12 აპრილს, ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონზე დასრულდა ანრი ჯგერენაიას სახელობის პირველობა მინი ფეხბურთში. ტურნირი ჯგუფური ეტაპის პრინციპით ჩატარდა და მასში მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების რვა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალში ერთმანეთს ხობის პირველი საჯარო სკოლისა და ჭალადიდის საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ. ტურნირის გამარჯვებული და ანრი ჯგერენაიას სახელობის თასის მფლობელი ხობის პირველი საჯარო სკოლის ფებურთელთა გუნდი გახდა. ფინალურ შეხვედრებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ ქანთარია, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ბერაია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ. სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.