერტზე მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად ცნობილ კომპოზიტორთა ნაწარმოები შესარულეს.