3 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ინტელექტ-ჩემპიონატი „ხობის ეტალონი მოსწავლე“ ჩატარდა, რომელშიც ხობის მუნიციპალიტეტის 27 სკოლის 76 მოსწავლე მონაწილეობდა. 2018-2019 სასწავლო წლის „ხობის ეტალონი მოსწავლე“ პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ბერაია გახდა. მეორე ადგილი ქვემო ქვალონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ გურამ შონიამ, ხოლო მესამე ადგილი ხამისკურის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მეგი ქირიამ დაიკავა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან ერთაი ესწრებოდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს გამარჯვებას ანი ბერაიას და მომავალ წარმატებებს უსურვებს მას.