30 ოქტომბერს, ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ფოთის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებით ცენტრთან არსებული „მხიარულთა და საზრიანთა კლუბი“, სასკოლო ლიგა და იუმორისტული ჯგუფი „ხამისიშვილები” იუმორისტული შოუ-პროგრამით ხობელი მაყურებელის წინაშე წარსდგნენ. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.